მთავარი » სტატიები » ქრონიკა ХРОНИКА |
პრობლემები ოჯახის შექმნის შემდეგ დამეწყო. 1987 წელს გავიკეთე პირველი ოპერაცია _ საშვილოსნოს ფიბრომა, რომელიც ყელის მიდამოში იყოლოკალიზებული. 1989 წელს განმივითარდა ბარძაყის ფლეგმონია ენდოკრინოლოგიური დარღვევების გამო. ამას მოჰყვა ალიმენტალური შაქარი 9 აპრილის მოვლენების გამო და ჭრილობაც ოთხი თვის განმავ¬ლობაში არ მიხორცდებოდა. 1991 წელს გარე ორსულობის გამო ამოვიკვეთემარცხენა საკვერცხე. 1994 წელს მარჯვენა საკვერცხეზე გამიჩნდა კისტა და კიდევ ერთი ფიბრომიონა. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ცხოვრება საოპერაციო მაგიდიდან საოპერაციო მაგიდამდე გრძელდებოდა და ეს გაგრძელდა 11 წელი, ვიდრე ნანატრიშვილი არ შემეძინა. მიუხედავად ყველაფრისა დავფეხმძიმდი და მეოთხედი საკვერცხის ამარა გავაჩინე ბიჭი, _ ლაშა-გიორგი 3კგ. და 300. ბავშვთანერთად ამოიღეს 12 კგ. ფიბრომა და მასთან ერთად საშვილოსნოს ერთი მესამედიც ამომკვეთეს, რამაც მთლიანად დაანგრია ჩემი ქალური ცხივრებადა ჯანმრთელობა. მაშინ მე ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი იოგას შესახებ. ჯანმრთელობის მორიგი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი 2002 წელს. არტერიული გიპერთენზიის ფონზე დამემართა გაჟონვა, რამაც ნათხემის შეშუპება გამოიწვია. ამას მოჰყვა მარჯვენა კიდურების სრული პარეზი. თვენახევრიანი სტაციონალური მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, მაგრამ საწოლს მიჯაჭვული აღმოვჩნდი. მაშინგამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში იოგა, თუმცა, პიროვნებას, რომელმაც ჩემს ჯან¬მრთელობაზე ზრუნვა გადაწყვიტა, ვიცნობდი, მხოლოდ არასდროსმიმიქცევია მისი საქმიანობისათვის სათანადო ყურადღება. მედიცინის მუშაკის თვალით ის ირონიასაც კი იწვევდა ჩემში. მაგრამ სხვა გზა და ხსნაარსად იუო. ამიტომ ნუგზარ ძიძიგურთან დავიწყე ვარჯიში თამაზ თავაძის ოქროს საწმისის სისტემით. თვენახევრიანი ინტენსიური მუშაობისშემდეგ ერთ კიდურში გრძნობა გაჩნდა. ამის შემდეგ უფრო ინტენსიურად დავიწყე ვარჯიში. შესაბამისად ჩემი რწმენა და შინაგანი ემოციებიჯანმრთელობის გაუმჯობე-სებაზე აისახა. ორი თვის შემდეგ სიარული დავიწყე. რაოდენ დიდი იყო მკურნალი ექიმის გაოცება, როცა გამოკვლევისასყველა რეფლექსი აღდგენილი დახვდა. ამასთან ერთად სამი ნაჟონიც აღარსად იყო. თუ არა გადაღებული ტომოგრაფია, ჩემს ავადმყოფობასნამდვილად ვერავინ იწამებდა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ინტენსიური ვარჯიში. ცხრა თვის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ჩემს სპეციალობას დადავიწყე აქტიური ცხოვრება. თურმე სასწაულები კიდევ ხდებოდა ორგანიზმში. 2008 წელს კიდევ ერთხელ გაოცდნენ მედიკოსები, როცა ექოგენურიშემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საშვილოსნომ, რომლის რეზექციაც გაკეთდა საკეისრო კვეთის დროს, თავი აღიდგინა და ნორმალური, არა¬ნამშო¬ბიარები, ფუნქციონალურად აღდგენილი საშვილოსნოს ზომა მიიღო. ასევე აღდგა საკვერცხეც და ნორმალური ფუნქციონირება დაიწყო. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გააოცა სანდრა რულოვსის ცენტრის სამედიცინო პერსონალი. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით დამადლობა გადაუხადო ბატონ თამაზ თავაძეს იმისთვის, რომ მოღვაწეობს ამ სფეროში და არსებობს მისი მეთაურობით ეს ცენტრი საქართველოში.
თინათინ მაზანაშვილი 24/04/2010წელი. | |
ნანახია: 933 | |
სულ კომენტარები: 0 | |