მთავარი » სტატიები » ქრონიკა ХРОНИКА |
ნატალია ქურხულის მადლობის წერილი
მომდევნო შვიდი წელი გარდაიქცა ავადმყოფობების უწყვეტ ნაკადად:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალი ქრონიკული დაავადება, გინეკოლოგიური
ოპერაცია, მარილების დაგროვება მხრის სახსარში, ფარისებრი ჯირკვლის
ფუნქციის დარღვევა, ნევრალგია, ანტიბიოტიკების ხშირი მიღების აუცილებლობით
გამოწვეული ლეიკოპენია. ეს სია შეიძლება კიდევ განვავრცოთ. ყოველი დღის
მოსვლას თან ახლდა ახალი ავადმყოფობის მოლოდინი და შიში, წლის დეკემბერში
ბატონი თამაზ თავაძის და სამკურნალო სისტემის „ოქროს საწმისის" გაცნობით.
თანდათანობით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა ყველაზე
დიდი გამოწვევა გამოდგა ავადმყოფობისადმი ჩემი დამოკიდებულების გარდაქმნა
და იმის გაცნობიერება რომ მე თვითონ მიწევს განკურნების ხელშეწყობა. ბატონი თამაზი დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ჩემს მდგომარეობას და უსაზღვრო მოთმინებით მამეცადინებდა. მე ნამდვილად მიჭირს შესაფერისი სიტყვების პოვნა, ამ არაჩვეულებრივი ადამიანისთვის, ჭეშმარიტი ფილოსოფოსისთვის, მმკურნალისთვის და ფსიქოლოგისთვის მადლიერების გამოსახატავად. ამჟამად „ოქროს საწმისის" ვარჯიშები ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სრულად მომეხსნა ტკივილები კუჭში, მხრის სახსარს დაუბრუნდა მოძრაობის უნარი, გაქრა იმ წამლების მიღების აუცილებლობა, რომელთა გარეშეც ჩემი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო და რაც ყველაზე მთავარია დამიბრუნდა ენერგია და ცხოვრების ხალისი. ყოველივე ამას მე ვუმადლი „ოქროს საწმისის" სისტემას და ბატონი თამაზ თავაძის არაჩვეულებრივ ჰუმანიზმს და პროფესიონალიზმს.
დიდი პატივისცემით,_
ნატალია ქურხული
| |
ნანახია: 834 | |
სულ კომენტარები: 0 | |