მთავარი » სტატიები » ქრონიკა ХРОНИКА

მადლობის წერილი


       ნნ..ტო   ბე....შვილის მადლობის წერილი.

    ცხოვრება მშვენიერია, ეს სიტყვები მესმოდა მე ექვსი წლის წინ, როდესაც მედიცინის მუშაკებმა მითხრეს, რომ სიცოცხლე მოზომილი მქონდა და გამიჩნდა საოცარი პროტესტის შეგრძნება, რატომ??? რისთვის???
    წონის კლება, საოცარი სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, უმადობა, უფერული სახის კანი და ცხოვრების ინტერესის დაკარგვა. მაგრამ ამავ დროს ამ დგომარეობასთან შეუგუებლობის სასტიკი გრძნობა.
    ბედისწერამ შემახვედრა პიროვნებასთან, რომელმაც დამანახა ამ სიტუაციიდან გამოსავალი გზა, გზა ჯამრთელობისაკენ.
    ათი წლის წინ დედის გარდაცვალების გამო დიდ დეპრესიაში ჩავვარდი და ბოლოს მივიღე საშინელი შედეგი.
    ადამიანის ორგანიზმი ენით აუწერელი შესაძლებლობების პატრონია. ადამიანს მხოლოდ ევალება ეს პოტენციალი აღმოაჩინოს, კარგად შეისწავლოს და შემდეგ თავისსავე ჯამრთელობის სამსახურში ჩააყენოს. ამის დადასტურებაა ის საოცრება რომელიც მე გადამხდა და არა მარტო მე, მრავალი განკურნებული ადამიანია მადლიერი ბატონი თამაზ თავაძისა. საუბედუროდ ჩვენი ყოფა სტრესებითა და ნერვიულობითაა სავსე. ადამიანმა უნდა შეძლოს მისსივე ემოციები მოთოკოს და მართოს, რომ გაიხანგრძლივოს ცხოვრება. ეს კი შესაძლებელია ფსიქოლოგიური ზემოქმედებით საკუთარ თავზე, ანუ ფსიქოლოგიური ვარჯიშებით. თუ შეიძლება ადამიანმა დარდით თავი მოიკლას, რატომ არ შეიძლება სიხარულით ცხოვრება გაიხანგრძლივოს, გაიხანგრძლივოს როგორც სიცოცხლე ასევე გაიკაჟოს ორგანიზმი. ყველაფერი ადამიანის თავიდან მოდის. ადამიანის ტვინი, გული და ხერხემალი _ აი ესაა ფსიქოლოგიური ვარჯიშების დაუშრეტელი წყარო, _ სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენი სხეულისა.
    სერიოზული დაავადებები განპირობებულია სამი ძირითადი ფაქტორით, ესენია: გაციება, ნერვიულობა და ტრავმა ანუ ყველა ის ფაქტორი, რომელიც ორგანიზმის სპაზმს იწვევს. როგორც გამდინარე წყალში ჭაობი არასოდეს გაჩნდება, ასევე ორგანიზმი, რომელშიც სპაზმი არ არის და სისხლი ყველა ორგანოს თავისუფლად მიეწოდება, დაცულია ყველა სერიოზული დაავადებისაგან. ეს უნდა გაითავისოს ყველა ადამიანმა. გარდა ამისა მრავალი ვირუსი ებრძვის ადამიანის ორგანიზმს, მრავალი უცხო დაავადება იჩენს თავს, ამიტომ საჭიროა თავის დაცვა, იმუნური სისტემის მოწესრიგრება და გაძლიერება ეს კი შესაძლებელია არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ საკმაოდ ძლიერი ფიზიკური ვარჯიშებით, რომლის სამსახურში დგას ჩვენი მკურნალი, და არა მარტო მკურნალი, _ არამედ არაჩვეულებრივად გულისხმიერი პიროვნება რომელიც სხვის ტკივილს თავისად აღიქვამს, _ ბატონი თამაზ თავაძე. იგი უანგაროდ ემსახურება კაცობრიობას.                                       
კატეგორია: ქრონიკა ХРОНИКА | დაამატა: yoga (12.05.2011)
ნანახია: 770 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: