მთავარი » სტატიები » ქრონიკა ХРОНИКА

ბელა ელიკაშვილის წერილი


     ისე გამომწერეს კლინიკიდან, ვითომ ჩირქი ამამიმწმინდეს, ოპერაცია კი შემდეგისთვის გადაიდო. ჩემი მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდებოდა. ორი თვის შემდეგ მაგნიტო-რეზონანსული კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ჩამოყალიბდა არაქნოიდიტი (ზურგის ტვინის გარსის ანთება). ხანგრძლივი (5 თვის) მკურნალობის შემდეგ, თითქოს გამოვედი ამ მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ მაინც ვსვავდი ტკივილგამაყუჩებელს, მიჭირდა სიარული, ვიღებდი სხვადასხვა მედიკამენტებს. დაქვეითებული იმუნური უნარის ფონზე დამემართა ფილტვების ანთება, კვლავ იჩინა თავი არაქნოიდიტმა და მისმა თანხლებმა მოვლენებმა. მტკიოდა ყველა სახსარი, მიჭირდა დამოუკიდებლად დაწოლა, წამოდგომა, კოვზის პირთანმიტანა. მაწუხებდა თავის ტკივილი, წნევა, უძილობა, ოფლიანობა განსაკუთრებით თავის არეში. თმის ძირებიდან ისე წვეთავდა ოფლი, როგორცთვალებიდან ცრემლი. მიცივდებოდა ქვედა კიდურები და ზურგი. დიდი რაოდენობით მიგროვდებოდა კანქვეშ სითხე. ტკივილები გაუსაძლისი იყო, მითუმეტეს, რომ არანაირ მედიკამენტურ, ფიზიოთერაპიულ თუ მასაჟურ მკურნალობას არ ვექვემდებარეობდი.

  ამ უიმედოობაში მყოფმა შევიტყვე იოგ თამაზ თავაძის მკურნალობის მეთოდის შესახებგადავწყვიტე მასთან მემკურნალაპირველი სეანსის შემდეგ გამითბა ქვედა კიდურები და ხერხემალი, ხოლო მესამე სეანსის შემდეგ ჩემი ავადმყოფობა 70% შემცირდა.

  სეანსების სრული კურსის (2 თვის) მანძილზე არანაირ წამალს არ ვიღებდი, ისე გამიქრა ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები. ამჟამად ვაგრძელებ ბატონთამაზ თავაძის მიერ ნასწავლ ვარჯიშებს. იმედი მაქვს მალე უჯოხოთ გავივლი და დავუბრუნდები აქტიურ ცხოვრებას.

   მინდა დიდი მადლიერების გრძნობით, ვუსურვო ბატონ თამაზს ბედნიერი ცხოვრება თავის ოჯახთან ერთად. დიდხანს იღვაწოს რათა მრავალიადამიანისთვის დაებრუნებინოს სიცოცხლის ხალისი და ენერგია.

 

 

პატივისცემით - ბელა ელიკაშვილი

                                                                14.02.2010.


კატეგორია: ქრონიკა ХРОНИКА | დაამატა: yoga (12.05.2011)
ნანახია: 842 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: