მთავარი » სტატიები » გზავნილები Диктовки

სანატ კუმარა

   
ახლა თქვენი მოქმედების დრო დადგა

21 დეკემბერი 2012 წელი

    მე ვარ სანატ კუმარა.
მე კვლავ მოვედი    თქვენთან, მათთან ვინც ამჟამად განსხეულებაში იმყოფება, რათა ის დახმარება გაგიწიოთ, რაც შესაძლებელია და აუცილებელია თქვენთვის.
   ყოველთვის, ვიდრე მოვიდოდით და ახალ ღვთიურ მოწყალებას გავიღებდით თქვენთვის, ჩვენი გზავნილების გადმოსაცემად, ეთერული ოქტავებიდან თქვენს მყარ სამყაროში, მე ხანგრძლივ მედიტაციას ვასრულებ და გულდასმით ვარჩევ იმ სიტუაციებს, რომლებიც ამჟამად მაქსიმალურ დახმარებასა და მხარდაჭერას მოგიტანენ თქვენ. მე ვიცი, რომ მრავალი თქვენთაგანი ელოდება ამ უზარმაზარ მოწყალებას და მრავალგზის შედიან ჩვენს ადგილზე ინტერნეტში იმისათვის, რომ დარწმუნდნენ, რომ ღმერთს და მეუფეებს არ მიუტოვებიხართ თქვენ.
   დიახ, უსაყვარლესნო, რაც მეტად უმძიმდებათ საქმე სინათლის მატარებლებს, მით მეტი სურვილითა და მონდომებით მოვდივარ მე, რათა დახმარების ხელი გაუწოდო მათ, ვისაც განთავისუფლება წყურიათ, მათ ვინც მთელი თავისი არსებით მზადაა ჩვენი განახლების ენერგიების აღქმისათვის, რომლებიც ამდენი ხანია უწყვეტლივ მოგვაქვს ჩვენ, თქვენს სამყაროში, მათ შორის ჩვენი ამგვარი  გზავნილების სახითაც.
    მე ვიცი, რომ მრავალი თქვენთაგანი ელოდება ჩემს დღევანდელ საგანგებო გზავნილს და ეს მრავალ მიზეზთანაა დაკავშირებული. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ სულ უფრო უმძიმდებათ სინათლის მატარებლებს ჩვენი პლანეტის ფიზიკური ბალანსის შენარჩუნება, და ეს დანამდვილებით ასეა.
    ნება მომეცით შეგახსენოთ თქვენი დაბადების წინა დრო, როდესაც თქვენ გაძლევდნენ დარიგებებს და რეკომენდაციებს ამ მომავალი რეინკარნაციისათვის. თქვენ, თქვენი მისია უნდა გაიხსენოთ. ეს თქვენ ეხლა უნდა გაიხსენოთ.
    როდესაც თქვენ, ამა ქვეყნის ნებისმიერი დამთრგუნავი ენერგიები დაგეუფლებათ, რომლებიც შეეცდებიან დაიპყრონ თქვენი არსება, თქვენ უნდა გაიხსენოთ რომ, არ უნდა დაემორჩილოთ ამ ენერგიებს. წარსულის ნებისმიერად ნეგატიური ენერგიები, რომლებიც მრავლად არიან თქვენს სამყაროში და მჭიდროდ შემოგხვევიან თქვენ გარსივით, უნდა დაძლეულ იქნან თქვენგან თქვენი შინაგანი ძალისხმევით.
    და აი ზუსტად ეხლა დადგა ამის დრო თქვენთვის. თქვენი შინაგანი მიღწევები, რომლებიც თქვენი გულის ცეცხლის სახით, აურის ბრწყინვალების სახით, თქვენი თავის ირგვლივ ნიმბის სახით იჩენენ თავს, ეხლავე უნდა იყვნენ გამოყენებულნი. ნებისმიერი ნეგატიური ხარისხი, რომელიც თქვენში ამოტივტივდება ან გარე სამყაროდან შემოიჭრება თქვენში, თქვენგან დაუყოვნებლივ მუშაობას ითხოვს მათი ნეიტრალიზაციისათვის.
    ეს შინაგანი სამუშაო აზრების, ემოციებისა და ასტრალური გეგმილის სივრცეში სრულდება და ამ სამუშაოს თქვენი დაფარული სულიერი კუნთები ასრულებენ, რომლებიც განვლილი წლების განმავლობაში უნდა განგენვითარებინათ იმ დროს, როდესაც ჩვენს გზავნილებს კითხულობდით.
    ზუსტად ეხლა ხართ ვალდებულნი იშრომოთ იმიტომ, რომ იმ სამუშაოს ეფექტურობაზე, რომელსაც თქვენ ეწევით ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენათა დასაძლევად, დამოკიდებულია დედამიწის მომავალი.
    თუ თქვენ ნებისმიერი ნეგატივის დაძლევით, რომელიც თქვენს ირგვლივ ტრიალებს, მასთან ერთად თქვენი ცნობიერების ნეგატივებსაც გააქარწყლებთ, მაშინ ეს მოქმედება იქნება თავდები იმისა, რომ ფიზიკურ გეგმილზე აღარ განვითარდება მორიგი სტიქიური უბედურება, ეკოლოგიური კატასტროფა ან სოციალური აფეთქება.
    საკუთარი ცნობიერებისა და ქვეცნობიერების ნატიფი და დახვეწილი გარდაქმნის შეგნებული შრომა უნარიანია აგვაცილოს ნებისმიერი სტიქიური უბედურება.
    და აი მაშინ, როდესაც ამაღლებულთა აურაცხელი ძალები დარწმუნდებიან იმაში, რომ განსხეულებულ ინდივიდუუმთა სიმრავლე საკმარისია საკუთარი თავის ირგვლივ სივრცის მართვისა და კონტროლისათვის, ისევე როგორც მატერიაში არსებულ ენერგიათა სამართავად, მაშინ ახალი დისპენსაციები და ღვთიური მოწყალებანი კვლავ გაეხსნება ჩვენს დედამიწას.
    ეხლა თქვენი ძირითადი შრომის ჯერი დადგა, იმ შრომის გასაწევი დრო, რისთვისაც თქვენ დაიბადეთ. ენერგიათა ბალანსი აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი შინაგანი მიღწევების ძალის გამო.
    თქვენი ეგო შეეცდება ცრუ გზაზე გადაგიბიროთ თქვენ იმით, რომ სხვა ადამიანების ბრალდებას თუ თქვენი მთავრობის, სახელისუფლებო ორგანოების მიმართ დანაშაულის ბრალდებებს გაამართლებთ. ყოველთვის არსებობენ ისეთი ძალები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ ნებისმიერი ნეგატიური ენერგიები რათა კიდევ უფრო ძლიერად აატორტმანონ საერთო საკაცობრიო ნავი.
    ჩვენი მოძღვრების ძირითადი დებულება, რომელსაც დაუღალავად ვიძლევით ჩვენ კაცობრიობის განვითარების ისტორიის მთელს მანძილზედ არის ის, რომ რაც თქვენს თავს ხდება, ხდება ზუსტად იმიტომ, რომ ოდესღაც თქვენ თვითონ შექმენით ამის მიზეზები.
    და რადგან დღეს სამყარო დახვეწის ფაზაში იმყოფება, თქვენთვის გახსნილია საშუალება დასძლიოთ ნებისმიერი ნეგატიური ენერგიები აზრისა და ემოციების გეგმილზე მანამ, სანამ ეს ენერგიები ფიზიკურ გეგმილზე დაილექებიან გრიგალების თუ სხვა კატაკლიზმების სახით.
    თქვენ, ფიზიკური გეგმილის უზარმაზარი საშუალებანი გეძლევათ მხოლოდ საკუთარი ცნობიერების შენაცვლებით.
    ერთ ადამიანს, რომელიც ქრისტეს ცნობიერებამდე ამაღლდა, შეუძლია მრავალი ადამიანის კარმის დაბალანსება, იმ ადამიანებისა რომლებთანაც იგი კარმიულადაა დაკავშირებული და რომლებთანაც უშუალო სიახლოვეში უწევს ცხოვრება. აი ამაშია იმის მიზეზი, თუ რატომ იყო, რომ წარსულში ადამიანები დიდი თაყვანისცემითა და სიყვარულით ექცეოდნენ იმ წმინდანს, რომელიც მათ მახლობლად დასახლდებოდა, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ მისი მეზობლობა და ახლოობა იყო გარანტია იმისა, რომ არც მათ მიწას და არც მათ მოსავალს არაფერი დაემართებოდათ. ასევე შთამომავლობის ჯანმრთელობაც იყო გარანტირებული მათთვის. ეს მათ დედის რძესთან ერთად ჰქონდათ შესისხლხორცებული.
    ასე როდია თქვენს დროს. მსოფლიომ დაივიწყა ძველთა სიბრძნე. ბევრია ვინც წმინდანად აცხადებს თავის თავს მაგრამ წმინდანები როდი არიან და ისინი ვინც მართლაც წმინდანები არიან მათში გაღიზიანებასა და მიუღებლობას იწვევენ.
    თქვენი, როგორც სინათლის მატარებლების ამოცანა, ცხოვრებაში სწორი ორიენტირების გატარებაა. ამისათვის თქვენ თქვენს შინაგან ცოდნას უნდა დაეყრდნოთ, რომელიც თქვენთან თქვენი გულებიდან მოდის. თქვენი გულისათვის დაფარულ ადამიანთან შინაგანი კავშირისათვის, თქვენ გესაჭიროებათ საკუთარ ცნობიერებაზე მუდმივი, ყოველდღიური მუშაობა.
    არსებობს მეათედის კანონი, რომელიც ითხოვს ყველაფრის მეათე ნაწილის ღმერთსადმი მიძღვნას. ასევე თქვენი დროის მეათედი ნაწილიც უნდა მიეძღვნას სულიერ პრაქტიკას და ღვთისადმი მიძღვნილ საქმიანობას.
    ნუ დაივიწყებთ ღმერთს დღის ამაოებათა ფუსფუსისას. თუკი თქვენ შეგიძლიათ დღის ყველაზე აქტიურ დროს, როდესაც შრომის ენერგიებში თავით ფეხებამდე ხართჱ ჩართული, გონების კუნჭულში გახსოვდეთ ღვთის არსებობის ჭეშმარიტება, მაშინ ცხოვრებისეული გრიგალები და წარუმატებლობანი ვერას დაგაკლებთ თქვენ.
   ყოველთვის შეინახეთ თქვენი გული სიწმინდეში, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება წარმოუდგენელ სიტუაციებს შემოგთავაზებთ თქვენ. ამის მადლით თქვენ თქვენს ცხოვრებაში არასოდეს დაკარგავთ სწორ ორიენტირებს და ყოველთვის ზენა გზით ივლით იმ ცხოვრებაში, რომელიც ღვთისაგანაა თქვენთვის განპირობებული!

                   მე ვარ სანატ კუმარა. ომ.

კატეგორია: გზავნილები Диктовки | დაამატა: yoga (29.12.2012)
ნანახია: 1017 | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: