მთავარი » სტატიები » გზავნილები Диктовки

მეუფე სურიას გზავნილი
  

    კარნახებში არსებული ენერგიების აღქმას თქვენ არა მხოლოდ სიწმინდის ვიბრაციების სახით იგრძნობთ (მათდა აღსაქმელად თქვენ შესაბამისად უნდა იყოთ განწყობილი), არამედ თქვენს გზავნილისადმი ინტერესიდან იგრძნობთ მასში ჩადებულ ენერგიებს.
    უბრალოდ, თქვენ მისი წაკითხვის სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენი გარეშე გონება ვერც კი მიხვდება, რომ წაკითხვის მომენტში ღვთაებრივ ენერგეტიკულ ნექტარს მიიღებს ყველა თქვენი მდაბალი სხეული.
    თქვენი სხეულები მუდმივ შიმშილს განიცდიან, ისინი მოწყურებულნი არიან ღვთაებრივ ენერგეტიკას. თქვენს ირგვლივ მყოფი სამყარო აღვსილია ენერგეტიკული სუროგატებით. ეს ის საკვებია, რომელიც ვერ იძლევა საჭირო ენერგეტიკულ საკვებს თქვენი წვრილი სხეულებისათვის.
    თქვენ ჩვენგან გამოკვება გჭირდებათ. თქვენ დაპურებულ უნდა იქნათ და ამას ჩვენ კვლავ და კვლავ ვაკეთებთ ყოველი დესპანის საშუალებით, განსაკუთრებით მისი საქმიანობის დასაწყისში, ვიდრე მის ენერგეტიკულ არხს არ ესხმიან ბნელეთის გააქტიურებული ძალები.
    სვით ღვთაებრივი ენერგიების ნექტარი, გაიხსენეთ მამისეული სახლი, მოისმინეთ უმაღლეს სამყაროთა ნაცნობი ვიბრაციები და გაიხსენეთ ისინი.
    მე ძალიან მინდა ყოველ თქვენთაგანს ალერსით თავზე ხელი გადაგისვათ, დაგამშვიდოთ, ნუგეში მოგანიჭოთ, სიყვარული და დაცვა დაგაკვებოთ.
    თქვენ ამა სოფლის მეომრები ხართ, სულიერი მეომრები და განუწყვეტელ ბრძოლას ეწევით. ჶეს ბრძოლა ილუზორული გამჟღავნების ჟამს დაიწყო და დასრულდება იგი როდესაც სამყარო არსებობის ამ ციკლს დაასრულებს და გამჟღავებული სამყაროები აიკრიბებიან. მმანამდე გაგრძელდება ეს ბრძოლა ბნელსა და ნათელს შორის, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს და ერთმანეთში გადადიან.
    მარადიული მოძრაობა, მარადიული სწრაფვა, და მარადიული ოპოზიცია განვითარების გზაზე.
    განსხეულებულ კაცობრიობას ცნობიერების სხვადასხვა დონე ახასიათებს; დდა ცნობიერებათა ამ განსხვავებულ დონეზე სხვადასხვაგვარად აღიქმება ეს ბრძოლა და ამიტომაა ბრძოლაში მონაწილეთა ესოდენ განსხვავებული საქმიანობა.
    სინამდვილეში ყველაფერი მართლაც ადამიანის ცნობიერებით განისაზღვრება. აბა სცადეთ და შუასაუკუნეების რაინდს, რომელიც ქრისტეს საფლავის დასაცავად ლაშქრობისათვის ემზადება, უთხარით, რომ მას არასწორად ესმის ამ სამყაროში მიმდინარე ბრძოლა.
    სცადეთ და თქვენს  დროში სიკვდილზე მიმავალ ტერორისტებს უთხარით, რომ მათ სწორად როდი ესმით მიმდინარე ომი.
    სცადეთ და წინა დესპანისაგან  ინფორმირებულ ადამიანებს უთხარით, რომ ისინი თავისი სიტყვით სწორ სამართალს როდი ემსახურებიან ამ დედამიწაზედ, რომ მათ სწორად როდი ესმით ბრძოლის შინაარსი.
    თქვენ იოლათ წარმოიდგენთ თუ როგორ დასრულდება თქვენს მიერ მათი გადარწმუნების მცდელობები.
    ღვთაებრივი ჭეშმარიტების მიმართ, ეს მათი ამჟამინდელი დონეა, ამიტომაა, რომ ისინი გულწრფელად გაწირავენ მრავალ სიკეთეს, საკუთარ სიცოცხლესაც კი, იმ ძალების გამარჯვებისათვის, რომელთა რიგებშიც იბრძვიან.
    პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცნობიერების დონე განსაზღვრავს იმას, თუ რომელ მხარეზე იბრძვიან ისინი.
    და თუკი მათ ბუდას ან ქრისტეს ცნობიერებას მივანიჭებთ, მაშინ ისინი მიხვდებოდნენ, რომ ბრძოლის ნებისმიერი ფორმა ფიზიკურ ან სხვა უფრო ნატიფფ გეგმილზე,_იქნება ეს გრძნობა თუ აზრი,_ილუზიის გამრავლებას უწყობს ხელს.
    ამა ქვეყნის შიგნით მიმდინარე ორივე ძალების ბრძოლა წარმოადგენს ერთის მხრივ ილუზიის ძალებს, რომლებიც ილუზიას განამრავლებენ და, მეორეს მხრივ რეალურ ღვთაებრივ ძალებს, რომლებიც ილუზიას აქარწყლებენ. ჶეს ბრძოლა ზეციურია და იგი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს გამოვლენილი სამყარო არსებობს.
    ეს ბრძოლა დღეს დედამიწაზე მაცხოვრებელ ადამიანთა ცნობიერების დონემდე დაყვანილი, მათგან მათი ცნობიერების დონით აღიქმება. და მათი მოქმედებები, აღნიშნულ ბრძოლაში, მთლიანად შეესაბამება, კარმიულ თუ ენერგეტიკულ დანალექებს, რომლებიც მათ წინა ცხოვრებაში შექმნეს. ის რაინდები, რომლებიც მზად იყვნენ სხვა რჯულის ადამიანთა დასალახვრავად, როგორც მათ მიაჩნდათ სამართლიან ბრძოლაში ქრისტეს გულისათვის, ეხლა იბრძვიან სიტყვით და უკვე სხვაგვარად ებრძვიან ბნელეთს, სხვა ხერხისა და იარაღის გამოყენებით. დდა თუ მათ ეტყვით, რომ ისინი ქრისტესა და ბუდას მოძღვრების თანახმად არასწორად იქცევიან, ისინი არასოდეს დაგიჯერებენ თქვენ, იმიტომ რომ ეს მათი ცნობიერების დონის ბრალია.
    და ის ენერგია, რომელსაც მათი ელექტრონული სარტყელი წარმოადგენს, დახარჯულ უნდა იქნას, ამიტომ იგი კვლავ და კვლავ დაუბრუნდებათ მათ სხვადასხვა განსხეულებებში მანამ, სანამ მათი ცნობიერება არ ამაღლდება იმ დონემდე, რომელზედაც ისინი მიხვდებიან მიმდინარე ბრძოლის ჭეშმარიტ შინაარსს.
    ეს ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ადამიანი თვლის, რომ საჭიროა ბრძოლა.
    სამყარო ადამიანის ცნობიერების ანარეკლია. დდა ის ინდივიდუუმი, რომელიც ბუდას ცნობიერებას მიაღწევს, ის ინდივიდუუმი, რომელიც თავის მედიტაციებში აღწევს მდგომარეობას რომელსაც ნირვანა ეწოდება, ხვდება, რომ ამ მდგომარეობაში არავითარი ბრძოლა არ არსებობს. ამ მდგომარეობაში არსებობს მხოლოდ სიყვარული, ჰარმონია, ნეტარება და სიხარული, ანუჱყოველი ღვთაებრივი თვისება რომელიც ადამიანური მდაბიო ცნობიერებით არაა დამძიმებული.
    ბევრი გინახავთ თქვენს გარშემო მედიტაციაში მყოფი ბუდა?
    თქვენ შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ ერთ ასეთ ბუდას უნარი შესწევს მთელი პლანეტა გააწონასწოროს.  
    და როს მედიტაციებში მყოფი ბუდები, თქვენი ქალაქების ხეებს ქვეშ იქნებიან მჯდარნი ისე, რომ მათ არც არავინ მიაქცევს ყურადღებას, რამეთუ იმდენად ბუნებრივი იქნება ეს, როგორც დღეს ხეებს ქვეშ სკამზე დამჯდარი პენსიონერები, ან ოთხფეხა მეგობრებთან მოსეირნე გამვლელ_გამომვლელნი, მაშინ აღარ იქნება ტერორიზმი, ცხარედ მოკამათე რელიგიათა სხვადასხვა კონფესიების დოგმატიკოსები, რომლებიც ერთმანეთს ღმრთის საკუთარ წარმოდგენებს უმტკიცებენ, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებას.
    მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ყოველ ადამიანს საკუთარი კარმიული დავალიანების დაფარვა მოუწევს რათა ცხოვრებაში იმ სიტუაციებს გადაეყაროს, რომლებიც მას უფრო მაღალ, ცნობიერების ახალ დონეს არ შესძენენ, რომელზედაც იგი ჩაწვდება ღვთაებრივ ჭეშმარიტებას.
    მე დავბრუნდები. იმედი მაქვს, რომ დავრუნდები და თქვენს აზროვნებას, სწორ მიმართულებას მივანიჭებ. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს იმისა, რომ განსხეულებაში მყოფ ადამიანთა სივრცეში აღმოჩნდებიან ადამინები, რომლებიც მზად არიან  მოისმინონ ბუდას მოძღვრება.


კატეგორია: გზავნილები Диктовки | დაამატა: yoga (07.09.2011)
ნანახია: 467 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: