მთავარი » სტატიები » ქრონიკა ХРОНИКА

გაკვირვებულმა ექიმებმა დააფიქსირეს სრულიად სუფთა ფილტვები!!!
 1999 წლის ივლისში მე მივმართე საზოგადოებას "რერიხი – სამყაროს დედა”. თამაზ თავაძის მეთოდით სამკვირიანი რეგულარული ვარჯიშების შემდეგ მე სრულიად გამიქრა მარცხენა ხელის თითების ნაღუნზე კორძები, ცოტა მოგვიანებით მარჯვენა ხელის დაკრუნჩხული საჩვენებელი თითი გამისწორდა. საერთო მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა. მიუხედავად ასაკისა და დაავადებით მთელი რიგისა                 (II ხარისხის ჰიპერტონია,II ხარისხის გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სტენოკარდია, გულის იშემიური დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქვიშა თირკმელებში, ბაზედოვის დაავადება და ა. შ., ასევე ინვალიდობის IIეგ,). მე შევძელი წლის განმავლობაში ენერგიის დაგროვება, ვირწმუნე ჩემი ძალების, - ტკივილები გაქრა. ახლა მე მაქვს საშუალება ყველა დაავადების განკურნებისა, რადგანაც აგნი-იოგის გამაჯანსაღებელი სისტემა გვეხმარება ორგანიზმში დავამყაროთ ჰარმონია ფუნქციონალურ სისტემების შორის, ე. ი. ადამიანი განიკურნოს მთლიანობაში.
  2000 წლის დეკემბერში მე ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მე გავცივდი: სინათლისა და გათბობის გარეშე ზამთარში, ნესტიან სარდაფის საცხოვრებელში – ეს იოლია. დამეწყო ხველა, უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი, შიგნით ყველაფერი მტკიოდა, სიცხემ ამიწია 39-მდე. თერაპევტი გაოგნებული იყო: სურათზე ჩანდა ორივე ფილტვში შეგუბება მარცხენა მხარეს გულის გაფართოებით, ფილტვები არ ისმინებოდა; წამლების მიღება არ შემეძლო ალერგიის გამო.
   ტელეფონით დავუკავშირდი თამაზ თავაძეს. მან გამომიყო მეთოდისტი ელენე ბეჟანიანი, რომელიც ჩემზე ადრე მუშაობდა, და, მასთან კონსულტაციების შემდეგ, მე დავიწყე ინტენსიურად ვარჯიში. ორი კვირის გაძლიერებული ვარჯიშების შემდეგ (ზოგჯერ 20 საათი დღე-ღამეში) თამაზ თავაძის მეთოდით, ორ სხვადასხვა პოლიკლინიკაში, სადაც დამისვეს დიაგნოზი, გაკვირვებულმა ექიმებმა დააფიქსირეს სრულიად სუფთა ფილტვები.

   მე მინდა გამოვთქვა უდიდესი მადლიერება თამაზ თავაძის მიმართ უანგარო დახმარებისა და ყურადღებისათვის, რომელიც მან გამიწია მე, როგორც მარტოხელა ქალს. დიდი მადლობა თქვენ, დიდსულოვანო, საოცარო ადამიანო, იმ სიხარულისათვის, რომელსაც თქვენ ჩუქნით მსმენელებს და პაციენტებს ყოველი შეხვედრისას. გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში, რაც ასე აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის.


იულია კიაკოვა, 73 წლის, ჩხეიძის ქ. 4, ტ: 96-66-91.     
კატეგორია: ქრონიკა ХРОНИКА | დაამატა: yoga (21.09.2011)
ნანახია: 909 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: