მთავარი » სტატიები » გზავნილები Диктовки

დაშვების უნარი
            

    ამ მარტივ ჭეშმარიტებას თუკი ის დაეუფლება ადამიანის არსებას, შეუძლიან სასწაულების ქმნა ყოფიერების ნებისმიერ გეგმილზე.
    თქვენ შეზღუდული ხართ მატერიის ჩარჩოებით და მასში მოქმედი კანონებით მანამ, სანამ არ აითვისებთ ცნობიერების ღვთაებრივ დონეს. ცნობიერების ამ დონეზე ქრება მატერიალური სამყაროს ყოველი შეზღუდულობა და თქვენ სამყაროს შეუზღუდველ სივრცეში გაიჭრებით.
    მე და სხვა ამაღლებული მეუფენი ვცდილობთ მოვიტანოთ თქვენს ცნობიერებამდე ეს მარტივი ჭეშმარიტება. და ეს იმიტომ, რომ ღვთაებრივი ჭეშმარიტების წვდომა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც კი თქვენი გონება დაუშვებს რომ არსებობს სხვა სამყარო და იგი ხელმისაწვდომია თქვენი გამჭრიახე გონებისათვის, თქვენს ცხოვრებაში მყისვე გაჩნდებიან საშუალებანი რომლებიც გიბიძგებენ თქვენ ახალი სამყაროებისაკენ და ახალი ექსპერიმენტებისაკენ.
    ნუ შეუშინდებით იმას რაც უნდა დაძლიოთ. რადგან თქვენ ის რაც გელოდებათ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, სასიხარულო და შთამაგონებელი, ვიდრე ყოველივე რაც ამ ფიზიკურ სამყაროშია თქვენს ირგვლივ. ზუსტად რომ თქვენს არსებაში ახალი ცხოვრების დაშვების უნარი მოგცემთ საშუალებას დაძლიოთ მრავალი არასრულყოფილებანი, ჩვევები თუ მიდრეკილებები, რომლებიც ამჟამად გახასიათებთ თქვენ.
    ღვთაებრივი ცნობიერების ახალი დონის რეალიებზე ასვლის სურვილი და მისწრაფება სასწაულებს მოახდენს თქვენს ცხოვრებაში.
    ამიტომ გაბედეთ! გზა ხსნილია! და ყველაფერი რაც თქვენზეა დამოკიდებული - პირველი ნაბიჯის გადადგმაა და შეუჩერებლივ წინსვლა!
    და მაშინაც კი, როცა თქვენი გონება ურჩობს და შეუძლებელად წარმოაჩენს თქვენს მიზნებს, გახსოვდეთ, რომ ყოველი გარემო და წინააღმდეგობა დაძლევადია ღმერთისა და ამაღლებულთა ლეგიონების მეშვეობით.
    ამიტომ რწმენა, რწმენა და სიყვერული - აი რა უნდა იყვეს თქვენი მარადიული თანმდევი. ეს და მხოლოდ ეს უნდა მიგიძღოდეთ წინ თქვენს საქმიანობასა და შემოქმედებაში ამ ფიზიკურ გეგმილზე.
    გონება და ინტელექტი მხოლოდ ადამიანური ლოგიკით ხელმძღვანელობენ. ადამიანური ლოგიკის თანახმად მრავალი რამ, რაზედაც ჩვენ გესაუბრებით და რომლისთვისაც გამზადებთ - არალოგიკურია.
    ჩვენ კი შემოგძახებთ თქვენ, -ისარგებლეთ ღვთაებრივი ლოგიკით. ღვთაებრივი ლოგიკისათვის არავითარი შეზღუდვა და წინააღმდეგობა არ არსებობს ამ ფიზიკურ სამყაროში.
   - თქვენ წარმოიდგენთ რომ წყალი ქვასავით მაგარია და თქვენ გაივლით წყალზე.
   - თქვენ წარმოიდგენთ რომ ჰაერზე მსუბუქი ხართ და გაფრინდებით.
   - თქვენ წარმოიდგენთ რომ ადიხართ ცნობიერების ახალ დონეზე და უკვე ასული ხართ.
    ღმერთით ყველაფერი შეიძლება და ყველაფერი დაძლევადია!
    ამიტომ რწმენის, მისწრაფებისა და მუდმივობის ხარისხი წარუშლელია თქვენთვის განვითარების ამ ეტაპზე.
    და რაც არ ძალუძს ადამიანს შეუძლიან ღმერთს! ისიც კი რაც შეუძლებლად მიგაჩნიათ თქვენი ადამიანური ლოგიკის თანახმად.
    უბრალოდ დაუშვით თქვენს გონებაში ღმერთი, დანარჩენს ის თვითონ გააკეთებს.
უხერხულია ამ მარტივი ჭეშმარიტების გამეორება. მაგრამ თქვენი ცხოვრების ამაოება მუდმივად ეფარება თქვენს იმ პერსპექტივებს, რასაც ჩვენ გიხსნით ჩვენს გზავნილებში. ამიტომ თქვენ ყოველდღიურად უნდა "ამოათრიოთ” საკუთარი თავი იმ ჭაობიდან რასაც მასიური ცნობიერება ჰქვიან და გაეშუროთ ღვთაებრივი ცნობიერების მწვერვალებისაკენ. თქვენგან დაკარგული ერთი დღე, ერთი კვირით გადმოგისვრით უკან.
    ამიტომ მხოლოდ ყოველდღიური შრომა და ძალისხმევა საკუთარი თავის გარდასაქმნელად გარდაგქმნით თქვენც და თქვენს ირგვლივ არსებულ ილუზიასაც.
    მხოლოდ ნუ იფიქრებთ რომ ეს სწრაფად ხდება. ყოველი თქვენგანი ღვთისკენ მიმავალი გზის საკუთარ მონაკვეთზეა. ვიღაცას მცირე ძალისხმევა ესაჭიროება, რათა უღელტეხილი გადაიაროს და იხილოს ღვთაებრივი ცნობიერების ბრწყინვალე მწვერვალები, ვიღაცას კი წარსულ კარმიულ შეცდომათა უღრანი ტყის გავლა ელოდება წინ.
    ამიტომ ნუ მოეშვებით მურც ერთი წამით. თქვენი ყოველდღიური ძალისხმევა, როდესაც იმყოფებით განსხეულებაში, ათასი წლის ძალისხმევის ტოლია, რომელსაც თქვენ ხარჯავთ წვრილ სამყაროში განსხეულებამდე. ნურც ერთ წუთს ნუ დაკარგავთ ამ სამყაროში ყოფნისას. დამიჯერეთ, ზუსტად ეხლაა ის დრო, როდესაც თქვენი ყოველდღიური ძალისხმევით თქვენ გიგანტური ნაბიჯებით მიაბიჯებთ ახალ მომავალში.
    ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ყოველი მათგანი თვითონ ირჩევს თავის მომავალს. და ვერასოდეს ვერავის ვერ აიძულებთ მიაშუროს ღმერთს. ჩვენი სწავლების სინათლესთან შეხება ბევრისათვის მტკივნეულია, რადგან ილუზიის სიბნელეში ცხოვრობენ და ნაადრევია მათთვის ისევე როგორც ის სინათლე სიბნელეში მყოფი ადამიანისათვის რომელიც ნათელში გავიდა დილეგიდან.
    თვალები ნათელს უნდა შეეჩვივნენ. სულს უნდა მოსწყურდეს რეალური სამყარო რათა დაადგეს გზას. და მაშინ ილუზორული სამყაროს ვერც ერთი სატყუარა ცდუნება და ვერანაირი წინააღმდეგობა ვეღარ გატეხავენ იმ ადამიანის სულს, რომელიც გაექცა მყარი სამყაროს სიბნელეს და იმ სინათლისაკენ გაეშურა, რომელსაც უკვე ხედავს საკუთარ სულში.
    თქვენი პლანეტა სულ ახალ და ახალ განმაახლებელ ენერგიებს ღებულობს. ახალ ვიბრაციათა ენერგიებს. და ეს ენერგიები სულ ახალ ახალ სულებს აღვიძებს და აიძულებს მათ გაიღვიძონ და ტკბილად გაიზმორონ ახალი დღის მოლოდინში!
    ახალი დღისა და ახალი ცნობიერების მოსვლა ისევე როგორც ახალ რეალობაში გადასვლა გარდაუვალია მათთვის ვინც უნარიანია გაიღვიძოს, მათთვის ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია.
    სული ადამიანისა, ადრე თი გვიან მაინც აიძულებს მას უკუგანვითარების გზით, მისწრაფებულად დაუბრუნდეს რეალურ სამყაროს.
    დღეს იმისათვის მოვედი, რომ ჩემი ენერგიის ახალი იმპულსი მომეცა თქვენთვის და სწორი მიმართულება არ შეცვალოთ და შთაგბერეთ იმედი მომავალი ახალი დღისადმი!
    მე ვარ ელ მორია!

              


კატეგორია: გზავნილები Диктовки | დაამატა: yoga (28.09.2011)
ნანახია: 855 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: