მთავარი » სტატიები » სხვადასხვა РАЗНОЕ

საუბრები მასწავლებელთან




საუბრები მასწავლებელთან

    /პლატონოვი ტ.ი./

 

  _ერთხელ მოძღვართან მოსწავლე მივიდა, _ მოძღვარო, შეიძლება შენი მოსწავლე გავხდე?
    _ჩემი სწავლება ის  სიცოცხლეა, რომელსაც მე ვეწევი. ისწავლე იყო კმაყოფილი შენი სიცოცხლით.
    _თუკი ყველაფერი სინათლეა, ბნელი საიდან ჩნდება?
    _ბნელი უმეცართა სინათლეა.
    _თუ სიკეთის ქმნის საშუალება მეძლევა, ღირს მისი კეთება?
    _შეძლებისდაგვარად აკეთე სიკეთე.
    _მაგრამ მე ბოროტის ქმნაც შემიძლიან. შეიძლება რომ ესეც ვაკეთო?
    _ეს უკვე შენი სინდისის საქმეა. ხშირად ადამიანს არ შეუძლიან მიიღოს სასურველი მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ეყოფა ძალა ნანატრის გამოსაყენებლად. სურვილის მატერიალიზაცია ყოველთვის ენერგიის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. სურვილები იმიტომაც არ სრულდებიან, რომ ადამიანს მათი გამოყენებისათვის დროც არ ეყოფა. მაგრამ სურვილები მაინც სრულდებიან თუ ამ ცხოვრებაში არა, რომელიღაც შემდგომში, როდესაც აღსრულებისათვის მზად ვიქნებით.
    _მოძღვარო, თუკი არაფერი არა მწადიან?
    _ეს უკვე შენი სულიერების მაჩვენებელი როდია. შენ ჯერ არაფერი არ იცი შენი სურვილების შესახებ. მოდი დაველოდოთ დროს, ვიდრე არ შეიცნობ საკუთარ სურვილებს.
    _მაგრამ მე ჩემი სურვილების გასაგებად კი არ მოვსულვარ, არამედ საკუთარი თავი მაინტერესებს.
    _შენი სურვილები შენგან განუყოფელნი არიან. ჯერ მათ შესახებ შეიტყვე, მერე მოიშორე ისინი და რაც დაგრჩება, აი ისა ხარ შენ.
    _მიამბე სულიერი ზრდის საფეხურების შესახებ.
    _პირველი საფეხურია ცოდნა. ცოდნა შეიცავს სურვილებს და  მიდრეკილებებს. მეორე საფეხურია არცოდნა. ყველაფერი რაც შენ იცი ფუჭია საკუთარი თავის შეცნობის მეცნიერებაში. მესამე საფეხური, _ სიცოცხლეა. ის იმავდროულად სისავსეცაა და მთლიანობაც. როდესაც მოიცილებ როგორც ცოდნას ისე არცოდნასაც, დაგრჩება ის, რასაც ეძებდი. სიცოცხლე. აი შენი ძიების მიზანი. ცოდნა ეკუთვნის გონებას. არცოდნა,_გონების ჩრდილია. მოიცილე გონების ყოველი გამოვლინება. ის, რასაც შენ ეძებ, ყოველივე ამის მიღმა დევს და იგი შეუმეცნებელია.
    _მოძღვარო, მე მინდა ყველაფერი ვიცოდე ამ სამყაროსა და მისი მოწყობის შესახებ.
    _ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სამყარო ჯერ კიდევ გიზიდავს. როდესაც ამა სოფლის ხიბლი გადაივლის შენ აღმოაჩენ იმას, ვისაც ეს სურვილი ეკუთვნის (ანუ იმას ვისაც ეს აინტერესებდა).
    _მოძღვარო, რაში მჭირდება საკუთარი თავის შეცნობა? როგორც გავიგე ამის შედეგი იქნება უბრალოდ ცხოვრება. მაგრამ უბრალოდ მე ეხლაც ვცხოვრობ!
    _შენ სიცოცხლეზე ზრუნვით ბორგავ. როდესაც საკუთარ თავს შეიცნობ, _ თავად სიცოცხლე იზრუნებს შენზე.
    _და მაინც არ მესმის, როგორ შეიძლება ცოდნა უშლიდეს ხელს ჩემს გამოღვიძებას. განა ცოდნა არ მეხმარება ამაში?
    _გააჩნია იმას, თუ რისი მიღწევა გწადია. ღუ აღიარება გსურს, მაშინ ცოდნა გამოგადგება. ვინც ბევრი იცის, შორსაა სრულყოფილებისაგან. აი შენ, ის რაც ხარ სინამდვილეში, ცოდნას შენსავე არსებაში ინახავ. შენ სარგებლობ ამ ცოდნით მოთხოვნილებისამებრ. მაგრამ ვიდრე საკუთარი თავი არ შეგიცვნია, თავად ცოდნა გიყენებს შენ თავისი მიზნებისათვის. შენს ბაგეებზე, მხოლოდ შეკითხვებია, და იმას, ვინც საკუთარი თავი შეიცნო, _ მხოლოდ პასუხები აქვს. ცოდნის უზენაესი ფორმა დუმილია.
    _თუკი დავდუმდი, სხვებს როგორღა დავეხმარო?
    _დუმილში დიდი ძალაა. ეს საწყისის ის ძალაა, რომელიც ლაქლაქზე არ დახარჯულა. შენი დახმარება ძალის პირდაპირ გადაცემაში მდგომარეობს იმის მიმართ, ვინც ამას საჭიროებს.
    _განა სიტყვას ძალა არა აქვს?
    _საწყისის სიტყვას კოლოსალური ძალა აქვს. იმისათვის, რომ ეს სიტყვა გადასცე, შენ წმინდა გამტარი უნდა გახდე, ანუ გახდე ის, ვინც არაფერი არ იცის. სხვა შემთხვევაში შენი ცოდნა გაამრუდებს წყაროს სათავიდან მოსულ სიტყვას.
    _მოძღვარო, როგორ შევიძინო ისეთი სიბრძნე, როგორც შენა გაქვს?
    _ისწავლე სიბრძნე ცხოვრებისაგან. ცხოვრება თავისთავად, _ მდუმარეა და არაფერი არ იცის. მაგრამ იგი მჟღავნდება ფორმებსა და სიტუაციებში. აი მათი დახმარებით შენ მიხვდები იმას, რასაც იგი ინახავს საკუთარ თავში. სიცოცხლეზე თვალყურის მიდევნებით შენ ჩაწვდები მის სიბრძნეს. გასაგებია რომ ბრძენი მე კი არა ვარ, არამედ ბრძენია ჩემში გამოვლენილი ცხოვრება.
    _მოძღვარო, კი მაგრამ, შენ ხომ არაფერს არ ასწავლი!
    _ბუნებრივია! მე ხომ არაფერი არ ვიცი.
    _რატომაა, რომ ადამიანებმა იციან, რომ შენ არაფერს არ ასწავლი, და მაინც შენთან მოჰყავთ თავიანთი ბავშვები ცოდნის მისაღებად?
    _ალბათ ხვდებიან, რომ მე ვერ ვავნებ მათ, სიცოცხლის გაკვეთილების დამახინჯებით.
    _მოძღვარო, რატომაა რომ შენ ღებულობ ყველაფერს რასაც გაძლევენ?
    _უბრალოდ არავის არ უშლი ხელს, თავისი ვალი გადამიხადონ.
    _და თუ იმაზე მეტი მოიტანეს ვიდრე საჭიროა?
    _მე არაფერს ვღებულობ ჩემთვის. ყველაფერი რაც კი აქ არის, მე არ მეკუთვნის.
    _მითხარი, თუ საკუთარ თავზე ვმუშაობ, შემიძლიან შევიცნო საკუთარი თავი?
    _უმეცრებისაგან განთავისუფლებით შენ შეძლებ შენს დიდ "მე"-სკენ მიმავალი გზა შეამჩნიო.
    _და მაშინ ვიპოვი ღმერთს?
    _როგორ შეიძლება იპოვო ის, რაც არასოდეს დაგიკარგავს? უბრალოდ შენ დაინახავ იმას, რასაც ასევე უბრალოდ აღარ აქცევდი ყურადღებას და არც აფასებდი მას.
    _მოძღვარო, აი უკვე მრავალი წელია რაც მე შენს რეკომენდაციებს მივყვები და აბსოლუტურად ყველა შენს რეკომენდაციასაც ვიცავ. რატომაა, რომ აქამდე ვერ მიმიღწევია გაბრწყინებისათვის?
    _საგანთა და მოვლენათა არსში ღრმა წვდომა ღრმა მოშვების შემთხვევაში მოდის, რომელიც მხოლოდ ქანცგამწყვეტი და მძიმე შრომის შემდეგ მოდის. ეტყობა შენ ჯერ არ დაღლილხარ შრომისაგან.
    _მოძღვარო მითხარი, რა უნდა დავინახო გზის დასასრულში?    
    _საკუთარი თავი.
    _მაშინ ისიც მითხარი, რას აღმოვაჩენ იქ სადაც მივდივარ?
    _იქ, სადაც შენ მიდიხარ, არაფერი არაა. თუ რაიმე გწადია, უმჯობესია ეძებო აქ.
    _მოძღვარო, მრავალმა მოსწავლემ შეიძინა სხვისი აზრების კითხვის უნარი, სულებთან საუბრის თვისებები, სტიქიების მართვის უნარი. ეს განა მიღწევები არაა?
    _სიგიჟე ორი სახისაა. ზოგჯერ ადამიანი საკუთარი გონების დაკარგვასთან ერთად კარგავს საკუთარ თავს. მაშინის ავად ხდება. მაგრამ თუ ადამიანი საჭიროებისამებრ კარგავს გონებას, და იმავდროულად სრულიად აცნობიერებს საკუთარ თავს, _ ეს უკვე მიღწევაა. სხვა მიღწევების მიმართ მე არაფერი არ ვიცი.
    _მაგრამ ადამიანები აფასაბენ ნიჭს და პატივისცემით ეპყრობიან მათ, ვინც ნიჭს ფლობს.
    _ადამიანები სიმდიდრესაც აფასებენ და ძალაუფლებასაც. ადამიანები ტირანებსაც პატივს მიაგებენ, რამეთუ ეშინიათ მათი. ხალხი უმეცარია, ამიტომაა რომ უყვართ ძალის გამოვლინება.
    _შენ მიგაჩნია, რომ ნიჭი ძალის გამოვლინებაა?
    _რა თქმა უნდა. ადამიანმა მატერიის მართვის ნამცეცისოდენა ძალა შეიძინა და იმწამსვე ცდილობს გამოამჟღავნოს იგი, ანუ თავისი ნიჭი. რას აძლევს ეს მას? სხვებზე ბატონობის საშუალებას და საკუთარი თავის რჩეულობის ხაზგასმას. იგი ამაყობს იმით რასაც ფლობს. მაგრას ჭეშმარიტი ოსტატი ცდილობს კი შეძენას? იგი ცდილობს გაცემას რათა გათავისუფლდეს.
    _მე მივხდი რომ ნიჭი, _ ეს გამოცდაც და ცდუნებაც ყოფილა ერთდროულად, რომელსაც ცოტა ვინმე თუ ერევა. მაგრამ ნიჭის შემთხვევაში ჩვენ ხომ მეტი დახმარება შეგვიძლიან. განა მკურნალობის ძალა სიკეთე არაა?
    _ვიდრე საკუთარ თავს პირისპირ არ შეხვდები, შენ არ იცი ვინ კურნავს. შენ გგონია რომ ამას ღმერთი აკეთებს. შენ ფიქრობ, რომ ისეთი წმინდა ხარ, რომ ღმერთს შეუძლიან შემოვიდეს შენს სხეულში და სიკეთე შექმნას. ამიტომ შენ ცდილობ რაც შეიძლება მეტი სუფთა გახდე მაღალ ენერგიათა გასატარებლად. სიკეთის ქმნის წადილით შენ ძლიერ იძაბები. ღმერთი კი მაშინ მოვა შენთან, როდესაც დამშვიდდები და მოეშვები. სიწმინდის მისაღწევად გაჩერნილი აზრები გიშლიან ხელს. სიკეთისა და ღმერთზე გაჩენილი აზრებიც ასევე ხელშემშლელია. ჯერ საკუთარი თავი იპოვე და შემდეგ ამისა აკეთე სიკეთე.
    _ვიდრე საკუთარ თავს ვიპოვი, დრო შემომელევა.
    _როგორ შეიძლება დაილიოს ის, რაც არ არსებობს?
    _მაგრამ მე ხომ ვბერდები. წლები ხომ მიდიან.
    _ეს შენი გონება იკრებს სიჩქარეს. გააჩერე გონება,_ გაჩერდება დროც.
    _მოძღვარო, მაგრამ შენც ხომ ბერდები? მაშასადამე, დრო მაინც არსებობს.
    _ბერდება სხეული. ის რასაც შენი თვალები ხედავენ _ იცვლება. თვალთახედვა ამრუდებს ჭეშმარიტებას.
    _მოძღვარო, თუ შენს გარდაცვალებას მოვესწარი, ეს თვალთახედვის შეცდომა იქნება?
    _ბუნებრივია. თვალთახედვით შენ ფორმის ხრწნას დაინახავ. არ მესის, რა შუაშია ვარ აქ მე?
    _მითხარი, შეძლებ კი ჩემი აღზრდის გაგრძელებას თუკი სხეულს დაკარგავ?
    _შევძლებ, თუკი შენ შენის მხრივ შეძლებ ჩემი ვიბრაციების მიღებას.
    _ამასწინათ შენ ოქროს თვითნაბადი ზოდი მოგართვეს. რატომ მიიღე იგი?
    _ის აიღო იმან, ვინც ამ სკოლას ხელმძღვანელობს. მე არ ამიღია, იმიტომ რომ უსარგებელოა ჩემთვის. მასწალებელს კი იგი მეტად გამოადგება.
    _განა ღმერთი არ ქმნის აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი არსებობს ჩვენს ირგვლივ.
    _ღმერთი მხოლოდ მიმართავს შენს სულს იმ მიმართულებით სადაც მაქსიმალურად განიწმინდები. იმ სიტუაციაში, რომელშიდაც შენ აღმოჩნდები, შენ ან აღმართავ მახვილს, ან დაემორჩილები და მოითმენ.
    _განა ჩემი საქციელი განპირობებული არაა?
    _შენ თავად ირჩევ რომელი განპირობება უფრო გაწყობს.
    _მოძღვარო, გამოდის, რომ მე ყოველთვის მაქვს არჩევანი?
    _არა, ყოველთვის არა: არჩევანი იმას ეკუთვნის ვიზედაც მბრძანებლობს გონება. რაც მეტად ღრმავდები საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებაში, მით მეტად მცირდება არჩევანის შანსი.
    _რას ემორჩილება არჩევანის არქონა?
    _კარმის უქონლობას.
    _ზოგი თვლის, რომ ფული,_ბოროტებაა.
    _ფული,_მატერიალიზებული ენერგიაა: ენერგია კი, თავისთავად არცა კეთილი და არცა ბოროტი არაა.
    _რა უნდა გავაკეთოთ, რათა ფულმა არავინ დააზიანოს?
    _იქონიე კეთილი მიზანი ან სწორი მოტივაცია, თუმცა უმჯობესია არ მიება არცა ფულს და არცა საქმიანობას.
    _მაგრამ ფულის გარეშე ამ ქვეყანაზე ვერაფერს ვერ გააკეთებ.
    _ეს ასე როდია ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ, რას ეყრდნობი. თუ საფუძველში ჩადებ მატერიას ფულის სახით (ფულად უზრუნველყოფას) მაშინ საქმე მალევე დაინგრევა. თუ საფუძვლად ჩადებ იდეას რომელიც საწყისებიდანაა მიღებული, მაშინ იგი ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს.
    _ჩემი გონება ყველაფერს როდი იტევს. მაგალითად დროის არ არსებობა. აქ კი ყველაფერი პირიქით ჩანს.    
    _არის გონება_არის დრო. თუ გონებით გინდა ჩაწვდე დროის არ არსებობას, ეს იგივეა რომ ეცადო საკუთარი ყურის კბენას.    
    _ნუთუ ასე არსებითია მიხვდე, რომ დრო არ არსებობს?
    _ეს ყველას არ ჭირდება. უფრო მნიშვნელოვანია ჩაწვდე იმას, თუ ვინ იძლევა შეკითხვებს და ვის ჭირდება პასუხები.
    _მოძღვარო, რატომაა რომ შენ მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავ საკუთარი თავის მოძიების აუცილებლობას? ამ წუთისოფელში სხვა საქმეც ისედაც ასე ბევრია!
    _წრიალი, ეს ამაწუთისოფლის მიმართ წუხილია ისევე, როგორც საკუთარი თავის მიმართ წუხილი. ოდეს იპოვი საკუთარ თავს შენ შეწყვეტ წრიალს.
    _მაშინ ხომ დაიმსხვრა ეს წუთისოფელი?
    _არა, მხოლოდ მაშინ მოხდება ამ წუთისოფელში ის, რაც მოსახდენია. ეხლა კი, როდესაც შენ არ იცნობ საკუთარ თავს, შენ სამყაროს საქმიანობაში ერევი ისე, რომ არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს მასზე.
    _მე ხომ სიკეთისა და ბოროტის გარჩევა შემიძლიან.
    _არა, შენ მხოლოდ დანახვა და მოსმენა შეგიძლიან.
    შენი მოქმედება მიმდინარე პროცესების მცდარი ინტერპრეტაციის შედეგია... ის, რასაც შენი თვალი და ყური გაწვდის_მცდარია, რამეთუ ისინი განსჯიან ფორმით და არა არსით. გრძნობები მხოლოდ გარეგნულ მოვლენებს ასახავენ და შენი გონებაც მათ კომენტარს გაწვდის. ჭეშმარიტება გრძნობებზე და გონებაზე ღრმადაა დამალული.
    _ის, რაც  სიკეთედ მიმაჩნია, შეიძლება არ იყვეს სიკეთე. ის რაც ბოროტებად მიმაჩნია შეიძლება, რომ არ აღმოჩნდეს ასეთად?
    _დიახ, ეს იგივეა, რომ ადამიანზე მისი ჩაცმულობით მსჯელობდე.
    _როგორ ვისწავლო სიკეთისა და სიავის გარჩევა?
    _ამას ნუ სწავლობ. კერძო შემთხვევაში სიკეთე _ ბოროტების დადგენას არ მოაქვს მთლიანის შეცნობა. გახდი მთლიანი და აი მაშინ, ყოველი კერძო გასაგები გახდება შენთვის. ისინი ხომ შენში აღმოჩნდებიან.
    _მითხარ მოძღვარო, შენ იმიტომ არ ასწავლი, რომ კერძო ჭეშმარიტებათა დადგენა უაზრობაა?
    _კერძო, რომელიც  მთელში შედის, აურაცხელ სიმრავლეს წარმოადგენს. ვინც საკუთარი თავი შეიცნო და გახდა გამთლიანებული, მას ნებისმიერი ომ გზის შეცნობა შეუძლიან, რომელსაც მწვერვალისაკენ მივყევართ. მხოლოდ ასეთი გზით იბადებიან გზის ოსტატები. ვინც შუა გზაზე დგას და მოწყენით შეჰყურებს შორს მაღლა აღმართულ მთის მწვერვალს, რომელიც ჯერ კიდევ დასალაშქრავია, ხშირად გაჰყვირის თავის წარმატებებზე, ცოდნასა და ნიჭიერებაზე.
    _ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ცოდნამ და ნიჭმა მას გზა გადაუჭრეს?
    _მიზანთან აბსოლუტურად ცარიელი მიდიან. თავად მიზანიც ცარიელია. ის ვერაფერს სხვას ვერ მიიღებს რაც თავად არაა, ანუ სიცარიელე სიცარიელეს ღებულობს. ამიტომ ყველაფერი რაც მისკენ მიგვაქვს, ვიდრე მიზანს უახლოვდებით გზაშივე უჩინარდება.
    _თუ ღმერთი შეუცნობადია, მაშ რისთვის მივილტვით მისკენ?
    _მე ვამბობ საკუთარი თავის წვდომაზე. ვინც საკუთარ თავს ჩაწვდა, მიხვდება ღმრთის შეუცნობადობას. შენ კი იმაზე ლაპარაკობ, რაზედაც წარმოდგენა არა გაქვს.
    _როგორ მივიდე იმასთან, რომლის წარმოდგენაც კი არა მაქვს? მე ვფიქრობ, რომ ბუნებრივი იქნებოდა მესმოდეს ის, რასაც ვაკეთებ.
    _გონების მიღმიერს, გონებით ვერ ჩაწვდები. გონება, თავისთავად, შეზღუდულია. შენ გინდა ჩაწვდე შეზღუდულს, ანუ გაიგო კერძო. კერძოს წვდომა მთლიანზე წარმოდგენას არ იძლევა. მართალია, რომ უნდა გესმოდეს შენი მოქმედებები. გესმოდეს მანამ, სანამ არ მოვა ის აუცილებლობა, როდესაც საჭირო იქნება არა მხოლოდ მოქმედებათა გაცნობიერება, არამედ გრძნობებისა და აზრების გაცნობიერებაც. შენ საკუთარ თავს როდი ეკუთვნი. შენ იმ ძალების მონა ხარ, რომლებიც შენშია. ისინი გითრევენ შენ ამა ქვეყნის ორომტრიალში, გაიძულებენ კითხვების დასმას და იმ გარე სამყაროს შეცნობას, რომელიც შენს გრძნობებში აისახება. ისინი გთიშავენ შენ შენსავე მთლიანობისაგან და გხიბლავენ კერძოს სილამაზით. ისინი ქმნიან აზრთა და გრძნობათა ქაოსს. შენ არ იცი თუ რას აკეთებ და რაზე ფიქრობ. შენი გრძბობები არაა მოწესრიგებული და სიღრმესაც არიან მოკლებულნი. იმის მაგივრად რომ საკუთარ თავს მიხედო, შენ გარე სამყაროთი ხარ გატაცებული და მას ისევე "აწესრიგებ" როგორც საკუთარ თავს. ქვეყანას კეთილი ადამიანის სახით ქაოსი მართავს, იმ კეთილი ადამიანის სახით, რომელიც ცდილობს დაამყაროს სწორი, კეთილი და პატიოსანი ქვეყანა. და ეს სიცრუე შენ შეგაქვს ცხოვრებაში და ისიც, სიცრუე, მრავლდება მასში. ის ადამიანები, რომლებიც ქაოსისაგან იმართებიან, ზრუნავენ სიკეთისა და ბოროტების დედამიწაზე შეფარდებასაც და შეჯერებას! ეს განა სასაცილო არაა?!@
    _მოძღვარო, მე მივხდი: შენ მიგვანიშნებ იმას, რაც გონებისა და ცოდნის მიღმიერია. მაშინ მართლაც რომ რა უნდა ასწავლო ადამიანს. საჭიროა მუდმივად ზრუნავდე იმაზე, რომ მოიცილო აზრები და არ დაეყრდნო ცოდნას. მაგრამ ეს ძალზედ ძნელია. მაშინ როგორ გავიგო რამე ცოდნის გარეშე? როგორ გავიკაფო გზა?
    _ყველაზე საიმედო საყრდენია,_ცვალებადობა. როგორც გაჩნდება რაიმე მუდმივი, ანუ ჩვევა, ის უკვე სიყალბეში გადადის. უბრალოდ, იარე ამ ცხოვრებაში და ყოველი ნაბიჯი  გააცნობიერე!!!
    _მაშ რატომ ავარჯიშებ შენს მოწაფეებს თუკი ვარჯიშებისაგან არანაირი სიკეთე არ მიიღება?
    _შეიძლება ვარჯიშებისაგან არა, მაგრამ კეთებისაგან კი, _სიკეთე მოდის. ამ მატერიალურ სამყაროში შრომა აუცილებელია. დატვირთვის გარეშე მოშვება შეუძლებელია. შრომის გარეშე დასვენების გემოს ვერ გაიგებ. თუ არ დაშავდი ღმრთის ზრუნვასა და სიყვარულს როგორღა იგრძნობ, ან ბნელში თუ არ მოხვდი სინათლის ფასი როგორ უნდა გაიგო? ის, რასაც ადამიანი ეძებს, ყოველთვის იყო, არის და იქნება მის გვერდით. აი მთელი საოცრება ისაა, რომ დაინახო იგი.
    _შენ მუდმივად მთლიანობაზე ამახვილებ ყურადღებას. რას ნიშნავს მთლიანობა?
    _ერთხელ არწივმა ფრინველი დაიჭირა, მართვესთან მიიტანა და ბუდეში დადო. როცა კლანჭები გაუშვა ჩიტი ჯერ ცოცხალი იყო, თუმცა დაჭრილი იყო, გაფრენა შეეძლო, მაგრამ შიშისაგან იყო შებოჭილი. არწივმა დაგლიჯა იგი და მართვეს მიართვა.
    _მე ვერ გავიგე, რა შუაშია აქ მთლიანობა?
    _თავს ნურავის ნუ დააჭერინებ.

                       *     *     *
    _ოსტატო, ახალი მოწაფეები ხშირად მეკითხებიან იმას, თუ რას მიაღწიე?
    _მივაღწიე?! მე მხოლოდ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდი.
    _თვით რეალიზაციის დროს აუცილებელია თუ არა მიღწევები?
    _მიღწევები იმათ ჭირდებათ, ვინც ეძებს სახელს, დიდებას, თაყვანისცემას.
    _თუკი მე არნაირი მიღწევა არა მაქვს, როგორღა შევიტყო საკუთარი ზრდის შესახებ?    
    _რა საჭიროა ამის ცოდნა? უბრალოდ იცხოვრე და დატკბი სიმშვიდით.
    _მაგრამ ამ ცხოვრებაში სიმშვიდე საიდან!
    _ის არაა მხოლოდ შენში.
    _ოსტატო, მე შენთან იმისათვის მოვედი, რომ რაღაც ვისწავლო. შენ ბრძენი ხარ შენს სიტყვებსა და შენს საქციელში, მაგრამ შენ არაფერს არ აძლევ შენს მოწაფეებს.
    _თუ რაიმეს მოგცემთ, ის ხომ დაგამძიმებთ თქვენ, თუ მე რაიმეს გამოგართმევთ,_დავმძიმდები მე. თავისუფლება თუ გინდა იგრძნო, მსუბუქი უნდა გახდე. მოდით და ნუ დავამძიმებთ ერთმანეთს საჩუქრებით.
    _მოძღვარო, მე ერთ ცნობილ ოსტატთან მივდივარ მედიტაციების სასწავლებლად.
    _წადი, ეს შენ ძალიან გჭირდება.
    _ მჭირდება? რისთვის?
    _რათა ბოლომდე გახდე ბრიყვი.
    _ნუთუ მედიტაციის სწავლა სიბრიყვეა?
    _სიბრიყვეა მისდევდე უნარების სიმრავლეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა გწადიან ამ ცხოვრებაში. თუ რაიმეს შეძენა გსურს,_ეძიეთ მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი მეცნიერების საიდუმლოებაში ჩაგახედებთ, გასწავლიან ხმლის ხმარებას, ისრის ტყორცნას, სხეულის ფლობას, ანუ მოგაწვდიან ცოდნას იმ დაგრში, რომელსაც თავად ფლობენ. თქვენც გახდებით მკურნალები, მეომრები, მასწავლებლები, მუსიკოსები, მხატვრები. და ეს მშვენიერია! მაგრამ ამას არავითარი კავშირი არა აქვს გაბრძყინებასთან და მითუმეტეს განთავისუფლებასთან. ნამდვილი მასწალებელი გასწავლის საკუთარი თავის შეცნობას, იგი დაგესმარებათ თქვენი საიდუმლოების გახსნაში, რომელიც თქვენს გულშია. ადამიანმა, რომელმაც თავისი თავი იპოვა _ თავისუფლებას შეიძენს. თქვენ კი ჯერ-ჯერობით იმ ბაწრებს ეძებთ, რომლებითაც მყარად აბავთ საკუთარ თავს ამ წუთისოფლის ამაოებას.
    _ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ იმაში, რომ სხვადასხვა მეცნიერებებს ვეზიარო.
    _ვერც მე ვერაფერს ვერ ვხედავ ამაში ცუდს.
    _მოძღვარო, შენ ეს წუთია ბრძანე, რომ ამის გაკეთება საჭირო არაა!
    _შენ ასე გაიგე ჩემი ნათქვამი.
    _მე ასე მგონია რომ აქ ყოფნით მე მხოლოდ დროს ვკარგავ. მაგრამ რაღაც ძალა მაინც არ მიშვებს აქედან. რატომ არაფერს არ ვაკეთებთ?
    _ამ სკოლაში განა უმკაცრესი წესი არაა გაბატონებული?
    _კი, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ცოტას ვჭამთ, მედიტაციებს ვასრულებთ, ვეხმარებით მოსულებს, მაგრამ თავად სწავლა სადაა?
    _ნუთუ უბრალოდ ცხოვრება და მოვალეობის შესრულება ასე ცოტაა?
    _მაგრამ კარგი იქნებოდა კონკრეტული ცოდნის მიღებაც!
    _რისთვის?
    _რათა ხალხს ვემსახუროთ, სარგებელი მოვუტანოთ მათ.
    _მითხარი, შენ როგორ მოხვდი აქ?
    _მშობლებმა მომიყვანეს.
    _რა მიზნით?
    _რათა ვისწავლო და სარგებელი მოუტანო საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
    _შენ კარგად ჩაწვდომილხარ სწავლას იმაში, რომ მან სარგებელი უნდა მოიტანოს. გამოდის, რომ შენ კარგად გაგიგია, რომ მოხვედი მიღებისათვის.
    _მე ყველაფერი როდი მინდა. მე მხოლოდ მცირედს ვჯერდები. სხვა ყველაფერზე მზადავარ უარი ვთქვა.
    _შენ აქ იმისათვის ხარ, რომ იმ მცირედზეც კი უარი სთქვა რაც ესოდენ ძლიერ გესაჭიროება.
    მხოლოდ სრულებით თავისუფალ ადამიანს შეუძლიან დახმარება გაუწიოს სხვებს გათავისუფლდეს იმისაგან რაც მათი ხელის შემშლელია. მაგალითად რაღაც სნეულებისაგან. ბოღმისაგან, სიძულვილისაგან, ავხორცობისაგან, შურიანობისაგან. ჭეშმარიტი დახმარება ის კი არაა, რომ გაიღო, არამედ იმაში, _ გაათავისუფლო ადამიანი იმ ჭუჭყისაგან რომელსაც ის ვერასოდეს ვერ მოიცილებს თვითონ. განწმინდო სხვა ნიშნავს ჯერ თავად განიწმინდო.
    _სწორად გავიგე, რომ ადამიანთა დახმარებას მაშინ აქვს აზრი, თუ თავად შენა ხარ თავისუფალი?
    _თავისუფალი ადამიანი არც დახმარებას ცდილობს და არც სხვების მიმართ სიკეთის ქმნას. იგი უბრალოდ ცხოვრობს. თავად მისი ამ ქვეყანაზე არსებობაა სიკეთის მომტანი.
    _კი მაგრამ როგორ?
    _რას აკეთებს მზე?
    _უბრალოდ ანათებს.
    _განა ის დახმარებაზე ფიქრობს?
    _არა, ჩვენთვის საკმარისია მისი არსებობა.
_სამყაროსათვის საკმარისია ისიც, რომ ერთმა ადამიანმა ნათება დაიწყო.

    _მოძღვარო, შენ უარჰყოფ სასარგებლო საქმიანობას?
    _შეგიძლია სთქვა რომ ჩვენი სკოლის ყველა ბინადარი უმოქმედოა?
    _რა თქმა უნდა არა. ისინი ყველანი შრომობენ.
    _აღასრულე შენი ვალი. ეს საკმარისია.
    _მოძღვარო, ზოგჯერ ბრაზი მხრჩობს. მაშინ მე არ ვიცი რას ჩავდივარ.
    _აბა მიჩვენე როგორ ბრაზობ.
    _არ შემიძლიან. მე ეხლა შესანიშნავ ხასიათზე ვარ.
    _მაშ სადაა ბრაზი?
    _წავიდა.
    _როცა დაბრუნდება და დაგიკაკუნებს, კარი არ გაუღო.
    _მოძღვარო, მე ძუნწი ადამიანი ვარ. ჩემი ახლობლები იტანჯებიან ჩემი სიხარბისაგან და მათთან ერთად მე თვითონ. დამეხმარე, გამანთავისუფლე მისგან.        
    _საკმარისია შენი სიხარბის ძირის აღმოჩენა. მითხარი, რა გაქვს ჯიბეში?
    _ხურდა.
    _მომეცი.
    _აიღეთ.    
    _თუ ხარბი ხარ, მაშ რად მომეცი?
    _რა აზრი აქვს ხურდას? ის ხომ არაფერს არ ნიშნავს.
    _შუა თითზე ბეჭედი გაქვს ძვირფასი თვალით. მომეცი.
    _სამუდამოდ თუ სანახავად?
    _სამუდამოდ.
    _მოძღვარო, ეს ხომ ძალზედ ძვირფასი ბეჭედია. მე თავად მჭირდება.
    _რისთვის?
    _რამე რომ მოხდეს გავყიდი და დიდ ფულს ავიღებ.
    _მაშასადამე არ მაძლევ იმიტომ, რომ მომავალზე დარდობ?
    _რა თქმა უნდა. ვინ იცის რა ხდება.
    _ხედავ, შენი სიხარბის ძირი მომავლის შიში ყოფილა, ანუ აზრები იმის შესახებ რაც ჯერ არ მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.
    შენ ცუდის გეშინია, გეშინია გაჭირვების. როდესაც შენი ქალიშვილი ახალ კაბას გთხოვს _ მიეცი ფული, ახალ კაბაში ხომ ლამაზი იქნება და მდიდარ საქმროსაც იშოვის. შენს ოჯახში ბარაქა შემოვა. ნუ გენანება გაცემა, ცუდზე ნუ ფიქრობ. შენ ბეჭედი სიხარბის გამი კი არ მომეცი არამედ სიღარიბის შიშის გამო. მაგრამ შენ ხომ ღარიბი არა ხარ, მაშ რაღა გადარდებს?
    _მართლაც რომ, ეს ხომ მხოლოდ აზრებია.
    _მაგრამ მე შენს ბეჭედს არც კი შევეხები ისე გეტყვი, რომ ბეჭდის თვალი უბრალო ქვაა. ბეჭედს არაფრის ფასი არა აქვს.
    _როგორ?! ეს რა უბედურებაა! ესეიგი მე არაფერი არ მქონია! გაკოტრების ზღვარზე ვყოფილვარ! რამე რო მოხდეს, ვერაფერს გავყიდი საქმის ფეხზე დასაყენებლად!
    _და ეს ყველაფერი მხოლოდ აზრებია. ხომ ხედავ რომ არაფერი არ მომხდარა, რატომ ღელავ? ხუთი წუთის წინ მდიდარს არაფერი გაღელვებდა, ეხლა არაფერი არ მომხდარა, შენ კი გაღარიბდი და ღელავ. სინამდვილე კი არ შეცლილა, იგი ისევ ისეთი დარჩა და მაშ სადღაა შენი სიცოცხლის სიმართლე?
    _მასწავლებელო მე არაფერი არ ვიცი. სიმართლე მითხარი, მდიდარი ვარ თუ ღარიბი, ვიყო უხვი თუ ძუნწი?
    _ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რად მიიჩნევ საკუთარ თავს. მდიდარი, ღარიბი, ძუნწი, უხვი,_ეს მხოლოდ სახელებია. ამ სიტყვებით ჩვენ ჩვენს აზრებს აღვნიშნავთ. მისცემ თავს სიძუნწის უფლებას,_იქნები ძუნწი. მისცემ თავს სიუხვის უფლებას,_იქნები უხვი.
    _მაშ რა ვქნა?
    _ნურაფერზე ნუ ფიქარობ.
    _მეზობელ სკოლაში მასწავლებელს სკოლისათვის ყოველი საჭირო საგნის მატერიალიზება შეუძლიან. მასწავლებელო შენ ეს შეგიძლიან?
    _ამაზე მე არასოდეს არ მიფიქრია.
    _სხვა სკოლის მასწავლებელი საგანზე კონცენტრაციისას საგანს ამოძრავებს. მითხარი შენ ეს შეგიძლია?
    _ამაზე მე არასოდეს არ მიფიქრია.
    _მე მითხრეს რომ ერთ სკოლაში მოძღვარი მოსწავლეთა მომავალს წინასწარმეტყველებს. ამის გაკეთება შენც იცი?
    _ამაზე მე არასოდეს არ მიფიქრია.
    _ისეთ მასწავლებელზეც გამიგია, რომელმაც იარაღის სრულყოფილი ფლობა იცის. იგი დაუმარცხებელია. შენ თუ იცი იარაღის ფლობა?
    _ამაზე მე არასოდეს არ მიფიქრია.
    _მასწავლებელო, მაშინ რაზე ფიქრობ?
    _იმაზე თუ როგორ გავაძლიერო ჩემს თავში სიმშვიდე.
    _მასწავლებელო, განა ცუდია შეგეძლოს უჩვეულო მოვლენების გამოწვევა?
    _ის ვინც მას აკეთებს, ფიქრობს იმაზე თუ ვის უჩვენოს თავისი სასწაულები. ასე ძლიერად მე არასოდეს არ ვღელავ.
    _მასწავლებელო, თუ საჭირო გახდა, შეძლებ ჩვენს გამოკვებას და  დაცვას?
    _ამაზე მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როდესაც ამის საჭიროება დადგება.
    _მოძღვარო, ის ღმერთი რომელზედაც მე მედიტაციას ვაკეთებდი დღეს მოვიდა ჩემთან.
    _მიზანი მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც თავად ის ღვთაება გახდები. საინტერესოა მაშინ შეძლებ შენ, შენს თავს ეახლო?
    _ალბათ ვერა.
    _წადი და განაგრძე მუშაობა.
    _მოძღვარო! მე ვეძებდი ღმერთს და ვიპოვე იგი. ღამე მოვიდა ჩემთან.
    _რაში იყო ჩაცმული?
    _არ ვიცი. ვერ გავარკვიე.
    _როგორ გამოიყურებოდა?
    _ეს იყო მთლიანი ნათელი. მე ვტკბებოდი მისი არსებობით.
    _ძლიერი ნათება იყო?
    _დიახ, ძალზედ ძლიერი.
    _ესეიგი შენ სამოსელი ვერ გაარჩიე, სამაგიეროდ იხილე ნათება. თუ შენ ღმერთი დაინახე, მანძილი იყო თუ არა თქვენს შორის?
    _არ ვიცი, ალბათ. ნათება ჩემს ირგვლივ იყო.
    _ძალიან კარგი. წადი. შემდეგში მოდი ჩემთან მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მანძილი შენსა და ღმერთს შორის აღარ იქნება.
    _მოძღვარო, სამყაროზე შენი შეხედულებები არც მაინცადამაინც გასაგებია ჩემთვის და არც მაწყობს კიდეც.
    _მაშ რატომ ხარ აქ?
    _შენგან რაღაც წარმოუდგენელი ძალა მოდის. იგი მაჯადოებს მე და მიზიდავს შენსკენ. მითხარი, რა ძალაა ეს ასეთი?
    _ეს სიმშვიდის ძალაა.
    _სხვა მასწავლებლებს რაღაც შეუძლიათ და ამით იზიდავენ მოსწავლეებს. შენ კი არაფერს აკეთებ, არაფერს ამჟღავნებ, მაგრამ მოწაფეები მაინც ბევრი გყავს.
    _ყველა როდი აფასებს მოქმედებას. არიან ისეთებიც რომლებმაც იციან არქმედების ფასი.
    _რაშია არქმედების აზრი?
    _სიმშვიდეში.
    _რატომ არასოდეს არ ჩქარობ, თუნდაც მაშინ, როცა გაგვიანდება?
    _ფაცი-ფუცი ადამიანის ბუნება არაა.
    _და თუ დროზე ვერ მიხვალ?
    _ვინც დროის მიღმა ცხოვრობს, ის ვერასოდეს     ვერ დაიგვიანებს.
    _მოძღვარო, შენ გარკვეულ საათზე გელოდებიან და შენ სხვა დროს მოდიხარ. ეს განა სწორი საქციელია?
    _მე მათთან ვარ იმ საათიდან ოდეს მელოდებიან. ისინი ვერ მამჩნევენ, ისინი მხოლოდ ჩემს ფორმას ელოდებიან. იმისათვის რომ მიხილონ. მათ ჩემი ფორმა უნდა დაინახონ თვალნათლივ საკუთარი თვალებით და მოისმინონ არაფრის მთქმელი რაღაც სიტყვები. მე ბრალი როდი მიმიძღვის იმაში რომ მათ ჩემი სიზუსტის შეფასება არ შეუძლიათ.
    _მასწავლებელო, რა ბედნიერებაა ხედავდე იმას, თუ როგორ ხალისობ შენ. მითხარი, რა იწვევს შენს ასეთ გულწრფელ სიხალისეს?
    _მე მაშინ მეცინება, როდესაც ვინმე მოახერხებს და ჩემს სიმშვიდეს დაარღვევს.
    _მოძღვარო, რაშია სიცოცხლის შინაარსი?
    _სიკვდილში.    
    _მაგრამ ადამიანებს ეშინიათ მისი. სიკვდილი არავის არ უნდა.
    _მითხარი აბა, როცა გძინავს გინდა გაღვიძება?
    _ეს მე არ ვიცი ძილის დროს. ეს თავისთავად ხდება.
    _ადამიანის სიცოცხლე ძილსა ჰგავს. როდესაც ადამიანი კვდება, აი მაშინ ის ბოლოსდაბოლოს იღვიძებს.
    _არის ხოლმე ისეც, რომ ვიცი რომ მძინავს.
    _ასეც ხდება, ადამიანები ხვდებიან რომ სიცოცხლე ეს მხოლოდ გრძელი ძილია.
    _მაგრამ თუ ადამიანები გააცნობიერებენ, რომ სიცოცხლე მხოლოდ გრძელი ძილია, მაშინ მათ აღარ შეეშინდებათ სიკვდილის?
    _ეს ძნელი დასაჯერებელია. მაგრამ ვინც ეს გააცნობიერა, მას დიდი ვაჟკაცობა დასჭირდება იმისათვის, რომ გაღვიძება დაიწყოს.
    _ესეიგი როდესაც გაიღვიძებენ ისინი გარდაიცვლებიან?
    _პირიქით, ისინი როგორც იქნება გაცოცხლდებიან.
    _მოძღვარო, ჩემში ჯერ არ ჩამქვრალა ტკბობის სურვილები.
    _რაიმე კონკრეტული სიამოვნებები გსურს?
    _დიახ, კარტის თამაში მიყვარს.
    _თუ კუნძულზე მოხვდები, იქ ხომ კარტი არაა, _ მაშინ?
    _ფოთლებით ვითამაშებდი.
    _ხეებიც რომ არ იყვეს?
    _კენჭებით თამაშს მოვიგონებდი.
    _ხომ ხედავ, რომ საქმე იმაში კი არაა თუ რას თამაშობ, არამედ თამაშის სურვილში. უბრალოდ შენ თამაშის ენერგია გაქვს. მითხარი, თუ მოძრაობის უუნარო გახდი, რას გააკეთებდი?
    _ალბათ გონებაში ვითამაშებდი.
    _შენ ეხლაც აზრების ზემოქმედების ქვეშ იმყოფები. აზრები თამაშის შესახებ გაიძულებენ თამაშს ფიზიკურად. შეცვალე აზროვნების მიმართულება. როდესაც თამაშის სურვილი გიჩნდება, შენ უკვე თამაშობ და ამას შენს აზრებში დაინახავ. ამ მომენტში შეცვალე აზრები. უფრო სასარგებლოზე იფიქრე.
    _მაგალითად რაზე?
    _იმაზე რომ ხუთი წუთის შემდეგ გარდაიცვლები.
    _მოძღვარო ეს სიმართლეა?
    _არ ვიცი, მაგრამ შენ იფიქრე.
    _ეჭვები მართლაც ხშირად მაწუხებენ.
    _მაგალითად?
    _ზოგჯერ ეს სამყარო არარეალური მეჩვენება. ეს მართლაც ასეა? მაშ სადაა რეალობა?
    _აქვეა. მოიშორე უმეცრება, დაგრჩება რეალობა.
    _რაში მდგომარეობს ადამიანთა უმეცრება? ადამიანებმა ხომ ბევრი იციან იკვლევენ, აუმჯობესებენ.
    _ყველაფერს, რასაც ადამიანი გრძნობებისა და გონების მეშვეობით გებულობს, _ უმეცრებაა.
    _მაგრამ სხვანაირად ამ სამყაროს ადამიანები ვერ სწავლობენ.
    _ეს არცაა საჭირო. ადამიანებმა გაცნობირებულად უნდა მიმართონ გრძნობასა და გონებას სამყაროს შესაცნობად.
    _რა არის გაცნობიერება?
_ესაა საკუთარი მეტყველების, აზრისა და საქციელის მართვა.
    _ყველაფრის ერთდროულად მართვა შეუძლებელია.
    _შესაძლებელია. ის შესძლებს, ვინც მიხვდება, რომ გაცნობიერების გარეშე ის ვერ დაიწყებს სიცოცხლეს.
    _რა დრო დასჭირდება გაცნობიერების მიღწევას?
    _ეს შენი სიცოცხლის წყურვილზეა დამოკიდებული. როცა ადამიანს წყურია, ის მხოლოდ წყალს ეძებს. სხვაზე ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობს. თუ შენ მართლა გსურს გახდე გაცნობიერებული, იფიქრე მხოლოდ ამაზე.
    _თუკი მხოლოდ გაცნობიერებაზე ვიფიქრებ, მე ხომ ბევრ შესაძლებლობას გავუშვებ ხელიდან! ასე  მთელი სიცოცხლე შემომელევა ხელში...
    _შენ ეხლა ერთი რამ არ გესმის: ეხლა შენ კი არ ცოცხლობ, არამედ გძინავს. შენ ხედავ სიზმარს სიცოცხლეზე. გაცნობიერებაა გამოღვიძება. სიცოცხლემ ისედაც გვერდი აგიქცია. შენ არ  შეგიძლიან განსაზღვრო რა არის სიცოცხლე და რაა სიზმარი.
    _გამოდის, რომ უნდა დავიჯერო, რომ მე მძინავს, და თუ შენ ცდები?
    _შენ როდი უნდა დამიჯერო მე. ჯერ ჩვენს შორის  განსხვავება დაინახე.
    _შენ ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც მე, მხოლოდ უფრო ბრძენი. სხვა რითი განვსხვავდებით?
    _შენ მუდამ კითხვებს სვავ, ჩემთან კი პასუხებზე მოდიხარ.
    _მასწავლებელო, მაგრამ ხომ შეიძლება რომ პირიქითაც მოხდეს?
    _მე შეკითხვები არა მაქვს.
    _მოძღვარო, თუ შენ შეკითხვები არა გაქვს, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შენ ყველაფერი იცი?
    _ეს ნიშნავს, რომ მე არაფერი არ მაწუხებს.
    _შენ გაწყობს ის, რაც ამ ქვეყანაზე ხდება? ეს ხომ ჯოჯოხეთია!
    _მე მაწყობს ის, თუ როგორ დაგეგმა უფალმა თავისი თამაში.
    _ისე ჩანს, რომ მისი გეგმა არ სრულდება. აქ ხომ ყველაფერი თავდაყირა დგას.
    _ამ სამყაროს, თავდაყირას_შენ ხედავ. მე კი ვხედავ მის სრულყოფილებას. რადგან მე მას როგორც სრულყოფილ ქმნილებად ააღვიქვამ, მე ვერაფერს შევასწორებ მასში. მე იდეალურ, უმშვენიერეს სამყაროში ვცხოვრობ. მე არა მაქვს მის მიმართ პრეტენზიები, მე ყველაფერი მაწყობს. იმის გამო, რომ მე არაფერი არ მაწყობს, მე უბრალოდ ვცხოვრობ და შევხარი ცხოვრებას. მე ვტკბები ყოველივე იმით, რაც ჩემს ირგვლივაა. მე არ  მაღიზიანებენ არცა უაზრო შეკითხვები, რჩევები, ადამიანთა ჭკვიანური გამონათქვამები, რომლებიც ჩემთან მოდიან. მე მათ ისე ვუყურებ, რომ ჩემთვის ისინი ღმრთის ერთიანი ქმნილების ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ყველა თავთავის ადგილზეა და ამ სრულყოფილი თამაშში თავის როლს ასრულებენ. როდესაც ბრაზობენ ან სისასტიკეს იჩენენ, მე მხოლოდ ის მაოცებს, რომ ისინი თავის ემოციებს საკუთარ თავთან აიგივებენ და ვერ ახერხებენ საკუთარი მოქმედებების მართვას. ისე ჩანს თითქოს მათი ხელ_ფეხი მათ არ  ემორჩილებათ, და თავადაც არ იციან სად მიაქანებს მათ საკუთარი ფეხები. ვერ ამჩნევენ რას აკეთებენ ხელები, ფეხები, რას ამბობს ენა. მათ არ იციან რა ხდება მათ თავში. ადამიანები იმ თოჯინებს ჰგვანან, რომლებსაც  ბატარეიკები ჩაუწყვეს გარკვეული ვადით. ოდეს დაჯდებიან ბატარეიკები, ადამიანები კვდებიან და ირგვლივ ყველა ტირის. თურმე თოჯინა ენანებათ, რომელიც ხელფეხს იქნევდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა.
    ადამიანები დათანმხდნენ ასეთ არსებობას, მაგრამ ზოგი ვინმე თუ ამჩნევს რომ სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაში მათ შეცდომა გაეპარათ. როცა შეცდომას აღმოაჩენენ, ქვეყანას სხვაგვარად დაინახავენ. ისინი გაიღვიძებენ. საკმარისია გამოღვიძებულთა გარკვეული რაოდენობა, რომ გაღვიძების ტალღამ მსოფლიოს შემოუაროს. რას ვაკეთებ მე საამისოდ? მე უბრალოდ ვლაპარაკობ იმაზე, რასაც ვხედავ, ვყვები იმ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრომ. ყველასათვის ეს საინტერესო როდია და არცაა გასაგები, მაგრამ ადამიანებს მაინც იზიდავენ ჩუმი საუბრები. ისინი მეკითხებიან, მე კი ვპასუხობ მათ ძალზედ უბრალოდ და პირდაპირ. ასეთია ჩემი ცხოვრება.
    _მოძღვარო, როგორია ჩემი განსხეულების მიზანი?
    _შენი განსხეულების მიზანია, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანისა, რომ ჩაწვდეთ იმას თუ ვინა ხართ სინამდვილეში.
    _მაშ რაზე ვიბადებით? არა სჯობიან იქ დავრჩეთ, სადაც ამის შესახებ უკვე ვიცით.
    თუკი შენ მთელი სიცოცხლე მხოლოდ ოქროს ჭურჭლიდან მიირთმევ საკვებს და სხვანაირის შესახებ არ უწყი, შენ შეგიძლიან შეაფასო იგი? შეფასებისათვის საჭიროა რაღაც სხვა საგანი შესადარებლად. აი როდესაც არჩევანი გაკეთებულია, უნდა გააცნობიერო ეს, როგორც სვებედის ნობათი.
    _მოძღვარო, მე თუ არჩევანს ვაკეთებ, და თუ ეს არჩევანი სწორია, რათაა, რომ მე ეს სიკეთე მაინც ღვთის მადლად უნდა მივიჩნიო? ასე გამოდის, რომ ჩემი აზრები და ჩემი მოქმედება არაფერი ღირს?
    _დიახ. შენი მოქმედებები და აზრები არაფერია. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ "მე"_ს. ეს მან გააკეთა სწორი არჩევანი, რადგან არაფერ მცდარს არ დაუშვებს. ეს "მე" არის ღმერთი.
    _ვერ გავიგე, საბოლოო ჯამში რა უნდა მივიღო? თუ საკუთარ თავს შევიცნობ და ღმერთს ვიპოვი, მაშინ რა მოხდება?
    _არც არაფერი.
    _მაშინ რა აზრი აქვს ძიებას?
    _არავითარი.
    _ არც არაფერი, არავითარი..._ეს ხომ სრული უაზრობაა! გამოდის რომ არც არაფერი არ უნდა აკეთო და არც არაფრისკენ არ უნდა მიისწრაფებოდე!
    _ არსი თავად მისწრაფებაშია. მნიშვნელოვანია მოქმედება და არა შედეგი
    _მოძღვარო, შენ ხომ არ_მოქმედებაზე საუბრობდი.
    _ნუ აურევ ქმედებასა და არ_ქმედებას არ_საქმიანობასთან. არ_საქმიანობა _ გაცნობიერების უზენაესი ფორმაა.
    _მოძღვარო, რას გულისხმობ მისწრაფებასა და მოქმედებაში?
    _მთავარია შენი მიზნის ადამიანებისა და საქმეების მიმართ დამოკიდებულება.
    _გამოდის, რომ მე მთელი დრო უნდა მოვანდომო საკუთარი თავის მეთვალყურეობას.
_ეს მართლაც ასეა. მხოლოდ შენ თვითონ უნდა გახდე უმკაცრესი და ზედმიწევნით ყურადღებიანი დაკვირვების საგანი. შენ, და არა სხვა ვიღაც.
























    



კატეგორია: სხვადასხვა РАЗНОЕ | დაამატა: yoga (26.12.2012)
ნანახია: 414 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: