მთავარი » სტატიები » ქრონიკა ХРОНИКА

წერილი
   დავიწყე კეთილ მოძღვარ ბ-ნ თამაზისთან ჯგუფურ მეცადინეობაზე სიარული. თავდაპირველად ხან ვერ ვხვდებოდი, ხან ვერ ვასრულებდი, ხან მესმოდა, როგორ გამეკეთებინა ვარჯიში, მაგრამ არ გამომდიოდა. მივედი ბატონ თამაზთან და ვკითხე, რაღაც ვერ გამომდის ვარჯიში და რა ვქნა მეთქი. ბ-მა თამაზიმ მაშინვე მითხრა მოდი ჩემთან ოფისში და ინდივიდუალურად იმეცადინეთო. მივედი. ჩემი თავი ჩააბარა ქალბატონ ეთერ გოგოლაძეს და მითხრა რამდენიც შეგიძლია გადაიხდი საფასურსო. თუ არ შეგიძლია, ოჯახს ნუ შეაწუხებ და ისე იარეო. აქ შენ გამოჯანმრთელდები და გაახალგაზრდავდები. მხოლოდ უნდა ივარჯიშო ინტენსიურად, მონდომებით და რწმენით რაც მთავარიაო. შიში და ეჭვი დაივიწყეო.
ასეთმა ღვთისნიერებამ გული დამიამა და დამაიმედა. მაგრამ რაც შეეხება გაახალგაზრდავებას მაინც დამკრავდა ეჭვი. სარკეში ხომ ვიხედებოდი, იქიდან მიყურებდა  ბეჭებში მოხრილი, თითქმის კუზიანი ქალი, დაშრეტილი თვალებით და დანაოჭებული სახით. მე თვითონ ვიჭერდი ჩემს თავს როგორი ბებრული მოძრაობები მქონდა, როგორი მოუქნელი თითებით მოუხერხებლად ვაცხობდი ნამცხვარს ან ვაკეთებდი სადილს. როგორი ბებრული მოძრაობით ვჯდებოდი ან გადმოვდიოდი მარშრუტკიდან. ბაზარში ვაჭრობისას გამყიდველები მიკლებდნენ ფასს და მეუბნებოდნენ ”შენ იაფად მოგცემ ბაბო-ჯან”. შვილიშვილები რომ მოდიოდნენ, მალე ვიღლებოდი. თუ დიდხანს დარჩებოდნენ სასტიკად ვიქანცებოდი სიცოცხლით სავსე, ენერგიული ბავშვების ჟრიამულით. როცა წავიდოდნენ მივესვენებოდი დივანზე ჩემი ქმარი ჩემზე 5 წლით უფროსია, მაგრამ რამდენჯერ უთქვამთ: შენ რამდენი წლით უფროსი ხარ შენს ქმარზეო.
მეცადინეობას შევუდექი მთელი მონდომებით. ქ-ნი ეთერი ძალიან კეთილი და საყვარელი ქალი აღმოჩნდა. მასწავლიდა ვარჯიშების დაუფლების ტექნიკას, მიკეთებდა მასაჟებს, მმოძღვრავდა. პარალელურად დავდიოდი ჯგუფურ მეცადინეობაზე, რომელსაც პირადად ბ-ნი თამაზი ატარებს.
თანდათან ვხედავ!!! რომ ფეხი აღარ მტკივა, არ მეღვრება მუხლიდან ქვემოთ ცხლად სისხლი. ვენების იცვლიან მდებარეობას, გაიშლებიან, იმალებიან, ქრებიან. აფერადებული და ყავისფერ ლაქიანი ფეხის იბრუნებს, თავის ფერს. ფერის ფრჩხილებიც იბრუნებ ცოცხალ ფერს (ადრე ყვითელი იყო და იფშვნებოდა).
თანდათან ვგრძნობ!! შინაგანად მხნე და ენერგიული გავხდი, ადვილად არ ვბრაზდები და არ ვღიზიანდები, უფრო დამთმობი და ხალისიანი ვარ. მალე 73 წლის გავხდები და აშკარად ვგრძნობ, რომ წელსა და ბეჭებში ვიმართები, ხორცი შევისხი, თვალებში სხივი ჩამოდგა. მთელი დღე დაუღალავად ვშრომობ ოჯახში (მეზობლები გაკვირვებით მიყურებენ!). ბავშვებიც ისე ვეღარ მღლიან. დიდი სიამოვნებით ვეთამაშები მათ, ვუკითხავ წიგნებს, ვასეირნებ ბაღში. ბაზარში აღარ მეძახიან ”ბაბო-ჯან” და ბებო-ს, მარშრუტკაშიც სხარტად ვჯდები. დიდი ხნის უნახავი ნაცნობები მეუბნებიან გაახალგაზრდავებულხარ ან მშვენივრად გამოიყურებიო.
კეთილი და კაცთმოყვარე ბ-ნ თამაზის შთაგონებით აღვიჭურვე რწმენით და იმედით.
საყვარელი ქ-ნ ეთერის წყალობით ვეუფლები აგნი იოგას ვარჯიშებს. მიზანიც მიღწეულია: მე დავიწყე გაახალგაზრდავება, რაც საგრძნობლად დამეტყო.
თანაც ასე მგონია უფალმა იესო ქრისტემ მეც მითხრა (ისევე, როგორც სისხლდენით გატანჯულ ქალს): ”გამხნევდი ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა”. (ახალი აღთქმა. მათე 9.22).


მადლობა უფალს.

მადლობა ბ-ნ თამაზს.
მადლობა ქ-ნ ეთერს.
მადლიერი ლამარა ნებიერიძე,  12. 10. 2003 წ.

კატეგორია: ქრონიკა ХРОНИКА | დაამატა: yoga (12.05.2011)
ნანახია: 713 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: