მთავარი » სტატიები » სხვადასხვა РАЗНОЕ

გულის გახსნა

გულის გახსნა

  გულის გახსნა მოსწავლისათვის  იოლი როდია. წარსულის ტვირთი ფრიად სერიოზული წინააღმდეგობაა. "ნუ ენდობი!", _ მოგძახის წარსული. "დაფიქრდი, ხალხი რას იტყვის?" _ ლაქუცით ჩაგჩურჩულებენ გარშემომყოფნი. "ნუ იქნები ასე გულუბრყვილო", _ გირჩევს მრავალი.
  რას იზავ? ცხოვრება ნათლად ასწავლის მოსწავლეს, რომ სიბოროტე ბევრია მეტად ამ ქვეყანაზე და მოწაფეცც ნაჭუჭში ძვრება თავის დასაცავად, სადაც იგი, როგორც ჯავშანში თავს უშფოთველად გრძნობს. ეს მისთვის თავის გატანის გარდაუვალი ნავსაყუდელია. მაგრამ გაუსინჯავს კი ვინმეს შუალედური გზა? არა, არც ისე ბევრს დაუნახავს ჭეშმარიტების შუალედური გზის ღირსებანი.
  უკიდურესობანი ყოველთვის სახიფათოა. სრული გახსნილობა უძირო კასრივითაა, _ ყველაფერი ჩაედინება და გაედინება კიდეც მისგან და მასში კი აღარაფერი რჩება.
    რა არის გახსნილი გული? უწმინდესი წყლის საცავი, რომელიც მთით ანკარა წყაროებით ივსება. მაგრამ წყალი მასში უძრავი როდია, თავის მხრივ იგი კვებავს მდინარეებს, რომლებიც ზღვაში მიედინებიან.
    ვერაფერი ვერ აუქცევს გვერდს გახსნილ გულს. სამყაროს ჯავრსა და ტკივილს იზიდავს და განიცდის, რამეთუ გრძნობს მის არასრულყოფილებას და მას, ამის გამო, როდი ერიდება. ყველას თავისი გზა აქვს. გესმოდეს და გიყვარდეს ყოველი მის პირად, ასე განუმეორებელ გზაზედ, _ აი რა შეუძლიან გახსნილ გულს. გახსნა, _ ნიშნავს მიიღო ყოველივე ისე, როგორც არის და მასში აღმოაჩინო სინათლეცა და სიხარულიც, და სულის ის ნამცეცები, რომლებიც უნდა აღმოცენდნენ.
  გული იტევს; დიდია მთესველის, მამის შრომა. დიდია შრომა დედისა, რომელიც ასაზრდოებს და ინახავს ჭირნახულს. ყველაფერი შეუძლიან გულს, _ ნაპერწკალის სახით ცეცხლი  აჩუქოს სამყაროს, შთააგონოს და მიმართოს, აალება გამოიწვიოს და ისე მოწვას, რომ მხოლოდ ყოველი ზედმეტი დანავლოს. დიდია გული რომელიც, როგორც ჩვილს აკვანში, ისე ასაზრდოებს თესლს რომელიც უნდა ამოვიდეს, იცავს პირველი ყინვებისაგან ნაზ ყლორტებს, ამაგრებს ღეროს და შთააგონებს მას უხვად ინაყოფოს. ყველაფერი შეუძლიან გულს.
   შენს ირგვლივ, როგორადაც დაბურული არ უნდა გეჩვენებოდეს ჯუნგლები, გული  შენი _ მზესავით გაგინათებს გზას, სხივი მისი გააპობს ბნელს და შესძახებს მას, რომ მისცეს მიმალული მარცვალი რომელსაც ჯერ, მართალია არ უნახავს სინათლე, მაგრამ მაინც თავად შეიცავს სინათლეს. და გამოეხმაურებიან მარცვლები სხივს, რომლებმაც ალბათ პირველად შეიცნეს თავისი ჭეშმარიტი არსი.
  გული ასაზრდოებს; უდიადესი მაგნიტია გული. გულისცემა, ვიბრაციების მსგავსად, სხვა გულებს იზიდავს, აღვიძებს მათ და შეხმატკბილებულად მღერის მათთან ერთად. დიდია, მეტად დიდია, გათითოკაცების ილუზია დედამიწაზედ!
  მძიმეა გათიშულობის ის გამოცდილება, რომელსაც ადამიანები განიცდიან დღეს. არა არს გული, რომელიც სხვა გულებისაგან ეულად არსებობდეს. არსებობს პლანეტის მხოლოდ ერთიანი გული, მაგრამ მეტად მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელნიც ამას გრძნობენ, მხოლოდ აზრით ხვდებიან ამას  და ისიც ზოგჯერ. ზოგჯერ ეხებიან მოსწავლენი სიცოცხლის ამ უდიადეს წყაროს.
   ძნელია დაიჯერო რომ მთის ნაკადულები მხოლოდ ერთ წყალსაცავს კვებავდნენ. მოსწავლე ხომ ხშირად ოცნებობს ამაზე. დედამიწის სინათლის ქსელი _ სისხლძარღვებია, _ არტერიები, ვენები და კაპილარები მისი, რომლებსაც მოაქვთ სისხლი _ სინათლე. გაჩერდა ერთი?! _ მოხდა ჩახერგვა. ესეიგი საერთო საქმე სხვებს დააწვა და ასე რთულდება მდგომარეობა. დიდია შრომა გზას უკაფავდე სინათლეს; განწმინდო ჩახერგილი გზები, გაატარო ენერგია პლანეტის შორეული საზღვრებისაკენ იოლი როდია, მაგრამ აუცილებელია...
 გული განწმენდს; კეთილი დამლაგებელივით მუშაობს იგი. როგორც დიადი მწმენდავი და ტრანსფორმატორი. გულის ცეცხლში იწვება ყველაფერი: ყოველი ნაგავი, წყენა თუ ვნებანი, შენი მეობის მიუღებლობაც და სხვა ყოველი ნაკლი დაიწვება მასში. უნდა დაიწვას. რამეთუ სისუფთავე _ მომავლისაკენ მიმავალი კარია. სისუფთავე, _ სილამაზეა. როგორც ქურო ისეთია გული. გული გეუბნება: "შეხედე, მარტო შენ როდი ხარ! შენს გვერდით შენივ დანი და ძმანი დგანან და ისინიც შენსავით საკუთარ გზას გადიან! ტვირთი მძიმეა მეტად, ყველას ხომ სხვა და სხვა ცნობიერება აქვს, მათი თვალებიც ხომ ვერ ხედავენ სინათლეს. მათაც აუნთე შუქი, უჩვენე გზა, წინ გაუძეხი! გულის სიყვარულით იარე! ვიღაცამ ხომ უდიადესი სიყვარულით უნდა გაუკაფოს მათ გზა! ზამთრიან ღამეს, ვიღაცამ ხომ უნდა გაათბოს ისინი, ვისაც ჯერ არ შეუძლიან ცეცხლით საკუთარი ცხოვრების უზრუნველყოფა! ვიღაცამ უნდა დაამშვიდოს და განაწყოს ისინი! ვიღაცამ მტკიცედ და უყოყმანოდ უნდა გაუძღვეს მათ!
 გული შრომობს; გული ლოცულობს. იგი ყველაფერს მოიცავს, რამეთუ ხედავს გამრუდებას და არასრულყოფილებას. იგი ყოველი ადამიანის ნათელი გზის რწმენითა და იმედით ცოცხლობს. იგი მამის ლოცვებს, გალობასავით აღავლენს ისე, რომ მათ ნებისმიერი კარის გაღება შეუძლიათ. იგი მორჩილის ციცქნა ნაბიჯებითაც კი ხარობს, მას მცირედი გამარჯვებებიც კი აკმაყოფილებს... რამეთუ შეუძლებელია განვლო გზა და გვერდი აუარო მცირედს.
  გული ლოცულობს; გული განიცდის ტკივილს. იტანჯება გული, ვიდრე ყველაფერს სულის ცეცხლში არ გადაადნობს. ამა სოფლის უბედურებათა და წარუმატებლობათა გამო იტანჯება იგი, იტანჯება ყოველი არშემდგარი სიკეთის გამო. გულს ენატრება ყველაფერი, რაც კი ჯერ უცნობია მისთვის, ჯავრობს, როცა ერთმანეთს ადრის ზეციურ მამას და ამა სოფლის უსახურ რეალობას. მაგრამ გული ყოველთვის საკუთარ თავს დარდობს. მძიმეა ხედავდე მძინარე ქვეყანას, მამის მოდგმას, რომელთაც დაავიწყდათ მშობლიური სახლი. მაგრამ დიად გულში სიხარული მაინც მარადჟამს უნდა ენთოს, გზაზე ცნობიერი მსვლელობის სიხარული, უმცირეს წარმატებათა ხილვის სიხარული, ახალი სამყაროს ხუროთმოძღვრის როლში ყოფნის სიხარული.
    ჩაიტიე სამყარო შენს გულში! იგრძენი სინათლე რომელიც ყოველი ადამიანიდან გამოსჭვივის! მოძრაობა შეუჩერებელია! გულების გაერთიანება სინათლეს უკაფავს გზას. მდინარე კალაპოტს ავსებს. ახალი ტბები იბადებიან მისგან. შესდეგ მოსწავლევ! უბრალოდ, _ გახდი გული! არაფერია საჭირო შენგან არც ეხლა და არცა მერმისს. უბრალოდ გახდი ის რაცა ხარ! ანუ გახდი გული რომელიც სულის მარცვალს ინახავს. გახსენი იგი! წრთობის განმწმენდ ქუროში გაივლი! აღსდგები, ძველმანებს მოიცილებ! სულით აფრინდები ზეცაში მამასთან:
    
     "გამარჯობა მამა!"
    "გამარჯობა შვილო! შენ დამიბრუნდი!"
ომ! მაიტრეა ბუდა
კატეგორია: სხვადასხვა РАЗНОЕ | დაამატა: yoga (10.12.2011)
ნანახია: 933 | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: