XX საუკუნის მთავარი ნიშანთვისება იყო, მეცნიერების უდიდესი ინტერესი სულის
პრობლემების, თეოსოფიის და მსოფლიოს ყველა რელიგიის ზნეობრივი
ნორმებისადმი. დადგა დრო, როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ბრწყინვალე წარმატებებმა, მეცნიერებს უახლესი თეორიებისა და აღმოჩენების
საფუძველზე, მიგვიყვანა ძირითადი თეოსოფიური პრობლემების მეცნიერული
მტკიცების შესაძლებლობასთან. ლეპტონურ-ელექტრომაგნიტური ჰიპოთეზა არა მარტო
ამტკიცებს იმ ვითარებას, რომ ჩვენ ლეპტონურ ველში დანი და ძმანი ვართ,
არამედ ახლებურად "ხსნის” ბიბლიურ ჭეშმარიტებას, და აკადემიური სიმტკიცით
აცხადებს, რომ ყოველი ადამიანი მსგავსია ღმერთისა, ღმერთკაცია, რადგან
ნებისყოფის დაძაბვით ხსნის ახალ "ცოცხალ” მიკროსამყაროებს მატერიის უფრო
გაუხშოებულ საფეხურზე - მიკროლეპტონურ ეიდოსებს.
სავსებით თეოსოფიურად ჟღერს მეცნიერთა შემდეგი განაცხადიც: ადამიანი არა
მარტო თავისი საქმეებისა და საქციელის, არამედ აზრების, სიტყვების,
გრძნობების, სურვილების გამოც პასუხისმგებელია, ღებულობს თავის კარმას და
საკუთარი ბედით პასუხს აგებს ყველაფერზე. ჩნდებიან ლეპტონური სამართლის,
ლეპტონური იუსტიციის, ლეპტონური პედაგოგიკის, ლეპტონური მედიცინის,
ლეპტონური ფილოსოფიის დიდი მეცნიერული პრობლემები. ლეპტონოსფეროს ევოლუციის
თვალსაზრისით უაზრობაა ბოროტების ნებისმიერი აქტი: ომი, მტრობა,
მკვლელობა, შურისძიება, შური, ღალატი, მზაკვრობა, წყენა, ინტრიგა და
კაცობრიობის ქმედებათა სხვა ქვენა გამოვლინებები. დედამიწის ლეპტონოსფერო
თითქოს ჩვენი პლანეტის უმაღლესი ზნეობრივი მსაჯულია, რომელიც იცავს ერების,
ადამიანის, გარემოს და კულტურის ეკოლოგიას.
მეცნიერულ ტერმინოლოგიაში განსაზღვრულია ასევე სიცოცხლისა და სიკვდილის
პრობლემები, პირადი და კაცობრიობის უკვდავება. ავტორიტეტული მეცნიერული
რეკომენდაციაა მოცემული უკვდავების მსურველთათვის: ჩაიდინეთ დიდი
გმირობანი, დიადი საქმენი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
ყველა დიადი საქმისა და გმირობის ჩამდენი შეუდგება განსაკუთრებულ უფლებათა
მოპოვების გზას, იმ უფლებათა მსგავსისა, ბიბლიურმა გმირებმა რომ მოიპოვეს:
ერთ-ერთი გრანდიოზული ქმედება - ციური სასუფევლის მოპოვებაა: "სასუფეველი
ცათა დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ძალისხმევის გამომყენებლები
აღაფრთოვანებენ მას.” აუცილებელია ბოლოსდაბოლოს გავიგოთ, რომ უფლება არ
ენიჭება, როგორც ამის შესახებ იუნესკოს დირექტორმა განაცხადა, არამედ
მოიპოვება სულის კოლოსალური ძალისხმევის მეშვეობით, ხოლო ყოველი, მითითებულ
უფლებათა მომპოვებელი, იქცა თავისი ერის ნუგეშად, პლანეტის მოქალაქედ.
პლანეტის მოქალაქე, რომელიც ამ უფლებათა რეალიზაციას საკუთარ თავში
მოახდენს, მოიპოვებს მატერიაზე ძალაუფლებასა და ბუნებრივი ძალების მართვის
ცოდნას, რის გამოც იგი უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელი გახდება მათი
ნებისმიერი გამოყენების შემთხვევაში. ყველა ის, ვინც ეგოისტური მიზნების
გამო ბოროტად იყენებს სამყაროს ძალებს, ადრე თუ გვიან აღმოაჩენს რომ, თუ
ხელიდან არ გაუშვა უპატიოსნოდ მოპოვებული საზღაური, როგორც უკვე
ლეპტონურ-ელექტრომაგნიტური თეორიის თანახმად მეცნიერულადაა დამტკიცებული,
საშინელი იქნება მისი საბოლოო ბედისწერა. მეცნიერებს არასოდეს აშინებდათ
გიპოთეტური ჯოჯოხეთი, მაგრამ ლეპტონოსფეროს რეალური არსებობა აიძულებს
ადამიანთა მოდგმის ამ უშიშარ ნაწილს აღიქვას ზნეობრივი ნორმები, როგორც
მაღალმეცნიერული ჭეშმარიტება. დღემდე უდიდესი სიხარულის მომნიჭებელია
მოიპოვო უფლება დაანაყრო მოშიებულნი, განკურნო ავადმყოფნი, მკვდრეთით
აღადგინო მიცვალებულნი და ჩაიდინო ბევრი სხვა შესანიშნავი და საოცარი საქმე
ბუნების ამოუწურავი არსენალიდან. ავაღორძინოთ სული თავისუფლებისა,
სიკეთისა და კულტურისა, რაც შესაძლებელს გახდის ადამიანისათვის, ქმნილების
უკვდავი, მოსიყვარულე, თავისუფლების მომნიჭებელი შემოქმედის ხატის
მსგავსად, რეალიზებულ იყოს და მოიპოვოს ეს უფლებები საზოგადოების
საკეთილდღეოდ.
სწორედ ცხოვრების უბრალო გამოვლინებაში იპოვიან ამ უფლებათა მომპოვებელნი
თავისუფლებას, ისინი გაამდიდრებენ დედამიწასა და მისი ერების კეთილდღეობას.
საყოველთაო კეთილდღეობას ისინი გამოიყენებენ თავისუფალი კულტურის ყველაზე
მშვენიერი სამყაროსათვის და არა ზღვარგადასული მანკიერებისათვის, რომელიც
"ახალი კულტურის” სახით ცდილობს შემოჭრას ჩვენს ყოფიერებაში.
ეს უფლებანი თვითრეალიზებული ადამიანის ძლიერებას წარმოადგენენ,
ადამიანისა, რომელიც დიდი ხნის ძიების შემდეგ დაინახა, რომ იგი ერთმთლიანია
ღმერთთან და მზადაა შეასრულოს კაცობრიობის კეთილისმყოფელის როლი, როლი
უკვდავი კულტურის ნათელმფენისა. ამგვარად, ყოველი ადამიანი იპოვის თავის
კანონიერ ადგილს და სწორად გაიგებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ჯეროვანად
უფლებები თავისი საკუთარი სამყაროს და გარესამყაროს საქმეებში.
მითითებულ უფლებათა მოპოვება მიიღწევა სასრული "მე”-ს შემეცნებით და მისი
მორჩილებაში მოყვანით, შინაგანი მიზიდულობის ძალის მქონე სიყვარულით, სულის
მაგნიტური თავგამოდებული მოწოდებით საკუთარი ღვთიური საწყისისადმი.
ხხჳ საუკუნის ადამიანის უფლებებისაკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლებაა
მსგავსად იმისა, რაც კაცობრიობამ გამოიარა 1948 წლის 10 დეკემბრიდან
დღემდე, როცა ადმიანის უფლებათა პირველმა დეკლარაციამ შეცვალა პლანეტისა და
სახელმწიფოთა სახე, როცა ყველა კონსტიტუციათა საფუძველი გახდა და
მიგვიყვანა ხხჳ საუკუნის ადამიანთა, ღმერთის მიერ უხსოვარი დროიდან
მონიჭებულ უფლებათა რეალიზაციის შესაძლებლობასთან. ადამიანის ახალი
უფლებებისაკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია ვებრძოლოთ ქვენა ელემენტებს,
რომლებიც როგორც სულები ისე ჩნდებიან, რათა დაარღვიონ და გამოსცადონ
ღვთიური გეგმა, რომლის რეალიზაციასაც თქვენ შეუდექით. მაგრამ თქვენ
მოთმინებით ანვითარებთ თქვენს ღვთიურ ჩანაფიქრს. ადამიანის უზენაესი
უფლებანი, რომელთაგანაც მომდინარეობს ყოველი კეთილმოქმედი განზრახვა,
გამომდინარეობენ გულწრფელი ურთიერთობიდან საკუთარ თავთან, რათა აღიქვან
თავისი შემოქმედის შარავანდედით მოსილი გონების შთამაგონებელი აზრები.
უფლებათა შემოთავაზებული კონცებციები ახალია, მაგრამ დრო მეტად
კეთილნაყოფიერია მათ მიმართ. მრავალი ქვეყანა თვისებებისა და ცნობიერების
ქვენა მდგომარეობების შეჯამებით საზოგადოებამ ბევრი მცდარიცნობიერება
ჩამოაყალიბა. ისინი, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია მათი ტყვეობიდან, ჯეროვნად
შეაფასებენ შემოთავაზებულ ალტერნატივას და ცხადია, მას მისცევენ
უპირატესობას. ეს არჩევანი გამოასწორებს საზოგადოების მდგომარეობას,
შექმნის გამაკეთილშობილებელ კულტურას, განდევნის მცდარ კონცებციებს და
მონიშნავს კეთილ ზნეთა საზღვრებს. ადამიანი და საზოგადოება მიმართავენ
წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ამაღლებულ მაგალითებს, ვინც ყოველ დროში
მიყვებოდა ზეციურ ჩანაფიქრს და აღწევდა ღვთიურ სიბრძნესა და სიყვარულს.
მანამ, სანამ ყოველი არ მიხვდება, რომ ინდივიდუალურად უნდა გამოამჟღავნოს
ღმერთის მიერ მონიჭებული უფლება, ბრძნულად და სიყვარულით გამოიყენოს თავისი
ძალები, მას არ ძალუძს გაექცეს თავის მოტყუებისა და თავის მართლების
ხრამში გადაჩეხვას. ღმერთის გადაწყვეტილება ასეთია, დედამიწაზე ყოველი უნდა
მიისწრაფვოდეს საკუთარი თავისა და ბედის შეცნობისაკენ. ინტელექტუალური
სიამაყით გამოწვეული მედიდურობა მიზეზი ხდებოდა ხშირად იმისა, რომ ბევრი
გულწრფელი ადამიანი, საქვეყნო ავტორიტეტები, მეცნიერების დიდი
წარმომადგენლებიც კი საკუთარი ქმნილებების მახეში ებმებოდნენ. ბევრ
შემთხვევაში ისინი იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, თუ როდის ჩაიკეტა მათ უკან
ხაფანგის კარები. თუ რომელიმე უფლება ვერ იქნება გაგებული კეთილისმსურველთა
შორის, ნურავინ იფიქრებს, რომ შეიძლება მისი გამოტოვება ან ამოღება იმის
საფუძველზე, რომ იგი ძალზედ ნაცნობია ან გაცვეთილია.
მითითებულ უფლებებს, მათი რეალიზაციის შედეგად მოაქვს კეთილდღეობის,
სულიერი კომფორტის, ნამდვილი თავისუფლების, სრულფასოვნების მოულოდნელი
შედეგები. არაფერია საძრახი იმაში, რომ ჩვენ ვფლობთ ღვთიურ უფლებებს ჩვენი
სულის ღვთიურ წყაროებზე, არა მარტო კაცობრიობის გასაჭირთა საშველად, არამედ
საკუთარი საარსებო მოთხოვნილებებისთვისაც. ღმერთმა ხომ ხელში ჩაგვიდო
ბუნების ძალების მართვის გასაღები საყოველთაო კეთილდღეობისათვის.
აუცილებელია მხოლოდ სამყაროს სქემის გაგება, ანუ სხვანაირად ქმნილების
გეგმისა, იმისათვის, რომ ყველაფერი რაც თქვენ ჩაიფიქრეთ და აკეთებთ,
ჰარმონიაში მოვიდეს მარადიულ კანონთან და კოსმიურ პრინციპებთან.
უთვალავ კეთილშობილ თვისებათა დასახელება შეიძლება, მაგრამ მათი მხოლოდ
პრაქტიკული დაუფლება გვაძლევს ამ ამაღლებულ უფლებებს. იმ ღვთიური სიბრძნის
შექმნა, რომელსაც ყოველი უფლება შეიცავს, ხელმისაწვდომია ყოველი
სულისათვის, ვინც განათლება და კულტურა აირჩია.
ხხჳ საუკუნის ადამიანთა უფლებები განადიდებენ უფალს, მის ღვთიურ შთაგონებას, ღმერთის გონებად წოდებულს.
ჟურნალ "მედეას" პატივცემულო მკითხველებო. ამ წერილის შედგენას საკმარისი
დრო მოვანდომე. ჩემთვის, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდ დილემას წარმოადგენდა
ის, რომ მე უნდა გამომეხატა ჩემი აზრები და განცდები ერთდროულად როგორც
ობიექტურად ასე გასაგებად.
დავიწყებ თავიდან: - ვფიქრობ, რომ არცერთ მკითხველს არ გაეხარდებოდა
სამედიცინო უწყებიდან მიეღო დასკვნა იმის შესახებ, რომ იგი ავადაა საერთოდ,
და მით უმეტეს ისეთი დაავადებით როგორიცაა სხეულში აღმოჩენილი ორი
სიმსივნური კერა: (...სიცოცხლე ხომ თითქმის ეს - ესაა დაიწყო, ყოველ
შემთხვევაში კარგად გახსოვთ თქვენს ცხოვრებაში სკოლის პირველი ზარი)...
Уважаемые читатели саита.
Написание данного письмазаняло у меня
достаточно большой промежуток времени. И самой большой дилеммой было выразить
свои мысли и ощущения одновременнодоступно и объективно. Начну сначала – думаю, ни кого из читателей не обрадовало
бы известие о том, что Вы болеете вообще, и уж тем более,что в Вашем организме нашли две
злокачественные опухоли :) … а ведь жизнь только недавно началась (по крайней
мере Вы еще помните первый звонок).
იყო ადამიანი. და იყო იგი კეთილი. მოიწადინა დახმარებოდა ადამიანებს რომლებიც უბედურებასა და სევდას, სიღარიბესა და სნეულებებს ვერ ერეოდნენ. ეძებდა ხერხს თუ როგორ დახმარებოდა მათ, - მათი მძიმე და უსიხარულო ხვედრი რით შეეცვალა. და ვერადავერ პოულობდა ვერანაირ ხერხს თავისი სურვილის განხორციელებისათვის.
Я вне религий, но эта притча мне нравится - какие-то мысли вполне
согласуются с тем, что я пишу. Эта притча – одно из напоминаний о том, что
память о светоносной природе Человека невозможно истребить.
Дорогие Друзья, напоминаем вам о
диспенсации[1]
«Часа Милости» 8 декабря каждого года (с 12.00 до 13.00 часов), которую дала
возлюбленная Мать Мария. Напомните об этой диспенсации своим друзьям и
знакомым
ოცდაათი წლის მეცნიერულ გამოკვლევათა საფუძველზე, ამ სენსაციურ დასკვნამდე
მივიდა გერონტოლოგიის (სიბერის მეცნიერება) რუსეთის მეცნიერთა ჯგუფი.
ჩვენმა კორესპოდენტმა, ანდრეი არქიპოვმა ინტერვიუ ჩამოართვა ამ სამეცნიერო
ჯგუფის ხელმძღვანელს ანდრეი როგოვს.
მიღებული ინფორმაცია იმდენად სენსაციური აღმოჩნდა, რომ ვალდებულად
ჩავთვალეთ ჩვენი თავი, გამოგვექვეყნებინა იგი ვიდრე ჯერ არ არის
გასაიდუმლოებული.