მთავარი » სტატიები » ქრონიკა ХРОНИКА |
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე ალექსანდროვი
მადლიერების წერილი ჟურნალ "მედეას" პატივცემულო მკითხველებო. ამ წერილის შედგენას საკმარისი დრო მოვანდომე. ჩემთვის, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდ დილემას წარმოადგენდა ის, რომ მე უნდა გამომეხატა ჩემი აზრები და განცდები ერთდროულად როგორც ობიექტურად ასე გასაგებად. დავიწყებ თავიდან: - ვფიქრობ, რომ არცერთ მკითხველს არ გაეხარდებოდა სამედიცინო უწყებიდან მიეღო დასკვნა იმის შესახებ, რომ იგი ავადაა საერთოდ, და მით უმეტეს ისეთი დაავადებით როგორიცაა სხეულში აღმოჩენილი ორი სიმსივნური კერა: (...სიცოცხლე ხომ თითქმის ეს-ესაა დაიწყო, ყოველ შემთხვევაში კარგად გახსოვთ თქვენს ცხოვრებაში სკოლის პირველი ზარი)... ამ სამი წერტილის მერე იწყება სხვა, მკვეთრად შეცვლილი ცხოვრება (მორალური სიკვდილი, სარკაზმი, გულგრილობა...) და იმის მწვავე შეგნებაც, რომ ოჯახს ჭირდება მარჩენალი! ამის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ, მოდის ლოგიკური დასკვნა - მკურნალობა. მინდა ბოლომდე დავრჩე ობიექტური, რადგან წინ აღმიდგა სტატისტიკა, მეტად მკაცრი მოვლენა, ანუ მისი გარკვეული სარწმუნო მონაცემები, კლასიკური მეთოდებით მკურნალობისა და მათი ეფექტურობის შესახებ. მაგრამ ყოველივე ეს მეტად მომაბეზრებელი გახდებოდა ჩემთვის, თუკი მკურნალობა ასე უბრალო პროცესებად გარდაისახებოდა. ყოველ სამკურნალო მეთოდს, იქნება ეს ოპერაცია, ქიმიოთერაპია თუ დასხივება, ხომ გააჩნია თავისი როგორც ეფექტურობის, ასევე გვერდით მოვლენათა პროცენტები. თქვენ შეგიძლიათ ჩამთვალოთ საკმარისად მშიშარად იმის გამო, რომ მე თავიდანვე როდი მივმართე აგნი-იოგას მკურნალობის მეთოდებს, მაგრამ მივცეთ არჩევანის უფლება ყოველ სნეულს საკუთარი სიცოცხლის მიმართ და უფლებაც - ღირსეულად განვლოს განსაცდელი. თქვენ შეგიძლიათ მენდოთ, ან ღმერთმა ქნას, რომ არ დაგჭირდეთ ქირურგებთან განსაზღვროთ საკუთარი ოპერაციის მსვლელობა, მისი "შესაძლო გვერდითი მოვლენები" და ა.შ. (გახსნილად რომ ვთქვათ ერთადერთი პრეპარატი რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი ეფექტები, გახლავთ "პლაცებო"). ქიმიური პრეპარატები საკმარისად ეფექტურები არიან და შესაბამისად მათ აქვთ გვერდითი მოვლენებიც (დაეკითხეთ ყველას ვისაც ამასთან შეხება ჰქონია). ჩემს შემთხვევაში მოვლენათა განვითარება ასე გამოისახა: მკურნალობა დასრულებულია. ყველაფერი (+,-) კარგადაა. შეიძლება ჩატარდეს პრევენციული ოპერაციაც ან კონტროლქვეშ დადგეს ონკო-მარკერები (კიდევ კარგი ჩემს შემთხვევაში ისინი სანიმუშონი იყვნენ). მაინცა და მაინც რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე არც ისე ბრწყინვალედ ვგრძნობ თავს, დავდივარ ქოშინით, ხელ-ფეხი მიბუჟდება და ალაგ-ალაგ საგრძნობლად მიშუპდებიან... მაგრამ ღვთის მადლით ოპტიმიზმი არასოდეს არ დამიკარგავს და საკუთარი საქმის პროფესიონალებთან,-თამაზ თავაძესთან და მის მოსწავლე პავლე კანკავასთან,- მომავალი შეხვედრა, იმედით მავსებდა. ამიტომაც ჩამოვედი თბილისში და,-სიმართლეს გეტყვით,-თითქმის ერთბაშად გადარჩენას ველოდი. ორივე მკურნალი მაქსიმალურად ცდილობდა, ისინი არ იშურებდნენ თავის ცოდნას და დროს, რათა ესწავლებინათ ჩემთვის მედიტაციები და ვარჯიშები. და თუ პავლე კანკავას სტაჟიან ექიმს შესანიშნავად ესმოდა ანატომია, ეს სავსებით გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ ანატომიის, ფიზიოლოგიისა და პატოფიზიოლოგიის თამაზ თავაძისგან ასეთი სიღრმით ცოდნამ, მე გამაოცა და ეს სასიამოვნო აღმოჩენა გახდა ჩემთვის. პრაქტიკულად ყოველდღიურად რამოდენიმეჯერ ვმეცადინეობდით და სასიამოვნო იყო იმის შეგნება, რომ ორივე სპეციალისტი სრული დატვირთვით მუშაობდა. ისინი გულგრილნი როდი იყვნენ ჩემი, როგორც პაციენტის, პრობლემების მიმართ და შედეგებმაც არ დააყოვნეს. უკვე პირველივე კვირის შემდეგ მე ვიგრძენი ძალების მატება და ქოშინის კლება. შემდეგი კვირის თავზე დავიწყე იატაკზე აჭიმვები, აღარ ვსაჭიროებდი შესვენებებს, რამეთუ ქოშინი საერთოდ გაქრა და იოლად დავდიოდი გრძელ მანძილებზე. საგრძნობლად შემცირდა შეშუპებები; თავზეც და სახეზეც აქტიურად დაიწყო აღდგენა თმიანობამ; არც ძილის მოთხოვნილება აღარ მქონდა სადილის შემდეგ,- იგი შესანიშნავად ჩაანაცვლა მედიტაციამ. მესამე კვირას ტოვსტონოგოვის ქუჩიდან რუსთაველამდე და უკან დინჯად ვსეირნობდი ყოველგვარი დასვენების გარეშე, რაც სულ 35-40 წუთს იკავებდა. ეს უკვე არანაირად არ შეიძლება შევადარო იმ მდგომარეობას რომელშიდაც მე გახლდით ორი კვირის წინ. ნება მომეცით კიდევ რამოდენიმე ნიუანსი აღვნიშნო;- პირველი ის, რომ სასურველია ყოველთვის გწამდეს საკუთარი თავისა და იმისა, რითაც ხარ დაკავებული; მეორე ის, რომ ივარჯიშოთ მთელი მონდომებით და რეგულარულად; რა თქმა უნდა, რომ მუდამ პოზოტივში უნდა დარჩეთ, რადგან რასაც ფიქრობთ და ამბობთ იგივე დაგიბრუნდებათ. რასაკვირველია, რომ არ უნდა ელოდებოდეთ სასწაულს ერთბაშად, თუმცა არის ისეთი მომენტებიც, რომლებსაც თქვენ იმთავითვე შეამჩნევთ და იგრძნობთ, მაგრამ ისიცაა, რომ ბევრ რაღაცას თქვენ დროთა განმავლობაში შეამჩნევთ. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, თუმცა პირადად მე, ძალზედ მწვავედ მეწადა, რომ განმეორებით კომპიუტერულ გამოკვლევაზე გაზრდილი ლიმფური კვანძები არ გამოჩენილიყვნენ. მაგრამ ეს არც ისე იოლი გამოდგა, რაც ალბათ ისედაც გასაგებია, ვინაიდან ქიმიოთერაპიით სკლეროტირებული ლიმფური კვანძები ასე სწრაფად არ გამოსწორდებიან. სამაგიეროდ ონკო-მარკერები, რომლებიც დასაშვებ ზღვარში იმყოფებოდნენ, ეხლა ორჯერ შემცირდნენ (ეს უკვე დამატებითი მოტივაცია გახდა ჩემთვის აგნი-იოგას ვარჯიშების გაგრძელებისათვის). შედეგად ყოვლისა მე ისღა დამრჩენია, რომ გავიხარო იმათი წარმატებებით, ვინც თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან სრულ განკურნებას თავისი დაავადებისაგან, აგნი-იოგას დახმარებით მოახერხებს და, ბუნებრივია რომ მე ჩემის მხრივ, გამოვთქვამ უსაზღვრო მადლობას შესანიშნავი სპეციალისტების მიმართ,- თამაზი თავაძისა და მისი მოსწავლის, ექიმ პავლე კანკავას მიმართ: გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, უშრეტ ენერგიას და ღვთის კურთხევას თქვენს ყველა წამოწყებაში. პატივისცემით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე ალექსანდროვი | |
ნანახია: 859 | |
სულ კომენტარები: 0 | |