მთავარი » სტატიები » ოქროს საწმისი

აგნი იოგას მოძღვრებ


 

შექმნის ისტორია


ააგნი იოგას ავტორბა

   ცნობილია რომ, აგნი იოგა, ანუ რაც იგივეა, - ცოცხალი ეთიკა, - წარმოადგენს ამ ცოდნის ფილოსოფიური სისტემის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, რომელიც გადმოეცა დასავლურ ცივილიზაციას ინდო-ტიბეტური ფილოსოფიის ეზოთერული ტრადიციების წარმომადგენელთაგან. ამასთან ერთად, მათ ისურვეს დარჩენილიყვნენ დასავლური სამყაროსათვის იმ უცნობ ფილოსოფოსებად და სულიერ მოძღვრებად, რომლებსაც კრებითი სახელით, მახატმების სახელით იცნობდნენ ინდოეთში.

აგნი იოგის ძირითადი ავტორი გახლავთ მახატმა მორია (ანუ მახატმა მ.); თავის თანაავტორად იგი ელენე რერიხს მიიჩნევს. ააგნი იოგა ძალიან ბევრ საკითხში წარმოადგენს იმ თეოსოფიური მოძღვრების გაგრძელებას, რომელიც იგივე მასწავლებლის მიერ (მისი თანამებრძოლის, კუტ ხუმის ჩათვლით) გადმოეცა კაცობრიობას ე. ბლავატსკაიას ხელით; ამ ორ მოძღვრებათა შორის სულიერ კავშირზე ცოცხალი ეთიკის ფურცლებზეა ნათქვამი.
ამ მოძღვრების პირველი სახელი წარმოიშვება სანსკრიტული სიტყვიდან "აგნი” (ქართული მი”აგნო” წ ”იგნი” - ბერძნულად "იგნის”, ანუ ცოდნა და ცეცხლი და ძიება ანუ იგივე "ალფა”), რაც ნიშნავს ცეცხლს. აგნი იოგაში ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს არა ფიზიკურ ცეცხლს, არამედ უნიკალურ სულიერ გარემოს, რომლითაც განმსჭვალურია მთელი სამყარო და ენერგეტიკულ, წვრილ მატერიალურ ბუნებას წარმოადგენს. ამავე დროს აგნი მჭიდროდაა დაკავშირებული თვით ამ გარემოსთან და მასში არსებულ სივრცის ევოლუციურ ენერგიებთან.
"... სივრცის ცეცხლი მე მესმის როგორც გარდაქმნის უზენაესი სტიქია”, - ამბობს ამ მოძღვრების ძირითადი ავტორი, მახატმა მორია.
თავისი ყველაზე განვრცობილი სახელის მიმართ, რაც მის მოძღვრებას დაერქვა, მახატმა გვაუწყებს: "შეგიძლიათ შემომთავაზოთ სახელი "სიცოცხლის იოგა”, მაგრამ ვფიქრობ საუკეთესო განმარტებას წარმოადგენს სახელი "აგნი იოგა”. "ზუსტად აგნი ანიჭებს ამ  თავდადებულ მოძღვრებას საკუთარ სახელს”. ეტყობა, აგნი იოგის მოძღვრების შემოქმედი თვლიდა, რომ თვით მცნება "აგნი”, ანუ კოსმიური სივრცის ევოლუციური ენერგიები, თანამედროვე ეპოქისათვის წარმოადგენენ მის მიმართ ყველაზე აქტუალურ კავშირებს მისივე უმნიშვნელოვანესი თვისებებით.
აგნი იოგის მეორე სახელი - ცოცხალი ეთიკაა, რაც მის პრაქტიკულ, სულიერ-ეთიკური მიმართულების შინაარსს ასახავს. ცოცხალი ეთიკა ამ მოძღვრებას იმისათვის მიენიჭა, რომ ხაზგასმით აღნიშნულიყო ეთიკა, თუნდაც მაღალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი, მაგრამ მაინც ურთიერთობათა ჩვეულებრივი ეთიკა, განსხვავებით იმ ეთიკისაგან, რომელიც არსებობს კოსმოსის, სოციუმისა და, შესაბამისად, უზენაეს ურთიერთობას ნაზიარევ ადამიანთა შორის არსებულ ამაღლებულ ეთიკას. ყოველ შემთხვევაში, აგნი იოგას ერთ-ერთ წიგნში პიდაპირაა ნათქვამი "... დაუყოვნებლივ უნდა ვნერგავდეთ ცოცხალ ეთიკას. წმინდა ეთიკა გადაგვარდა სირეგვენედ და ბეჭდურ ეთიკეტკად გარდაისახა”.
ააგნი იოგას ავტორები, თავის მოძღვრებას, ასევე "სიცოცხლის მოძღვრებასაც” უწოდებენ. მოგვიანებით კი, რერიხის მოძღვრების ლიტერატურის სივრცეში განვრცობით, იგი ამ მესამე სახელითაც მკვიდრდება. ახლად მინიჭებული სახელი სავსებით შეესატყვისება აგნი იოგას შინაარსს, რომელსაც ცხოვრების, პრაქტიკული გეგმილისა და სოციალურად ორიენტირებული მოძღვრების შინაარსი გააჩნია.
ჩვენს დედამიწაზე თეოსოფიისა და ცოცხალი ეთიკის გამოჩენამდე, არც ერთ ფილოსოფიაში არ არსებობდა ისეთი მოძღვრება, რომელიც შეედრებოდა მას აღძრულ პრობლემათა სიმრავლითა და სიღრმით. თეოსოფიისა და აგნი იოგას მოძღვრებები წარმოდგენილი არიან ვრცელი და უზარმაზარი მოცულობის ლიტერატურით, რომლებშიდაც ლაკონური და კოცენტრირებული ფორმით გადმოცემულია როგორც ეს გრანდიოზული მოძღვრება ასე მისი სულიერი მემკვიდრეობაც. ამიტომ მას ეზოთერიულის სახელი მხოლოდ პირობითად მიენიჭა. ეს მემკვიდრეობა ფაქტიურად წარმოადგენს კაცობრიობის იმ უძველესი ფენების სრულიად შეუსწავლელ შრეს, რომლის სათავეებიც მიგვანიშნებენ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად უკვე გამქრალ, მაღალ განვითარებულ ცივილიზაციებს. ისინი მრავალი ეპოქით უფრო ადრე არსებობდნენ ამ დედამიწაზე, ვიდრე ეს, ჩვენი თანამედროვე ცივილიზაცია გაჩნდებოდა.ჲუცნობმა ძველმა ფილოსოფოსებმა, რომლებმაც დაამუშავეს აღმოსავლური ეზოთერიზმის საფუძვლები, ძალიან ბევრ საკითხში გაუსწრეს ჩვენი ცივილიზაციის მეცნიერებსა და ფილოსოფოსებს, რის შესახებაც დასკვნის გაკეთება იმის შემდეგ გახდა შესაძლებელი, როდესაც ჩატარდა შედარებითი ანალიზი ძველ ეზოთერულ წყაროთა და თანამედროვე მეცნიერთა მიერ მოპოვებულ უახლეს აღმოჩენათა შორის. აღნიშნული შედარებები სამყაროს მრავალი განზომილებიანობის, ადამიანის ორგანიზმის, ცნობიერების ბუნების, მატერიის მდგომარეობებისა და ფორმების, ასევე სხვა საკითხთა გამოკვლევების დროს იქნა გაკეთებულ.
ერთ-ერთ თავის ნარკვევში ე.რერიხმა აღმოსავლეთის ძველ ფილოსოფოსთა მსოფმხედველობა შეადარა თანამედროვე მეცნიერების წარმოდგენას სამყაროს გაჩენის, მატერიის, ბუნებისა და მისი ევოლუციის მიმართ დასკვნებს და ამ შედარებათა საფუძველზე გვიჩვენებს, რომ უცნობ ბრძენთა მიერ უკვე მეშვიდე საუკუნეშია (ჩვენს წელთაღრიცხვამდე) გაკეთებული ზუსტად იგივე დასკვნები: "მაშ ასე, ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტეს დაბადებამდე შვიდი საუკუნით ადრე ინდოეთის დიდი მოაზროვნენი აღმოაჩენენ კანონებს, რომლებთანაც თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ ეხლა მივიდა. თუ ჩვენ კოსმოსის ევოლუციის თეორიას განვიხილავთ, მაშინ თანამედროვე ასტრონომებისა და ევოლუციონისტების თეორიების თანახმად, აღმოვაჩენთ, რომ ისინი იგივე დასკვნებს აკეთებენ”.
მაშ რა ჩაიდო თანამედროვე აგნი იოგას მოძღვრების იმ საფუძვლებში, რომელიც უძველეს წყაროებზეა დაფუძნებული?  მაშ რა იყო აგნი იოგას პირველსაწყისი წყარო?



კალაჩაკრას დოქტრინა

  მიუხედავად იმისა, რომ თეოსოფია და აგნი იოგა ძალზედ ახლოს არიან კლასიკურ, ინდურ ფილოსოფიასთან, მაინც შეუძლებელია ვადასტურებდეთ იმას, რომ ამ მოძღვრებათა საფუძვლად ჩადებულია ვედანტა და ბუდიზმი. ე. ბლავატსკაია, ისევე როგორც რერიხების ოჯახი, არაერთგზის იძლევიან დასტურს იმის შესახებ, რომ თეოსოფიისა და ცოცხალი ეთიკის საფუძვლად გამოყენებულია ინდოეთისა და ტიბეტის ეზოთერული ფილოსოფიების საფუძვლები, კერძოდ კი კალაჩაკრას მოძღვრება, რომელიც თავის მხრივ ინდო-ტიბეტური ბუდიზმის ეზოთერულ ტრადიციებს ეკუთვნის. მაგალითად ე. ბლავატსკაია დასავლეთის მეცნიერთა შეკითხვებზე იმის შესახებ თუ რა წარმოშობისაა ძიან (სტანცების) წიგნი, პასუხად განაცხადებდებს იმას, რომ ეს პირველი წყარო, ტიბეტში ცნობილია როგორც კინ-ტეს წიგნი (ტრანსკრიპციის სხვა ვარიანტებია კიუ-ტე, ან კიდევ; კინ-ტი), რაც კანჯურის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს (ეს, წმინდა ბუდისტური ტექსტების 108 ტომიანი კრებულია, რომელიც შეიცავს ტრაქტატებს როგორც მედიცინაში, ასტროლოგიაში, ფილოსოფიასა და სულიერ პრაქტიკებში, ასევე ბუდას გამონათქვამთა კომენტარებს და სხვა.)
  კალაჩაკრა-ხშირად მოიხსენიება აგნი იოგაში. მაგალითად წიგნში "ცეცხლოვანი სამყარო” ნათქვამია: "მოგიწოდებთ კალაჩაკრას აკრეფას. ეს ცეცხლოვანი მოძღვრება დაიმტვერა, მაგრამ ითხოვს გაცხადებას. ამ მოძღვრებას არა გონება, არამედ სიბრძნე მოაქვს. შეუძლებელია ამ მოძღვრების უმეცარ განმმარტებელთა ხელში დატოვება. კალაჩაკრაში მრავალი ცოდნაა გაერთიანებული და მხოლოდ ის გონება ჩაწვდება მას, რომელიც არ უარჰყოფს მის სიბრძნეს, რომელშიდაც დაილექა ყველა სამყარომ”.
ეზოთერულ ტრადიციაში კალაჩაკრას, გადმოცემების თანახმად, უკავშირებენ თქმულებებს იმის შესახებ, რომ ინდოეთსა და ტიბეტში, არსებობს სხვებისაგან მკაცრად დაფარული იოგას უზენაესი ადეპტების აშრამი (გნებავთ საზოგადოება). ინდოეთსა და ტიბეტში ამ აშრამს შამბალა ეწოდება; დასავლური ეზოთერული ტრადიცია მას თეთრ საძმოს უწოდებს. აყალიბებდა რა მოცემულ აზრს, ე. რერიხი წერდა: "კალაჩაკრა (დროის ბორბალი, რაც იგივეა კანონის ბორბალი) არის ის მოძღვრება, რომელსაც შამბალას სხვადასხვა მეუფეებს მიაკუთვნებენ. ამ ცოდნის აღმოჩენა ინდოეთის სხვა მოძღვრებათა და ფილოსოფიურ სისტემათა შორის ჩანართებშიც შეიძლება რომ მოვიძიოთ. აეხლა კი, შესაძლებელია, რომ იგი განსაკუთრებით ტიბეტში განვითარდა”.
  თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც აგნი იოგას, იგივე ცოცხალი ეთიკის წიგნებშია მოცემული კალაჩაკრას მიმართ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აგნი იოგას საფუძვლად დაედო არა "დამტვერილი” (ანუ, ეზოთერული მოძღვრებისათვის დედა აზრისაგან დამახასიათებელი აუცილებელი გადახრები), არამედ კალაჩაკრას ეზოთერული (ანუ უზუსტესი) ტრადიცია.
ევროპელ, კალაჩაკრას მოძღვრების მეცნიერ მკვლევართა შორის, იყო გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი იური ნიკოლოზის-ძე რერიხიც. მრავალი მეცნიერული, მათ შორის ორიგინალური ტიბეტური ტექსტების ნაშრომების ავტორი, ი.ნ. რერიხი, უდაოდ უდიდესი იყო ეზოთერული ინდო-ტიბეტური ბუდისტური ტექსტების მკვლევართა შორის. ი.ნ.რერიხი კალაჩაკრას მოძღვრების მიმართ ასე წერდა: "კალაჩაკრას სისტემა (ანუტარა-იოგა-ტანტრა),-ოთხ ტანტრათა შორის უზენაესს ეკუთვნის(...). ამ სისტემის ეზოთერული ხასიათი, მისი ღრმა სიმბოლიზმი, ასევე კალაჩაკრას ტექსტებისა და მათ მიმართ კომენტარების ძიების სიძნელეც, დღემდე ღრმა წინააღმდეგობებს უქმნიან მეცნიერებს მისი საიდუმლო დოქტრინების სივრცეში შესაღწევად”.
  ბუდისტური ფილოსოფიის საკითხებთან დაკავშირებული მრავალი საინტერესო ნაშრომების თანამედროვე ავტორი, - დალაი ლამა XIV-ც, ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა კალაჩაკრას მოძღვრების საკრალურ ხასიათს.


შამბალას საიდუმლოება


   იბადება კითხვა: ვინ არიან გამოცანად ქცეული აღმოსავლეთის სულიერი მასწავლებლები, რომელთაგანაც შესრულებულია ჭეშმარიტად ტიტანური შრომა დასავლური ცნობიერებისათვის მოძღვრების გაშიფრვით, მისი გადმოცემით, განმარტებებითა და შესაბამისად ამისა, ამ უზარმაზარი ფილოსოფიურ-ეზოთერული მემკვიდრეობიოს ცოდნის  დასავლეთზე ადაპტაციით იმ მოცულობით, რომელიც მათ ინდოეთიდან და ტიბეტიდან მიიღეს? ამას დაუმატეთ აღმოსავლური ეზოთერიზმისა და იმდროინდელი მეცნიერების მიღწევათა შედარებითი ანალიზი, რის შემდეგაც განხორციელდა დასავლურ სამყაროში საკუთარი დესპანების გაგზავნა, ჯერ ე.ბლავატსკაიას სახით და შემდეგ კი უკვე რერიხების ოჯახის სახით, ევროპაში საგანმანათლებლო მისიის აღსასრულებლად. ვინ განახორციელა ყოველივე ეს? ამ შეკითხვაზე მთელი გულითაც რომ მოვინდომოთ, ჩვენგან პასუხის გაცემა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ისე, როგორც ამ შეკითხვაზე  თავად ე.ბლავატსკაია და რერიხები პასუხობენ. იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ შამბალა, ანუ თეთრი საძმო, რარიგადაც წარმოუდგენელი არ უნდა ეჩვენებოდეს ეს ფაქტი დასავლურ გონებას, - თეოსოფიის მიმდევართა მიერ ეს იდეა, მონაგონი როდია. იგი არც აღმოსავლური ფოლკლორის ნაყოფი არაა, რადგან შამბალა ჭეშმარიტებაა.
  ცოცხალი ეთიკის წიგნებში მახატმები ასე ამბობენ საკუთარი თემის შესახებ: "განა რა ძნელი დასაჯერაბელია ის, რომ ჯგუფმა, რომელმაც მიიღო ცოდნა დაუღალავი შრომის შედეგად, გაერთიანდა საყოველთაო სიკეთის მიზნის მისაღწევად? გამოცდილების ცოდნამ მოგვაძებნია ისეთი მოხერხებული ადგილი, რომლიდანაც იოლია კავშირის დამყარება ნებისმიერი მიმართულებით.
თქვენ, რა თქმა უნდა, გაგიგიათ  მოგზაურთა მონათხრობი,-გამოქვაბულში უცნობი იოგების არსებობის შესახებ. თუკი ამ ფაქტს განაზოგადებთ ცოდნის მეტად ვრცელ სივრცეზე ზემოქმედების მიმართულებით, მაშინ თქვენ იოლად მიხვალთ იმ შეგრძნებამდე, რომ არსებობს ცოდნის მასწავლებელთა ჯგუფი.
კი, მაგრამ როგორ მოძებნოთ გზა ჩვენს ლაბორატორიებამდე? ძახილის გარეშე ვერავინ მივა! წინამძღვრის გარეშე ვერავინ გაივლის! ამავე დროს საჭიროა დაუოკებელი პირადი სწრაფვა და გზის სიძნელეებისადმი მზადყოფნა.
  ადათის თანახმად, მომსვლელმა, გზის გარკვეული ნაწილი მარტოობაში უნდა განვლოს. ისინიც კი, ვინც ჩვენს ურთიერობაში უკვე ნამყოფია, ვერ ღებულობენ ჩვენგან ვერანაირ ინფორმაციას -ადამიანური წესების თანახმად ასეა საჭირო.
  და მარტოდმარტო მოსულები (სხვა ღრმა მიზეზების გარდა) ორ ნაირსახიობად განირჩევიან: პირადად მისწრაფებულნი და დავალებისათვის გამოძახებულნი.
  განსაკუთრებული მინიშნების გარეშე, ვერავინ იცნობს ჩვენთან ნამყოფებს.
  თუკი მაცნე ბაზარში არ ყვირის, მაშინ ჩვენთან ნამყოფებსაც როდი ეშლებათ საყოველთაო სიკეთის დაფარვა.
  ჩვენი ძახილის მთავარი ნიშანია,-თქვენ იგრძნოთ, თითქოს ფრთები შეგესხათო. ასე მიიღეთ სილამაზისა და ცოდნის ჩვენი თემი. გწამდეთ, რომ შეიძლება გაჩხრიკოთ ყოველი ხევი, მაგრამ დაუპატიჟებელი სტუმარი გზას ვერ იპოვის.
ჩვენ ბევრჯერ ვყოფილვართ თქვენს ქალაქებში, ამიტიმ ვერ დაგვაბრალებთ ამა სოფლიდან განდგომას. რა, განა თქვენ თვითონ არ გაგაქვთ ობსერვატორიები ქალაქებს გარეთ, რათა თქვენს მეცნიერებს სიჩუმისა და სიმშვიდის გარემო შეუქმნათ? ამგვარად ჩვენი მოსაზრებაც მიიღეთ და ნუ განრისხდებით ზუსტი მისამართის უქონლობის გამო.
  გახსოვდეთ ყოველი, ვინც კი საყოველთაო სიკეთისათვის შრომობს!” ("მორიას ბაღის ფოთლები”, ტ.2, "გაბრწყინება” ნაწილი მესამე, ვ, 18.)
რას წარმოადგენს შემოქმედთა და ფილოსოფოსთა ეს ლეგენდარული თემი, რომელიც უცხო თვალთაგან, ტიბეტის მაღალმთიან რაიონებშია დამალული? რა მიზნის გამო გაუმხილეს დასავლურ სამყაროს მისმა სულიერმა მასწავლებლებმა ესოდენ ღირებული, აღმოსავლეთის ფარული, ეზოთერული მოძღვრების პრინციპები, თუკი ისინი ასეთი სასოებითა და სიფრთხილით ინახავდნენ ამ ცოდნას არაგანდობილთაგან საერთოდ, მითუმეტეს დასავლური სამყაროსაგან?
  ერთადერთი სწორი, სრული და ობიექტური ინფორმაცია მოცემულია აგნი იოგას წიგნებში. ასევე მრავალ საინტერესო ინფორმაციას შეიცავენ ე.რერიხის წერილებიც, რომლებიც მოძღვრების ძირითად დებულებათა განმარტებებს წარმოადგენენ. ასეთივე განმარტებებისა და კომენტარების შემცველი წყაროებია: ნ.კ.რერიხის ესსეები და ნარკვევები; თეოსოფიური ლიტერატურა, კერძოდ კი ე.ბლავატსკაიასა და მისი უახლესი მიმდევრების ფილოსოფიური ნაშრომები, წერილები და მემუარები.
  ამ წინასიტყვაობაში ჩვენ უნდა დავჯერდეთ მხოლოდ სრულიად ზოგად და მოკლე ცნობებს, გამოცანად ქცეული თეთრი საძმოს მიმართ, რომელიც ჰიმალაის მიუვალ მწერვალებს მიღმაა მიმალული. უფრო სრულ ინფორმაციას მკითხველი "შამბალა მითი როდია...”-ს კრებულში მოძებნის. მინიშნებული წიგნი შედგენილია მახატმების უახლოესი თანამშრომლების - ე.ბლავატსკაიას, რერიხების ოჯახისა და მათი მიმდევრების წერილების, მემუარებისა და ფილოსოფიური ნაწარმოებების საფუძველზედ.


სიკეთისა და ბოროტების მეტაისტორია


   შამბალა, როგორც უზენაესი გონის ცენტრი შექმნილია ჩვენს დედამიწაზე გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მასზე გაჩნდა ცივილიზაცია. ატლანტიდის დროიდან მოყოლებული  ამ ცენტრში იყვნენ გაერთიანებული უზენაესი ცოდნის მქონე ადეპტები - ადამიანები, რომლებმაც ბევრად გაუსწრეს თავის  თანამედროვეებს, როგორც სულიერ ასე ინტელექტუალურ განვითარებაში და მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნეს ჭეშმარიტებისა და კაცობრიობის მსახურებას. ბრძენთა, შემოქმედთა და მეცნიერთა თაობები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს არაგანდობილთა თვალთაგან ჰიმალაის მთებს მიღმა მოფარებულ სავანეში. თეთრი საძმოს ბირთვი შეიქმნა უზენაესი ცივილიზაციების წარმომადგენელთაგან, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე მიწიერი ისტორიის დასაწყისშივე მოვიდნენ მიწიერი ევოლუციის იმთავითვე ხელშესაწყობად. მათ ირგვლივ, მოწაფეებისა და თანამშრომლების სახით, შეიკრიბა კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლობა. როგორც უზენაესი გონის წარმოგზავნილნი, ასე მათი მიწიერი მოწაფეებიც, უზენაესი სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ძალით დაეუფლნენ ბუნების მოვლენათა საიდუმლო ძალებს. მათი სიცოცხლის ვადები წარმოუდგენლად აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის სიცოცხლის ვადებს, მათი მეცნიერული ცოდნა მრავალი ეპოქით უსწრებს მიწიერი ცივილიზაციის ცოდნას. დაუმორჩილეს რა საკუთარ ნებას მეცნიერებისათვის მანამადე უცნობი კოსმიური ზემძლავრი ენერგიები, აღმოაჩინეს რა მატერიის უცხო ნაირსახეობათა და მდგომარეობათა საიდუმლოებანი, თეთრი საძმოს შემოქმედნი ქმნიან უძლიერეს მეცნიერულ-ტექნიკურ პოტენციალს, რომელსაც ისინი იყენებენ არა მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისათვის, არამედ, ასევე პლანეტის ენერგეტიკული დაბალანსებისათვის, რათა არ მომხდარიყო ეკოლოგიური კატასტროფები, რომლის ზღვარზეც არა ერთხელ ყოფილა ჩვენი დედამიწა.
როგორც უკვე ითქვა, თეთრი საძმოს არსებობის ძირითადი მიზანია, - კაცობრიობის ევოლუციის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სულიერი და საგანმანათლებლო საქმიანობის მათ ძირითად მიზანს, წარმოადგენს კაცობრიობისათვის ახალი მეცნიერული იდეებისა და აღმოჩენების, სულიერი და ფილოსოფიური სწავლებების, კულტურისა და ხელოვნების, პროგრესული სოციალური სიახლეებისა და სხვა მსგავსი სიკეთის მიმართულებათა გადაცემა.
  განსხეულებულან რა ჩვეულებრივ ადამიანთა გარემოში სხვადასხვა ერების წარმომადგენლებად, ისინი აღწევდნენ  გამოჩენილ საზოგადო თუ სულიერ მოღვაწეთა მდგომარეობას, ან მეცნიერებისა თუ კულტურის სივრცეში აღწევდენენ ყველაზე დიდ წარმატებას და ამგვარად ცხოვრებაში შემოსული შამბალას ეს თანამშრომლები, თავისი შემოქმედებითი საქმიანობით ხელს უწყობდნენ მთელი მიწიერი ცივილიზაციის განვითარებასა და პროგრესს. აატარებდნენ რა უზარმაზარ სულიერ და ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც საგრძნობლად აღემატებოდა ჩვეულებრივ ადამიანთა შესაძლებლობებს, თეთრი საძმოს დესპანები ყოველთვის წარმოუდგენელ წარმატებებს აღწევდნენ თავიანთ შემოქმედებით საქმიანობაში, რა სფეროშიც არ უნდა ეღვაწათ მათ და ასეთი ხერხით ხდებოდნენ მთელი მსოფლიოს პროგრესის მამოძრავებელი პიროვნებები. ახალი იდეები და აღმოჩენები, რომლებიც მათ მოუტანიათ საზოგადოებისათვის, მათი მიმდევრობის მიერ შემდგომ განვრცობას ექვემდებარებოდა, ეს კი ხელს უწყობდა ცივილიზაციის განვითარიბისათვის ახალი სულიერი ინტელექტუალური საფეხურის შექმნას ჩვენს დედამიწაზე.
