მთავარი » სტატიები » ქრონიკა ХРОНИКА |
თირკმლის უკმარისობა
თორნიკე ასლანიკაშვილი დაბ. 07 /09/ 1987წ. მცხოვრები ქ. თბილისში ვარ 24 წლის, მეექვსე წელია რაც ავად გავხდი. 2006 წელს დამიდგინეს ორივე თირკმლის მწვავე ნეფროსკლეროზი (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა). კვირაში 3-ჯერ დავდივარ ჰემოდიალიზზე. ექიმები გამოჯამრთელების არანაირ იმედს არ მაძლევდნენ. მთელი ექვსი წელი ვიყავი საშინელ დეპრესიაში, სახლიდან გასვლაც კი არ მინდოდა, მქონდა მაღალი წნევები და დაბალი ჰემოგლობინი. ისეთი ფერი მედო სახეზე, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა. ერთ დღესაც ახლობელმა მირჩია, მივსულიყავი ბატონ თამაზ თავაძესთან. მან მითხრა, რომ ის აუცილებლად დაგეხმარებაო. მე, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა _ ამ დაავადებას როგორ მოვერევი აგნი იოგას დახმარებით მეთქი? მაგრამ ნათქვამია _ ცდა ბედის მონახევრეაო და მეორე დღეს მივედი ბატონ თამაზ თავაძესთან. მან ძალიან თბილად მიმიღო, შემხედა და მითხრა: გაიცანი, ეს ჩემი მოსწავლეა ზაქარია ტატინაშვილი, ის იქნება შენი მასწავლებელიო. საუბრის შემდეგ მე მივხვდი, რომ ეს ორი უნიკალური ადამიანი შეძლებდა ჩემს გამოყვანას არსებული მდგომარეობიდან, რა თქმა უნდა მეც უნდა მომენდომებინა და ასეც მოვიქეცი. მეორე დღიდან დავიწყე აგნი იოგას ვარჯიშების შესწავლა და იმ დღიდანვე ეს გახდა ჩემი ერთადერთი იმედი. უკვე 3 თვეა დღე და ღამე ვვარჯიშობ და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, ენერგია მომემატა, ფსიქოლოგიურადაც გამოვსწორდი და რაც მთავარია სისხლის ანალიზიც გამომისწორდა. მრავალწლიანი პაუზის შემდგომ ვარჯიშების შედაგად აღმიდგა შარდის გამოყოფა. სისხლის ანალიზი ვარჯიშამდე 2 თვის შემდეგ ნორმაკრეატინი 1200-1500 600 120 ჰემოგლობინი 40 ძვ.ერთ. 80ძვ.ერთ./ 138 ახ.ერთ. 130-160 გ/ლ კალიუმი 4,5 2,0 1,5-2,0 შარდოვანა 2,4 1,4 < 8 მე, მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ თამაზ თავაძესა და მის ასისტენტს ზაქარია ტატინაშვილს ყველაფრისათვის რაც ჩემთვის გააკეთეს. ეს ორი ადამიანი რომ არა, ალბათ ჩემი ცხოვრება აღარაფერს აღარ წარმოადგენდა. მე აგნი იოგამ ცხოვრების სტიმული დამიბრუნა და აუცილებლად გავაგრძელებ ვარჯიშების შესრულებას, რაც აუცილებლად საბოლოოდ განმკურნავს ამ აუტანელი დაავადებისაგან. 25/12/11წ.
| |
ნანახია: 1482 | |
სულ კომენტარები: 0 | |