მთავარი » სტატიები » ოქროს საწმისი |
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 6 ნაჩვენებია მასალა: 1-6 |
დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკაში ყოველი ადამიანი პოტენციურად და ფაქტობრივად წარმოადგენს მის საგანძურს, ძალას ღირსებას, ადამიანურ რესურსს, ამიტომ ყველას უნდა მიეცეს უფლებათა სრული თავისუფლება, უფლებების საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე. მუხლი 2.1. ყოველი ადამიანი ვალდებულია _ პატივი სცეს პიროვნების უფლებას, რადგან მისი დარღვევა სერიოზული დანაშაულია პიროვნების, სახელმწიფოსა და მთელი კაცობრიობის წინაშე. სახელმწიფო მსგავსი დარღვევის შემთხვევაში კარგავს მორალურ და პოლიტიკურ კანონიერებას. მუხლი 2.2 ყოველი ადამიანი ვალდებულია _ იყოს მაქსიმალურად თვითდისციპლინირებული, რათა არ შექმნას პრეცენდენტი საკუთარი სახელმწიფოს ტირანიისა და დესპოტიზმის სახელმწიფოდ ქცევისა. საზოგადოებას რომ მიეცეს ბუნებრივი ევოლუციის საშუალება, მაშინ აღარ იქნება საჭირო ციხეები, ბანაკები, პიროვნებასა და საზოგადოებას შორის კონფლიქტის ძლიერი გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ატრიბუტები, რომლებიც დღეს ამძიმებენ კაცობრიობის სინდისს. მუხლი 3.1. ყოველმა ქრისტიანმა უნდა გაიცნობიეროს, რომ ქრისტეს მოძღვრებისადმი ერთგულებით ჩვენი ხალხი საუკუნეების მანძილზე აწარმოებდა ბრძოლას ქრისტიანობის შესანარჩუნებლად, რათა რეალური საფრთხისას მოეხმო ეროვნული გადარჩენის ამ ერთადერთი საშუალებისათვის, რათა არ გადაჩეხილიყო ანარქიის, ნგრევის, სიღატაკის, ხალხის გონიერების დროებითი დაბინდვის უფსკრულში. მუხლი 3.2. საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია _ შეძლებისდაგვარად დახმარების ხელი გაუწოდოს მყვასს, დაეხმაროს ისე, რომ არ შეილახოს ამ უკანასკნელის ადამიანური ღირსება. მუხლი 3.3. ყოველი ადამიანი როგორც პიროვნება და მოქალაქე ვალდებულია _ მორალური პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილმა, გაოიყენოს მსოფლიოს მიერ გაღებული ყოველგვარი დახმარება, გააძლიეროს კოოპერაცია და კავშირები ყველა შესაძლო პარტნიორთან, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რათა უახლოეს დროში დააღწიოს თავი დამამცირებელ სიღატაკეს. მუხლი 4. ყოველი ადამიანი მოვალეა _ გაიცნობიეროს, რომ სახელმწიფოს ერთადერთი ურყევი საფუძველია შრომა. ვალდებულია გაიცნობიეროს და გააკეთოს ყველაფერი, რათა საკუთარი დაძაბული და დაუღალავი შრომით უპატრონოს საკუთარ მიწას, დაიცვას მისი ბუნება, გაზარდოს სახელმწიფოს ეკონომიკური და სამეცნიერო პოტენციალი. მუხლი 5. ყოველი ადამიანი მოვალეა _ უზენაესი პატივი მიაგოს ქალს, როგორც სამყაროს დედას. დაე დაემკვიდროს ქალი ფერიცვალების დიად სიმბოლოდ. ჩვენი სულიერი ფერიცვალების დედა _ სიცოცხლის წყარო, სიცოცხლის წინამძღვარი, დაე გახდეს დამცველი და იქცეს გზის მაჩვენებლად ყოვლისმიმნიჭებლად და ყოვლისგამღებად. მუხლი 6. ყოველი ადამიანი მოვალეა _ თვითდისციპლინის პრინციპიდან გამომდინარე პატივი სცეს სახელმწიფოს და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმებს. მხოლოდ გუშინდელი მონა ეურჩება ბრძანებას, მხოლოდ მდაბალ თვითშეგნებას ეშინია დაკარგოს ინდივიდუალობა საკუთარი სახელმწიფოს მიერ დაწესებული კანონების შესრულების შედეგად. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო თავად არის შეზღუდული მოქალაქეთა უფლებებით და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება ადამიანის უფლებათა ბუნებრივი ევოლუციის პროცესში. > > > |
აგნი იოგას მოძღვრება გამოქვეყნებულია 1924-1937 წწ. უსაზღვრო სულიერების პოტენციალის მქონე დიდ რუს შემოქმედთა და კულტურის მოღვაწეთა, ადამიანებისაგან, _ ელენე და ნიკოლოზ რერიხებისაგან. ამ მოძღვრებას, რომელსაც აგნი იოგას სახელთან ერთად, ცოცხალ ეთიკასაც უწოდებენ, მსოფლიოს კულტურის სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. უნიკალურია არა მხოლოდ მისი პრობლემატიკის სივრცე, არამედ მისი წარმოშობა, ლიტერატურული ფორმა, ბოლოსდაბოლოს მისი მსოფმხედველობითი მნიშვნელობაცა და საზოგადოებრივი ღირებულებაც. რერიხის საზოგადოებები მთელს მსოფლიოშია განფენილი. აგნი იოგის, ანუ
ცოცხალი ეთიკის მოძღვრებით ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი
ინტერესდება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი შემოქმედი ინტელიგენცია,
რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მის უზარმაზარ სოციალურ მნიშვნელობაზე. იგი
აღმოსავლეთის მასწავლებელთა სულიერ-ფილოსოფიური მოძღვრების სახით მოვიდა
ჩვენამდე. რა არის ცნობილი ამ მოძრვრების შესახებ ჩვენთვის? |
Журнал "СЕВ" родился, как логическое продолжение и следствие неустанной культурно-просветительской работы Грузинского Рериховского Общества со дня его организации в 1994 году. |
Жизнь каждого Человека должна соответствовать высшему пониманию: в эпоху Матери Мира каждая женщина - БОГИНЯ ЛЮБВИ. |