  მხოლოდ ერთი რამ მეტად საგულისხმოა: დედამიწის მთელი ისტორიის განმავლობაში თეთრი საძმოს ევოლუციის მისიას ართულებდნენ ანტიევოლუციური ძალები. აგნი იოგას ტექსტებში მკითხველი შეხვდება ისეთ მცნებებს როგორიცაა "ბნელები”, "შავი საძმო”, "შავი ლოჟა”, "ბნელეთის ძმები”. აგნი იოგის მოძღვრების თანახმად, დედამიწაზე არსებულ ანტიევოლუციურ ძალებს სათავეში ჩაუდგა უზენაესი გონის ყოფილი დესპანი, რომელიც თავდაპირველად პროგრესულ, ევოლუციურ როლს ასრულებდა. როგორც ეზოთერულ წყაროებშია ნათქვამი, სულიერი დაცემა და კატასტროფა არა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანთა ხვედრია, არამედ შეუდარებლად უფრო მაღალ კოსმიურ ევოლუციის საფეხურზე მდგარ უზენაეს არსებათა სივრცეშიც ხდება. ოდესღაც, დაცემულ ანგელოზს ლუციფერი - სინათლის მატარებელი ერქვა და იგი კაცობრიობის, კოსმიურ ხელმძღვანელ ლოგოსთა რიცხვს  მიეკუთვნებოდა, იმ ლოგოსებს, რომლებიც დედამიწაზე კაცობრიობის გასანათლებლად მოვიდნენ. თავისი სულიერი დაცემის გამო, კოსმოსის ოდესღაც ბრწყინვალე დესპანი კარგავს თავის ევოლუციურ მისიას და ბოროტების გზას დაადგება, რითაც სინათლის ანგელოზი ბნელეთის თავადი ხდება. ამით იგი მითებსა და რელიგიებში სამუდამოდ იმკვიდრებს კაცობრიობის დაუძინებელი მტრის, - სატანას სახელს. ლუციფერისაგან მისივე პლანეტარული მისიის ღალატმა, უზარმაზარი სულიერი ზარალი მიაყენა პლანეტისა და კაცობრიობის სულიერ განვითარებას. დაადგა რა ბოროტებისა და დეგრადაციის გზას, ლუციფერმა თან წაიყოლია თანაგუნდელთა უმეტესი ნაწილი და შიშისა და იძულების დისციპლინაზე დაფუძნებული,-ბოროტების, შავი სამყაროს ორგანიზაცია, რაც იგივეა შავი ლოჟა, შექმნა. აასე რომ მრავალი ერის წიაღში შემორჩენილი თქმულებები დაცემული ანგელოზების შესახებ, რეალურ საფუძველზედ არიან აღმოცენებულნი. ცოცხალი ეთიკის მოძღვრებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სიკეთისა და ბოროტების ძალთა ბრძოლა ასეთი ინტენსიურობით, მხოლოდ დედამიწაზე მიმდინარეობს. ბოროტება კოსმოსშიც არსებობს, მხოლოდ როგორც ქაოსის, ბუნების ბრმა, გაუცნობიერებელი და არა ორგანიზებული ძალების არასრულყოფილება, რომლებიც ჯერ არ დამორჩილებულან გონიერი საწყისის ნებას; დედამიწაზე კი, ბოროტება წარმოდგენილია ისეთი საწყისის ძალით, რომელიც ცნობიერად ეწინააღმდეგება სიკეთეს ანუ ევოლუციასა და საყოველთაო სიკეთეს. ამგვარად თეთრი საძმოს თანამშრომელთა მისია ჩვენს პლანეტაზე ძალაუნებურად გართულდა ბოროტებისა და ნგრევის ძალთა წინააღმდეგ იძულებული ბრძოლით. თეთრი საძმოს ამ ბრძოლაში უმთავრეს საშუალებას ყოველთვის წარმოადგენდა სულიერი განათლება და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
  თეთრი საძმოს თანამშრომელთა ნათელ მაგალითს წარმოადგენს რერიხების ოჯახის საქმიანობა და სულიერი ცხოვრება.

  
გაბრწყინების გზა


   თეთრი საძმოს სულიერ-საგანმანათლებლო საქმიანობის მიზანი კაცობრიობის სივრცეში, უპირველესყოვლისა, ყოველთვის იყო ჭეშმარიტი, ობიექტური, დოგმატიზმისაგან და წინასწარ შექმნილი წარმოდგენებისაგან თავისუფალი მსოფმხედველობის შექმნა, რომელიც კაცობრიობის სულიერი ევოლუციის დაჩქარების უნარიანი იქნებოდა. ზუსტად ამიტომ, მახატმების დასავლეთში საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა მსოფლიოსათვის ახალი სულიერ-ფილოსოფიური მოძღვრების მოტანა. შამბალას პირველი წარმოგზავნილის ე.ბლავატსკაიას ხელით დასავლეთმა შეიტყო მახატმების არსებობის შესახებ. ამის შემდეგ, საგანმანათლებლო მისიის ესტაფეტა ფრანჩე ლა დიუსა და უილიამ დაუერის ხელში გადადის და ისინიც კალიფორნიაში (ა.შ.შ.) "კაცობრიობის ტაძრის” საზოგადოებას ქმნიან. მაგრამ მართლაც რომ მასშტაბურ, ჭეშმარიტად მთელი მსოფლიოს სივრცის გრანდიოზულ სულიერ მისიას ხხ საუკუნეში, განახორციელებენ მეცნიერებისა და ხელოვნების გენიალური წარმომადგენლები - ნ.კ. რერიხი და მისი მეუღლე ელენე რერიხი შვილებთან ერთად.
როგორც მსოფლიოში მახატმების დავალებათა მატარებელი მათი წინამორბედნი,-რერიხებიც, მრავალი წინადაბადებებით, კარმიულად იყვნენ დაკავშირებულნი თეთრ საძმოსთან. ზუსტად ამიტომ, მათი მასწავლებელთან თანამშრომლობის გზაზე შედგომა და ურთულესი სულიერი მისიის მიღება, წინასწარ იყო განპირობებული. თეთრ საძმოსთან კარმიულმა კავშირმა ელენე და  ნიკოლოზ რერიხების ცხოვრებაში ბავშვობიდანვე იჩინა თავი.
  ეს გამოიხატებოდა მათთვის დამახასიათებელ ინტუიციურ ცოდნაში (ფაქტიურად საკუთარ, წარსულ ცხოვრებათა ცოდნა) იმასზედ, რომ არსებობენ უზენაესი ცოდნის მასწავლებლები, მაგრამ როგორც რერიხების ოჯახის ბიოგრაფი პ.ბელიკოვი აღნიშნავს თავის წიგნში, - "რერიხი. სულიერი ბიოგრაფიის გამოცდილება”, - თეთრი საძმოს მიერ მათზე დაკისრებული მისია, ერთბაშად როდი გაცხადებულა მათთვის. წარსულ ცხოვრებათა სულიერი საგანძურის თანდათანობითი გახსნა, შამბალას მომავალ თანამშრომელთა ცნობიერებაში, მიმდინარეობდა ჩვეულებრივი "მიწიერი” ინტელექტის განვითარების პარალელურად. როგორც ბელიკოვი წერს, "თავად დავალების არსი (ნ.კ.რერიხისათვის) რჩებოდა დახურულად ვიდრე ცხოვრების გამოცდილება და დაგროვილი ცოდნის პოტენციალი არ მიაღწევდა იმ ზომას, რომელიც საშუალებას მისცემდა მას თავისი სულიერი პოტენციალი გამოეყენებინა, უკვე ამ ცხოვრებაში შეძენილი სრულყოფილი, ეპოქის მოთხოვნილებებთან შეხმიანებული ინტელექტით(...)
მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო, რომ დავალების, შეხვედრებისა და გაბრწყინების წინათგრძნობა მას ბავშვობიდანვე თანდაყოლილი ჰქონდა”.
     ელენე და ნიკოლოზ რერიხებში წარსულ ცხოვრებათა  დანაგროვის გამოვლინებები გაბრწყინებას (ამის შემდეგ მასწავლებლებთან სულიერ - ტელეპატიური კავშირის დამყარების მცდელობები), გვაგონებენ თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნობილ ფენომენს, რასაც ცნობიერების მდგომარეობის ცვლილება ეწოდება. აამ ტერმინის იქეთ იგულისხმება თანამედროვე ფსიქოლოგიისათვის ცნობილი სულიერ-ფსიქოლოგიური განცდები - უჩვეულო სიზმრები და ხედვები ტრანსებამდე და ეგრეთწოდებულ სხეულს მიღმიერ მდგომარეობამდე. 

კატეგორია: ოქროს საწმისი | დაამატა: yoga (06.09.2011)
ნანახია: 2073 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: