მთავარი » სტატიები » გზავნილები Диктовки |
(გადმოცემულია რონა ჰერმანის მეშვეობით)
ძვირფასო ოსტატებო! იმისდამიხედვით, თუ როგორ მიიწევთ წინ გაბრწყინების გზაზედ და იძენთ სულ უფროდაუფრო ღრმა ცოდნას როგორც კოსმოსის შემადგენლობის მიმართ, ასე კოსმიური კანონების მიმართაც, ჩვენ გვიხარიან იმ საშუალებისა, რომ დროდადრო მოგაწოდოთ ზოგიერთ მცნებათა უკეთესი განმარტებანი, რითაც ხელს შეუწყობთ თქვენს განვითარებას როგორც ღვთის ქმნილების მიმართ ზოგადად, ასე თქვენი ფიზიკური სხეულის აგებულების სირთულის მიმართ კონკრეტულად. ამიტომ ჩვენ გვწადია მოგაწოდოთ ეთერული სხეულის შემადგენლობის უფრო ღრმა განმარტება, რათა უკეთესად გამოჩნდეს მისი როლი თქვენი სულიერების ამაღლების საქმეში. ეთერული სხეული, ანუ ეთერული ქსოვილი, ქსელი, რომლის ნივთიერებაც უფრო ფაქიზია ვიდრე ფიზიკური სხეულის ქსოვილები და იგი წარმოადგენს ფიზიკური სხეულის უხილავ კოპიოს მის ერთგვარ დუბლიკატს. ეთერული სხეული შედგება ფიზიკური აურისაგან, რომელიც ასახავს ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას სხვადასხვა ფერების ან მათი გამრუდების მეშვეობით, ან რაღაცის დანაკლისს ეთერული სხეულის ნიმუშის შიგნით. ტკივილის ემოციები, ტანჯვის ან წყენის, აღშფოთების ემოციები ეს ის აზრფორმებია, რომლებიც საშუალებას არ გაძლევენ მიიღოთ სინათლე და გახდეთ სინათლის მატარებლები - სინათლის ისეთი მატარებლები, რომლებადაც გახდომა გაწერიათ ევოლუციის თანახმად! აურის ველი - ის უხილავი ელექტრომაგნიტური ველია, რომელიც გარს ერტყმის ფიზიკურ სხეულს; იგი ენერგიას მიიზიდავს თქვენსკენ და პირიქით გარკვეული ნიმუშის სიხშირეებს გამოასხივებს თქვენგან. ეთერული ქსელის შიგნით მენთალური სხეულის აურა თითქმის არ არსებობს იმ ადამიანთა არსებებში, რომლებსაც გზა აებნათ მესამე და მეოთხე განზომილებების მდაბალ შრეებზე, რადგან ისინი ამ სამყაროს და მასში მიმდინარე მოვლენებს ილუზიის ფილტრით უცქერენ, რომელიც მათი წარსულ ცხოვრებათა სარწმუნოებებისა და ცოდნის, მათი აზრებისა და საქციელის შესაბამისი ნაყოფია. როდესაც მეოთხე განზომილებისა და მესამე განზომილების გარემოში ცხოვრობ, ემოციური სხეულის შიგნით ასტრალური გეგმილი უპირატეს ძალას წარმოადგენს. ამიტომაა რომ ადამიანთა დიდი მასები თავიანთი მდაბალი პიროვნების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან (პირადი მდაბალი ვიბრაციების ზეგავლენის ქვეშ) და მათი სხეული კი, შეპყრობილია მდაბალი ეგოს სურვილებით, რადგან იგი წარსულში დაუკმაყოფილებელი სურვილებისა თუ ოცნებებისაგან შესდგება ისევე, როგორც ემოციური დისბალანსებისა და საკუთარი თავის არასრულფასოვნებებისაგან. ამას ემატება ისიც, რომ ადამიანი არაა საყვარელი და იგი არავის არ უყვარს. ამაღლების პროცესის ერთ-ერთ დრამატულ ფაზას წარმოადგენს ის, რომ ადამიანს უხდება მასობრივი ცნობიერების გამრუდებული ემოციური სისტემების გზით სვლა და მათი დაძლევა ვიდრე არ მიაღწევს სტაბილურობას, სიახლეს და ჰარმონიას უმაღლეს განზომილებაში! არასოდეს არ დაივიწყოთ, რომ შიში გართმევთ მაღალს! მასობრივი ცნობიერების საზოგადოდ მიღებული რწმენის სისტემა აღჭურვილია ნეგატიური, მტრული აზროვნებით ისევე როგორც ყოველი სიახლისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარით. ადამიანთა მასების უმრავლესობა ტანჯვისა დ ტკივილის რეალობაში გაიყინა, მაგრამ მათ არ სურს მხარი დაუჭირონ ახალ, ვრცელ ექსპანსიურ იდეებს, რომლებსაც ძალუძთ გაათავისუფლონ ისინი შეზღუდვების ტყვეობისაგან, იმ ციხიდან რომელშიდაც თვითონ მოათავსეს საკუთარი თავი. ზედმიწევნით აუცილებელია ის, რომ თქვენ იყვეთ მტკიცედ დამიწებულნი, დამაგრებულნი ღუზით და დაბალანსებული საყოველთაოდ მიღებული გაორების ზონაში იმ დროს, როდესაც მოქმედებთ მესამე განზომილების რეალიების საზღვრებში. თქვენ ასევე უნდა ეცადოთ, დაამყაროთ ემოციური ჰარმონია და უდრტვინველობა იმ სივრცეში, რომელსაც მეოთხე განზომილების ილუზორული სამყაროს საზღვრები ქმნიან, იმ დროს, როდესაც თქვენ ეძებთ სიბრძნეს და ცდილობთ მეხუთე განზომილების მდაბალი შრეების მენთალურ შრეს მოერგოთ. თქვენ გამუდმებით უნდა უსმენდეთ თქვენი სულის და მაღალი „მე"-ს ჩურჩულს! ამასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ ის აზრი, რომ თქვენ არა მხოლოდ ერთი დიდი „მე" გაგაჩნიათ, არამედ მრავალი ფრაგმენტი - თქვენი დიდი „მე"-ს ნაპერწკლები, რომლებიც გაბნეულია მთელს სამყაროში. ამაღლების პროცესს მოჰყვება თანდათანობითი ინტეგრაცია და ასიმილაცია იმ თქვენი „მე"-ს ახალი, მაღალსიხშირეზე მყოფი ნაწილისა, რომელიც მანამდე არ მუშაობდა. თქვენ საკუთარი სინათლისა და ცნობიერების ზრდაგანვითარების პროცესში იმყოფებით. თქვენი გარდასახვა-ტრანსფორმაცია საკუთარი თავის ფლობისა და საკუთრივ ოსტატობაში ისევე როგორც თქვენი ამაღლება, საგრძნობლად დაჩქარება თუკი თქვენ გაზრდით პირად გეგმილს - სიცოცხლის სინათლეს - ეთერული სინათლის მილს, რომელიც წარმოადგენს უმთავრესს, ძირითად კავშირს თქვენს ღვთაებრივ „მე ვარ რომელიც ვარ"-თან. თქვენ ასევე სიცოცხლის მდინარესთან თქვენი კავშირის აღდგენის პროცესში იმყოფებით თქვენი პირადი ანტაკარანას (ცისარტყელის ხიდი) მეშვეობით რომელიც მამაზეციერის არსთან გვაკავშირებს. მრავალი, დავიწყებაში ჩაძირული საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობამ იმ დონემდე შეამცირა სიცოცხლის სინათლის მდინარესთან თავისი კავშირი, რომ უმეტესობას ადამიანებისას, ეს კავშირი ძაფივით წვრილი სინათლის ნაკადულამდე შეუმცირდა. ყოველ თქვენთაგანს გამოსხივების საკუთარი სფერო გაგაჩნიათ, რომელიც იქმნება თქვენი აურის ველის, თქვენი სულის სიმღერის ვიბრაციული ნიმუშების თანახმად. „ამაღლება" ნიშნავს სხეულის ჩაკრამებისა და ენერგეტიკული ცენტრების სისტემების დაბალანსებას. ეს ბალანსი განწმენდის, რაფინირებისა და ეთერული სხეულის, - აურის ველის ხელშემწყობ მოვლენას წარმოადგენს. თქვენი მიზანია საკუთარი ეთერული სხეულისა და აურის ველის აღდგენა, რათა დაუბრუნოთ მას ღვთაებრივი ასლის სრულყოფილება, რომელიც თქვენი, ადამიანური კოპიოა, თქვენივე სრულიად ორიგინალური ფიზიკური სხეულის ფორმა, რომელსაც „კადმის სინათლე, ადამის სხეული", ეწოდება. ჩვენ იმ ფერთა შეხამების მეშვეობით გაკვირდებით თქვენ, რომლებიც თქვენს მრავალგანზომილებიან სხეულში არსებობს. თქვენი სხეული: ფიზიკური, მენთალური, ემოციური და ეთერული, იქმნებოდნენ თქვენი აზრებით, საქციელითა და საქმიანობით თქვენი მრავალი წარსული სიცოცხლის პერიოდების ჟამს. თქვენი ენერგეტიკული ხელწერა შეიცავს ვიბრაცათა სიხშირეების იმ ნიმუშებს რომლებსაც თქვენ ყოველდღიურად გამოასხივებთ თქვენი აზრებით, საქმიანობითა და საქციელით. თქვენი ენერგეტიკული ხელწერა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს მაშინ, როდესაც თქვენ საქმიანობთ მესამე და მეოთხე განზომილების გარემოცვაში. მხოლოდ, როდესაც გაბრწყინების გზაზედ პროგრეს განიცდით , თქვენი ენერგეტიკული ხელწერა თანდათანობით უფრო ჰარმონიული და მელოდიური ხდება, და ბოლოს და ბოლოს იგი თქვენი სულის სიმღერის ნაწილი ხდება. თქვენი სულის წინსვლას სიხშირეები მართავენ, თქვენი სულის სიმღერის სიხშირეები და არა ყოველდღიური საქმიანობა და გარჯა. თქვენი სულის სიმღერა უპირობო სიყვარულის, სიბრძნის, ბალანსისა და ჰარმონიის ვიბრაციათა ნიმუშებისაგან შესდგება, რომლებიც მეოთხე საშუალო და უზენაესი განზომილებებისათვისაა დამახასიათებელი. როდესაც თქვენ თავისთავადი ოსტატი ხართ, და ფლობთ საკუთარ თავს, თქვენი ენერგეტიკული ხელწერა და სულის სიმღერა ზეციურ მანდალაში ერთდებიან ბგერებითა და ფერით, და შესაბამისად ამ ფერებითა და ბგერებით შექმნილი მანდალით გიცნობენ თქვენ ზეცაში. თქვენ ასევე შინაგანი სინათლით გცნობენ. რაც მეტია არსის სინათლე, რომელსაც თქვენ აღძრავთ თქვენს ფიზიკურ სხეულში, მით მეტად კაშკაშებს თქვენი აურა. სული წმინდა, ანუ თქვენი უმაღლესი მენთალური „მე"-გამოცნობის, შეგნების უზენაესი გონიერებაა, რომელიც არეგულირებს და ანაწილებს სინათლის ნაკადებსაც და სულის ნობათებსაც, რომლებიც თქვენთვისაა განკუთვნილი შესაბამისად თქვენი სულიერების, შეგნების დონისა ისევე როგორც თქვენი მიმდინარე მოთხოვნილებების შესაბამისად (მიმდინარე მომენტის მოთხოვნილებათა შესაბამისად). განსაკუთრებული დისპენსაციები - პრივილეგიები, ასევე რეგულირებადია და მას ანაწილებს თქვენი წმინდა მენთალური „მე", რომელიც შუამავლის როლს ასრულებს თქვენსა და თქვენი „ღვთაებრივი მე ვარ" -ის არსებობასთან, თქვენს „ღვთაებრივ მესთან". მედიტაცია მდაბალი გონებისა და პატარა „მე"-ს დისციპლინით მოწესრიგებაში გეხმარებათ, რათა მისი დახმარებით შეძლოთ ააწყოთ სააზროვნოთ თქვენი უზენაესი გონება. ამას მოთმინება და დისციპლინა სჭირდება რათა მდაბალი გონების ლაქლაქი შეწყდეს, რაც ბუნებრივია მათთვის, ვინც საკუთარი უმაღლესი ცნობიერებისათვის ჩაკეტილია ან სულაც გათიშული. ჩვენ გთავაზობთ აქტიური და პასიური მედიტაციის პრაქტიკას. აფირმაცია, ანუ მტკიცება არის გაძლიერებული ლოცვა. ეს უნდა იყვეს მოკლე, პოზიტიური მტკიცება, გამოხატული მთელი კონფიდენციალობითა და დარწმუნებით იმაში, რომ იგი შესაბამისი ფორმით იქნება მანიფესტირებული ასევე შესაბამის დროს. თუ აფირმაცია იგზავნება სიყვარულის საყოველთაო სიკეთის გულისათვის, თქვენ თქვენს ნებისყოფას უხამებთ თქვენსავე დიდი „მე"-ს ნებისყოფას და აი მაშინ სამყაროს კანონი იზრუნებს იმაზედ, რომ თქვენი თანაშემოქმედი აზრები და სურვილები დაემთხვას იმათ აზრებს, ვინც თქვენი თანამოაზრეები არიან იმ მომენტისათვის. ამგვარად გაიზრდება თქვენი ძალა თქვენი აზრებისა და მისწრაფებების, თქვენი სურვილების ძალა. ჩუმი მედიტაცია ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც უსმენთ პასუხს თქვენსავე დიდი „მე"-საგან, თქვენი მფარველი ანგელოზისაგან, რაც იგივეა სული წმინდისაგან. გახსოვდეთ! ერთი პიროვნება რომელიც საკუთარი წმინდა გულისა და წმინდა გონების სივრცეშია კონცენტრირებული, უნარიანია გადმოგვცეს კოსმიური ჭეშმარიტებანი და შთაგონებული აზრები მილიონობით ადამიანებს, ამასთან ერთად მისი აურის ველის ვიბრაციები ლოცავენ ყველას, ვისთანაც ისინი კონტაქტში შედიან. უშფოთველობა და სიხარული - სულის თვისებაა! გონივრული სიყვარული მაშინ გამოვლინდება, როდესაც სული გაბატონებული ძალაა ადამიანის შიგნით და ეგო კი კონტროქვეშაა დაყენებული. როდესაც თქვენ წარმატებით აღებთ სინათლის მემბრანებს, რომლებითაც საიმედოდაა დაცული თქვენი წმინდა გონების შესასვლელი, თქვენ საკუთარი ღვთაებრივი სიბრძნის საცავთან ამყარებთ კავშირს. ნება მოგვეცით, რათა მოკლე ნუსხის სახით აღვბეჭდოთ მრავალთაგანთა შორის ის რამოდენიმე სიმპტომი, რომლებიც ამაღლებას ახასიათებს, რომლებსაც თქვენ, განდობის გზაზედ მავალნი, განიცდით ამჟამად: თქვენ აღმოაჩენთ რომ, გაურბიხართ საზოგადოებრივ საქმიანობას, სხვა და სხვა ღონისძიებებსა და მოვლენებს, ყოველივე იმას, რაც ადრე გსიამოვნებდათ. ხმაურიანი შეკრებები, ბრბოს ხმაური და მიტინგები გაღიზიანებენ; თქვენ მიილტვით მარტოობისაკენ ან ბუნებაში დროის გატარება გსურთ. როდესაც თქვენი ვიბრაციების სიხშირეები იზრდებიან და უფრო ჰარმონიულნი ხდებიან, თქვენ გვერდზე გადგებით, ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდებით, მოერიდებით მოვლენებს, ადგილებს სადაც ადამიანთა შეკრებები მდაბალ ვიბრაციებს წარმოქმნიან. სულ უფრო ნაკლებ და ნაკლებ საერთოს იპოვნით გარკვეულ მეგობრებთან, ნათესავებთან, განსაკუთრებით იმათთან ვინც ნეგატიურობის და აუგისაკენ იხრებიან, და მტრულად არიან განწყობილნი სხვების მიმართ. თქვენ შესაძლოა ენერგიის ინტენსიური ამოფრქვევა დაგჭირდეთ, რომლის დროსაც თქვენ ვერ დარჩებით მშვიდი და გაუნძრეველი, ზოგჯერ კი ისეთ შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ, რომ სხეულის შეგრძნებაც კი დაგეკარგებათ. ზოგჯერ პირიქით, მეტად დამძიმებული იქნებით, ისე, თითქოს მინაში ჩარჭობილი იყვეთ ისე, რომ ძლიერ დაღლილობას იგრძნობთ. თქვენი სხეული ინტენსიურ მეტამორფოზას გადის ეთერული სხეულისა და უჯრედების დონეზე და ზოგიერთი გარდაქმნის სიმპტომი ძალზედ უსიამოვნოა იმათთვის, ვინც უძველეს ფორმაში არსებობს ან დასუსტებულ და დაბერებულ სხეულში. როდესაც კუნდალინის წმინდა ცეცხლი იწყებს თქვენი ხერხემალით ზესვლას სინათლის ეთერულ მილაკში, დრო და დრო ინტენსიურ სიცხეს, შინაგან სიმხურვალეს იგრძნობთ და ამ დროს კი შინაგანი სიცხე არ ჩანს, რადგან გარედან სიცივეს ან ცივ ოფლს გრძნობთ. აი ამიტომაა, რომ თავდაპირველად საჭიროა კუნდალინის ცეცხლის მულადხარა ჩაკრამიდან მშვიდი განვითარება, რათა ნელ-ნელა მოვახდინოთ ღვთაებრივი სინათლის, უმაღლესი სიხშირეების თანდათანობითი ინტეგრაცია. სწრაფად და ბევრი, - არ ნიშნავს კარგად, იმ პროცესის მსვლელობისას, როდესაც თქვენ ამაღლების ტრანსფორმაციას განიცდით. ვინც პროცესების ადრეულ სტადიაში იმყოფება და სულიერად განწმენდილი სინათლის სიხშირეთა ინტეგრაციის ზემოქმედებას განიცდის, მათთვის ეს არ იქნება ზედმეტად დრამატიზირებული მოვლენა. ოღონდ კი, ჭეშმარიტი ვარსკვლავური მარცვლებისათვის, ვინც უკვე მტკიცედ დგას იოგას გზაზედ, მთლიანად არიან ჩართული პროცესში და ასევე მათთვის, ვინც დათანხმდა გამხდარიყო მსოფლიოს სერვერი, რათა სხვებისათვის განამზადოს გზები, ეს შეიძლება მეტად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი გამოდგეს, რადგან ისინი სინათლის სულ უფრო და უფრო მაღალ სიხშირეებს ითვისებენ სხვათათვის გასანაწილებლად. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ თავი, თითქოს ერთგვარ ემოციურ „როლლე კოუსტერზე" (ამერიკული გორაკები) ხართ, რადგან განიცდით მრავალ ემოციურ ამაღლებას და დაცემას. თქვენ შედიხართ მრავალი უარყოფითი დაზიანებული ენერგეტიკული ბარიერებისაგან განთავისუფლების პროცესში, რომლებიც ღრმა უჯრედოვან დონეზე მიმდინარეობენ და, ამ დროს საჭიროა მისცე მათ საშუალება გამოვიდნენ გარეთ და ტრანსმუტირებულ იქნან თქვენგან სულიერად განწმენდილ სუბსტანციაში. მთავარია, თქვენ ისწავლოთ ყოველი მიმდინარე პროცესის ჭვრეტა და ობიექტური შეფასება, რათა გაატაროთ, გარდაქმნათ და სიყვარულით სავსე მოთმინებითა და გაგებით განწმინდოთ ისინი, რაც გაგეხსნათ თქვენ. თქვენი მიდრეკილებანი - ჭამის მიმართ - საკვების მიმართ შესაძლოა არსებითად შეიცვალონ. რა გამორჩევითაც არ უნდა იკვებოდეთ, მიჰყევით შინაგან მოთხოვნილებას და გასინჯეთ, თუ როგორ გრძნობთ თავს, როდესაც ამა თუ იმ საკვებს ღებულობთ. იღვიძებს თქვენი სხეულის ელემენტალი ანუ სხეულის შინაგანი გონივრულობა და თუ ყურადღებით მოუსმენთ მას - იგი საჭირო საკვებს ამოგირჩევთ. ყოველთვის გახსოვდეთ - ზომიერებაშია საიდუმლოება! შეიძლება გაგიჩნდეთ უცნაური ტკივილები და სისუსტეები, რომელთათვის არ არსებობენ დიაგნოზები... ფიზიკური სხეულის შიგნით, არსებობენ მრავალი მეირეხარისხოვანი ჩაკროენერგეტიკული და მერიდიონალური ცენტრი. როდესაც სინათლის უზენაესი სიხშირეები ცდილობენ გაიარონ სხეულში, ისინი შესაძლოა გადაეყარონ წინააღმდეგობას ამ კრიტიკულ წერტილთა გზაჯვარედინზე და გამოიწვიონ დისკომფორტი. ერთ-ერთი მეტად საერთო ზონა სადაც ხდება უსიამოვნებანი არის ბეჭებს შუა სივრცე. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ თითქოს ჭკუაზე იშლებით, თავის ტვინში მრავალ განზომილებიანი შრეებია, ამიტომ, როდესაც თქვენ ამაღლებთ თქვენს სიხშირეებს, ტვინის დაბალი შრეები იწმინდებიან და რაფინირებას განიცდიან. ამიტომ თქვენთვის საჭირო აღარ იქნება თქვენი ნეგატიური ისტორია, ასევე ტრივიალური ცხოვრებისეული წვრილმანები, რომლებიც იქ ინახებიან. თქვენ მიიღებთ თავის ტვინის უზენაეს შრეებთან ურთიერთობის უნარს, ტვინის იმ სივრცესთან, სადაც იმყოფება წმინდათა წმინდა გონება. წმინდათა წმინდა გონებისა და წმინდათა წმინდა გულის ერთობა - ამაღლების პროცესის ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს. საყვარელნო, თქვენ უნდა მიიღოთ, როგორც ფაქტი, ის რომ დღეს, შესანიშნავი, მგზნებარე დროა ფიზიკურ სხეულში არსებობისათვის, და მაინც თქვენი ფიზიკური სხეული იბრძვის იმისათვის, რომ მოასწროს და ფერხულში ჩაუდგეს მუდმივად მზარდ სიხშირეებს, რომლებსაც თქვენ ყოველდღიურად ითვისებთ, და მათ ინტეგრირებას ახდენთ თქვენში ყოველ წუთსა და წამს. ბევრი თქვენთაგანი, ვინც არასოდეს, ან უკანასკნელ ხანებში მაინც არ ცივდებოდით, არ გრიპიანობდით, ან მომნელებელი სისტემის პრობლემებისაგან თავისუფალი იყავით, ეხლა ყოველივე ამათგან განიცდით დამთრგუნველ პრობლემებს და ეკითხებით თქვენს თავს: „კი მაგრამ რას ვაშავებ? რაში ვცდები?" - არც არაფერში! ყველაფერი ნორმალურია. ნუ იდანაშაულებთ თავს ჩემო გულადო მეგობრებო! ესაა ზუსტად იმის დასტური, რომ სწორ გზაზედ დგეხართ, ამიტომ მიმდინარეობს დისკომფორტის ასეთი პროცესები, სხეულის შებრძოლების სტრესები! გეთანხმებით, რომ ეს შემთხვევითობები სასიამოვნო როდია. ერთი კია, რომ ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ ჭეშმარიტების კიდევ ერთი მხარე, რომელზედაც სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ. საქმე იმაშია, რომ ბევრი თქვენთაგანი, ვინც ღრმადაა ჩართული ამაღლების გზის ტრანსფორმაციის პროცესში, განიცდით არაკომფორტულ სიმპტომებს, როგორც სწრაფი ტრანსმუტაციის საშუალებათა გამოყენების შედეგს იმიტომ, რომ მათი მეშვეობით ხდება თქვენს ფიზიკურ სხეულში ძველი ნეგატიური ენერგიების ტრანსმუტაცია. თქვენ შეგიძლიათ ამას „ტრანსმუტაცია" ან „ცეცხლით ნათლობა"დაარქვათ, ამით ხდება ძველი სიხშირეების ნიმუშების დაწვა, რათა საშუალება მიეცეს უფრო მაღალ, განწმენდილ, ცნობიერების კრისტალურ უჯრედებს გაიფილტრონ და დაიპყრონ პრიორიტეტი თქვენს არსებაში. ყველა ვირუსი ცუდი როდია, ისევე როგორც ყველა დისკომფორტული სიმპტომი, რომელსაც თქვენ განიცდით. უყურეთ მათ, როგორც ნეგატიურის დასრულებისა და უზენაესი მიზნის მსახურების საშუალებას... ესეც გაივლის ძვირფასებო! ჩვენ, როგორც არასოდეს ისე გთხოვთ, მოუარეთ საკუთარ თავს, მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ფიზიკურ ჭურჭელს და სიგნალებს - რომლებიც ის გზავნილებია, რომლებსაც თქვენი სხეულის ელემენტალი გადმოგცემთ თქვენ. სხვაგვარად როგორ მიიღებთ სიამოვნებას უმშვენიერესი სიყვარულის სამყაროდან, სიხარულიდან და სიუხვიდან რომელსაც ქმნით, თუ კი თქვენი ძვირფასი ფიზიკური ჭურჭელი ჯანმრთელობის ვიბრაციებით არ აივსება?! შემოგვიერთდით სინათლის თქვენი პირამიდით, ძვირფასებო და ნება მოგვეცით დაგეხმაროთ რათა მსუბუქად, ლაღად და დიდი სიხარულით განვლოთ ეს პროცესი! დაე ჩამოიღვაროს თქვენზედ ჩვენი ღმერთის - დიდი დედისა და მამის სხივთაფენა და აღივსებით მარადიული ცხოვრების სინათლით!
იცოდეთ, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდში ვართ, რათა მიგმართოთ და დაგიცვათ თქვენ! თარგმნა: თ.თავაძისა | |
ნანახია: 1143 | კომენტარი: 3 | |
სულ კომენტარები: 3 | |
| |