მთავარი » სტატიები » სხვადასხვა РАЗНОЕ

ფიზიკური სხეულის მარადიული სიცოცხლე


  
    შეკითხვა: ბატონო ანდრია! რამდენად რეალურია ადამიანი საკუთარ ფიზიკურ სხეულში უკვე ეხლავე გავხადოთ უკვდავი?
    პასუხი: არა მხოლოდ ეხლავეა შესაძლებელი ადამიანთა გაუკვდავება, არამედ მოხუცებს ახალგაზრდობა შეგვიძლიან რომ დაუბრუნოთ, რამეთუ ახალგაზრდობის გარეშე უკვდავება უაზრობაა.
    შეკითხვა: რატომ არ სთავაზობთ ამას ყოველ მსურველს?
    პასუხი: ამისათვის ჩვენ ცოტაოდენ სახსრებს ვსაჭიროებთ სპეციალური აპარატურის დასამთავრებლად, _ კოგერენტული ტალღების გენერატორის დასასრულებლად. ჩვენ მრავალგზის მივმართეთ ამ წინადადებით მომხმარებელს, მაგრამ აღმოჩნდა რომ მათ, არა მხოლოდ თვითონ არ სურთ მუდამ ახალგაზრდებად ყოფნა, არამედ თავის მხრივ ასეთ შეკითხვას სვამენ: "კი მაგრამ რისთვის გჭირდებათ ეს თქვენ?" აი ასეთი პარადოქსია. ამიტომ, ვიდრე ჩვენ ჩვენს ტექნოლოგიას საზღვარგარეთ შევთავაზებით, ჩვენ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მივიჩნევთ, მოგვესწრო ამ ინფორმაციის რუსეთში პუბლიკაცია იმ იმედით, რომ დაინტერესებულ პირებს მოვძებნიდით და აქვე, რუსეთშივე მოვახდენდით ამ იდეის განხორციელებას.
    შეკითხვა: რაში მდგომარეობს თქვენი მეთოდის საიდუმლოება?
    პასუხი: ჩვენს მეთოდებში არავითარ მისტიურობას არაქვს ადგილი. ეს მხოლოდ მეცნიერებაა, მესამე ათასწლეულის სიმართლე. ჩვენმა მეცნიერულმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ყოველი ადამიანის ორგანიზმში არსებობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა სწრაფი აქტივაციის შესაძლებლობა. თავად უკვდავების საკითხის მეცნიერული მიდგომა, ენდოკრინული სისტემის ჯირკვალთა გააქტიურებით, კაცობრიობისათვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი, ოღონდ მისი განხორციელება არ შეეძლოთ. ჩვენ გაგვიმართლა და ჩვენ ეს შევძელით.
    ენდოკრინული ჯირკვლები, ადამიანის სხეულში, სხვადასხვა ადგილზე მდებარეობენ, მაგრამ ის, რაც ყველაზე ძლიერ გვაოცებს, არის ის, რომ ისინი ზუსტად იქ არიან განთავსებულნი, სადაც აღმოსავლური ჩაკრამები მდებარეობენ, რომელნიც ადამიანის ენერგეტიკულ ცენტრებს წარმოადგენენ. აქტივირებული ჯირკვლები არამხოლოდ შეგრძნებაში ამჟღავნებენ საკუთარ თავს, არამედ ადამიანი თავის მხრივ კიდეც გრძნობს მათ ზემოქმედებას მის ორგანიზმზე. ეს საშუალებას აძლევს მას თავად მართოს ფერმენტების სისხლში გამოყოფა, ვთქვათ ეპიფიზის ფერმენტები, _ სეროტონინი, მელატონინი და სხვა ის ფერმენტები, რომელთა მეშვეობით ორგანიზმში ჰორმონალური წონასწორობა მყარდება. ყოველი აქტივირებული ჯირკვლის, ჩაკრამის, და მათი მუშაობის სინქრონიზაციით ადამიანი რთავს ხერხემლის ენერგეტიკას (კუნდალინის) და იძენს სხეულში უსასრულო ცხოვრების შესაძლებლობას. ამ მეთოდის ნამდვილ მეცნიერებას მუდამ ასაიდუმლოებდნენ უბრალო მოკვდავთაგან და მათდა დასაბნევად სხვადასხვა რელიგიურ მოძღვრებებს უკავშირებდნენ და ათასგვარად მალავდნენ მას მისი მისტიფიცირებით, ერთი სიტყვით შეგნებულად ჩქმალავდნენ სიმართლეს. სიკვდილი მდიდარსაც და მათხოვარსაც ართნაირად ცელავს. ჩვენს მეცნიერულ ჯგუფს პირველად კაცობრიობის ისტორიაში შესაძლებლობა მიეცა ძალზედ ახლოს  მისულიყო ამ ამოცანის გადაწყვეტასთან, და ამასთან ერთად ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტის იოლი გზაც დავამუშავეთ.
    ჩვენი წინაპრები არაერთგზის ცდილობდნენ ამ ამოცანის, _ ენდოკრინული ჯირკვლების გააქტიურებით შეუზღუდველი დროით არსებობის მიღწევას და ამგვარ პრაქტიკებს "ეგვიპტურ მისტერიებს", "ვედურ წესჩვეულებებს", დაოსის ალქიმიას, იოგას, კაბალას და სხვა მრავალ სახელს უწიდებდნენ. ამ პრაქტიკას განახორციელებდნენ საიდუმლო ორგანიზაციებში, ორდენებში, განდობილთა ლოჟებში, საიდანაც წამოვიდა, როგორც ამას რელიგიათმცოდნეები ამტკიცებენ, პლანეტაზე დაბადებული ყველა რელიგიური თუ მისტიური მოძღვრება.
    შეკითხვა: როგორ ახერხებთ ენდოკრინული სისტემის ჯირკვალთა საჭირო გააქტიურებას, ჰარმონიული ადამიანის გამოსაყვანად?
    პასუხი: აქტივაცია ორი ხერხით ხორციელდება, - ფსიქიური და ტექნიკური ზემოქმედებით. პირველი მეთოდი გულისხმობს ადამიანის ენდოკრინული სისტემის ჯირკვალთა ინიციაცია-აქტივაციას თავად ადამიანის ტვინიდან "რელიქტური" სიხშირეების ცნობიერი გამოსხივებით, რომლებიც, თავის მხრივ, არქეტიპების მეშვეობით აშენებენ ჩვენს მთელს მატერიალურ სამყაროს, დაწყებულს ჩვენი გალაქტიკიდან და დამთავრებულს ჩვენამდე. ქრისტიანობაში ეს მეთოდი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ფავორის მთაზე ფერისცვალებასთან და წმინდანთა ნიმბებთანაა ასოცირებული.
    მეორე მეთოდი ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოებით, _ კოგერენტული სიხშირის გენერატორებით, რომელთა სიხშირე არკანებს, ტაროს ჰოლოგრაფიულ სისტემებს შეესატყვისება (ტარო, - კოლექტიური გაუცნობიერებელი), რომელთა როცხვის ოდენობა, - 81 არქეტიპია, რაც ინდური და ბუდისტური ფილოსოფიით ადამიანის გონების კრისტალის წახნაგთა რაოდენობას შეესაბამება.
    კითხვა: არსებობენ თუ არა ჯირკვალთა აქტივაციის სხვა მეთოდები?
    პასუხი: სამწუხაროდ არა. ჯირკვალთა აქტივაციის ჩვენი  მეთოდი თანამედროვე ეტაპის ერთადერთი მეცნიერულად საიმედო მეთოდია* ადამიანის გონების მუშაობის შესასწავლად და მისი მატერიალურ სამყაროსთან ურთიერთობის გამოსავლენად, სხვაგვარად რომ ვთქვათ ადამიანის გონების მეშვეობით ხდება სამყაროსთან იმ მათემატიკური ურთიერთობის მოდელის შექმნა, რომელიც შეგრძნებებში მგრძნობელობის აპარატის დახმარებით ვლინდება. ამ ურთიერთობის კანონთა მეცნიერული კვლევის პროცესი აღწერილია რელიგიურ და მისტიურ ლიტერატურაში როგორც "გრაალის თასის", რაც იგივეა "ფილოსოფიური ქვის" მოპოვება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ გააქტიურებულ ჯირკვალთა ურთიერთობა მხედველობის ნერვის მეშვეობით თვალის შიდა ბადურაზე აისახება გამოსახულების სახით, ზუსტად ზემოთხსენებული რელიგიური წარმოდგენების სახით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი წინაპრები ნაწილობრივად ფლობდნენ ამ ტექნოლოგიას, მაგრამ შემდგომ, რაღაც მიზეზთა გამო იგი დავიწყებას მიეცა ან ვიღაცამ იგი შეგნებულად გაანადგურა. ჩვენს დროს მისი აღდგენა ვეღარ ხერხდება თუნდაც ყველაზე თანამედროვე კვლევით ცენტრებშიც კი. ჩვენ შეგვიძლიან ამ გამოკვლევებში გარღვევა მოვახდინოთ, რაც კაცობრიობას საშუალებას მისცემს სრულიად განსხვავებულ განზომილებას დაეუფლოს, როცორც სულიერი ასე ტექნიკური თვალსაზრისითაც, ანუ დასძლიოს სიბერე, სნეულობანი და შექმნას ახალი, მეტად იაფი სახის ენერგეტიკული წყაროები, ურთიერთკავშირის ახალი საშუალებანი და მრავალი სხვა რამ თამამ იდეათა ამოუწურავ სამყაროდან.
    შეკითხვა: პრაქტიკულად, რა მიზეზის გამოა ადამიანის სიცოცხლე ასე შეზღუდული?
    პასუხი: ჩვეულებრივი ადამიანის უჯრედები განახლებისათვის მხოლოდ 60-ჯერ იყოფა, რის გამოც სამწუხაროდ სიკვდილი გარდაუვალია. ჩვენი მეთოდით "ვილოჩკოვაია” (მკერდუკანა ჯირკვალი) ჯირკვლის ეპიფიზის ჯირკვალთან სინქრონიზაციით, ხდება მელატონინის სისხლში გამოყოფის რეგულირება და უჯრედები პრაქტიკულად დაუსრულებლად იყოფიან, რაც შეუზღუდველი ცხოვრების ამოცანის პრაქტიკულ გადაწყვეტას წარმოადგენს.
    შეკითხვა: კიდევ რა ახალ თვისებათა გამოვლენის უნარიანია ადამიანი თუ კი ის შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა აქტივაციის მეთოდით სარგებლობს?
    პასუხი: გააქტიურებულ ჯირკვალთა მქონე ადამიანები სრულიად უჩვეულო უნარებს იძენენ ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით. მათი ორგანიზმის სამარქაფო შესაძლებლობანი მრავალჯერ იზრდება, რაც მათ ზეამტანიანობასა და ზეუნარიანობას ანიჭებს: მრავალგზის იზრდება რეაქციების სიჩქარე, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს შესწავლის პროცესებს, ავითარებს მხედველობის, _ ასე ვთქვათ, _ ფოტოგრაფიულ მეხსიერებას ისევე, როგორც ტექსტებისა და ზეპირსიტყვიერების მეხსიერებას. ასეთი ადამიანები უკვე ხედავენ ინფრაწითელ და ულტრაიისფერ გამოსხივებებს და გრძნობენ კიდეც მათ. მათი ვესტიბულარული აპარატი ნებისმიერი გადატვირთვების ამტანი ხდება და არანაირ ხანგრძლივ ვარჯიშების აღარ საჭიროებს. ასეთი ადამიანები ამტკიცებენ, რომ გრძნობენ და ხედავენ კიდეც თავის წვრილ, "სამშვინველ" სხეულს და მისი ფიზიკური სხეულიდან ცნობიერი გამოყოფაც შეუძლიათ ისე, რომ გარედან უცქერენ საკუთარ ფიზიკურ სხეულს. ამით ისინი ინფორმაციის მანძილიდან წაკითხვის უნარს ამჟღავნებენ. ისინი როგორც საკუთარ, ასე სხვის შინაგან ორგანოებს ხედავენ და მათზე ხელის და აზრის მეშვეობით ზემოქმედებაც შეუძლიათ.
    შეკითხვა: მოქმედებს თუ არა თქვენი ტექნოლოგია ადამიანის შემოქმედების ნიჭზე?
    პასუხი: აქტიური ჯირკვლების მქონე ადამიანები ხედავენ და გრძნობენ კიდეც შინაგანი ხედვებითა და მგრძნობელობით ნებისმიერ ტექნიკურ ობიექტს ან ხელსაწყოს, ძალზედ მკაფიოდ ისევე, როგორც რეალობაში და მათზე ნებისმიერ ექსპერიმენტებს აწარმოებენ, ანდა კიდევ დინამიკაში გამოსცდიან მათ ისე, როგორც ამას ფიზიკოსი ნიკოლა ტესლა აკეთებდა და აღწერა კიდეც ეს თავისი უნარი და ამტკიცებდა, რომ ამ მეთოდით გააკეთა მან ყველა თავისი აღმოჩენა და გამოგონება. ტესლამ თავისი აღმოჩენები გაასაიდუმლოვა კიდეც, რადგან თვლიდა, რომ თანამედროვე კაცობრიობა მზად არ იყო ამგვარი აღმოჩენებისათვის. ჩვენ ეს შესაძლებლობა განვახორციელეთ და თანამედროვე მეცნიერების კუთვნილებად ვაქციეთ. ჩვენ მზადა ვართ ნებისმიერ ადამიანს ვასწავლოთ ყოველივე ეს, ანუ ჰიპოფიზისა და ეპიფიზის გააქტიურება, რაც თავის მხრივ, ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების გააქტიურებას იწვევს და მათ შორის სინქრონულ მუშაობას ამკვიდრებს ისე, რომ სიგნალები მხედველობის ნერვზე გამოყავს.
    შეკითხვა: მოქმედებს თუ არა ეს მეთოდი ადამიანის მსოფლმხედველობაზე?
    პასუხი: ენდოკრინული სიტემის აქტივაციის ჩვენი მეთოდი ნათელს ჰჰფენს ადამიანის არა მხოლოდ ცნობიერ მექანიზმებს და ბუნებაში მიმდეინარე, მეცნიერთათვის აუხსნელ პროცესებს (ვთქვათ მოჩვენებებს, სულებს, გამოუცნობ მფრინავ ობიექტებს და ასე შემდეგ), არამედ ეს მეთოდი ითხოვს მრავალ მეცნიერულ მცნებათა თუ კანონთა, საბუნებისმეტყველო წარმოდგენათა გადახედვასა და გადასინჯვას.    

    შეკითხვა: არის თუ არა შესაძლებელი ენდოკრინული ჯირკვლების ქიმიური, ფარმაცევტული თუ ელექტრომაგნიტური ზემოქმედებით გააქტიურების შესაძლებლობა?
    პასუხი: სამწუხაროდ, ასეთი ზემოქმედება შეუძლებელია, თუმცა ამ მცდარი გზით მიდის დღეს მთელი მსოფლიოს ამ მიმართულების მთელი მეცნიერული კვლევები და ისინი განწირულნი არიან ნულოვანი შედეგებისათვის. სწორ მეთოდს იყენებდნენ წარსულის ალქიმიკოსები, რომლებიც ჯირკვალთა აქტივაციას განიხილავდნენ, როგორც ლაბორატორიას სადაც ნივთიერებათა "გამოხდა" ხდებოდა "უკვდავების ელექსირის", რაც იგივეა "ფილოსოფიური ქვის" მისაღებად. მათთვის ყოველი ჯირკვალი გარკვეულ ლითონსა თუ ნივთიერებას ნიშნავდა. ასევე ყოველი გრძნობაც და შეგრძნებაც გარკვეულ ლითონთან და ნივთიერებასთან იყო დაკავშირებული და ალქიმიური სიმბოლოებით იშიფრებოდა "ყვნის" გარკვეული ეტაპის აღსანიშნავად, რაც იგივეა ადამიანის ფიზიკური და მგრძნობელობის მქონე სხეულის ტრანსმუტაციის პროცესს წარმოადგენდა. ასე ხდებოდა მოკვდავი სხეულის გაუკვდავება. მაგრამ სამწუხაროდ ალქიმიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ სწორ გზაზედ იდგნენ მარადიული ახალგაზრდობის აღმოსაჩენად, მისტიციზმში იკარგებოდნენ რადგან მეცნიერულ მეთოდებს ღალატობდნენ. ამიტომ ვერ მიიღეს მათ სასურველი შედეგები. მათგან განსხვავებით, ჩვენ შეიარაღებული ვართ მეცნიერების მთელი თანამედროვე პოტენციალით.
    შეკითხვა: ცნობილია თუ არა თქვენთვის სხვა სპეციალისტები, რომლებიც ანალოგიური მეთოდებით მუშაობენ?
    პასუხი: სამწუხაროდ, რუსეთის ტერიტორიაზე ასეთ სპეციალისტებს არ ვიცნობთ. საზღვარგარეთ ასეთი კვლევები დახურულ ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში მიმდინარეობენ, ამასთან ერთად პუბლიკაციები ამ დარგში არ არსებობენ. მაგრამ თუ დადებითი შედეგი მიღებული იქნებოდა, მისი დამალვა შეუძლებელია. ასეთ აღმოჩენებს, მხოლოდ კეთილშობილი ადამიანები აკეთებენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შესძინონ ეს ცოდნა კაცობრიობას.
    შეკითხვა: თქვენის აზრით რომელი მეცნიერი უფრო ახლოს იყო ამ საკითხის აღმოჩენასთან მთელს მსოფლიოში?
    პასუხი: ყველაზე ახლოს იყვნენ ინგლისელი მეცნიერები: სამუელ ლიდდელ მაზერსი და უ.იიტსი _ "ოქროს ალიონის" ორდენის დამაარსებლები ლონდონში. მაზერსის ხელმძღვანელობით ორდენმა განვითარების მწვერვალს მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მიაღწია. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა კაცობრიობის "კოლექტიურ გაუცნობიერებელს" ტაროს არქეტიპების თანახმად. ამგვარად ააქტიურებდნენ ისინი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს, მათ შორის ეგრეთწოდებულ "მესამე თვალს"-საც, ეპიფიზს, გირჩისებრ ჯირკვალს. მაზერსი და იიტსი მუშაობას მედიტაციასა და სიმბოლიკის ექსპერიმენტების სახით ეწეოდნენ, რომლებსაც ზოგჯერ "ტრანსლაციის" სახით მესამე პირებს გადასცემდნენ (ინიციაცია). აცნობიერებდნენ რა იმას, თუ რა განუზომელი ძალისანი არიან ტაროს სიმბოლოები და არქეტიპები, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი მეშვეობით შეიძლება სხვა ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედება ისე, რომ ამას ვერავინ ვერ შეამჩნევდა.
    1888 წელს მაზერსმა გამოაქვეყნა წიგნი მეტად საგულისხმო სათაურით - "ტარო: ეს ოკკულტიზმის მიმანიშნებელი წიგნია, რომელიც გვასწავლის ბედისწერის გამოყენებასაც და თამაშის წესებისაც."
    თავის ნაშრომებში ასევე ახლოს, საკითხის გადაწყვეტასთან, იყო გამოჩენილი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ვოლფგანგ პაული. ეს ფიზიკოსი გახლავთ პირველი ფუნდამენტალური, ფარდობითი თეორიის ნაშრომის ავტორი.
    შეკითხვა: ჩემთვის უკვე გასაგებია, რომ აქტივიზირებულ ჯირკვალთა ენდოკრინული სისტემის მქონე ადამიანები ზებუნებრივ თვისებებს იძენენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ შეიძლება რომ მათი პარანორმალური თვისებები საშიში გახდეს საზოგადოებისათვის?
    პასუხი: ღებულობენ რა ახალ, პარანორმალურ თვისებებს, ადამიანები ახალ, უმაღლესი ცნობიერების დონეს იძენენ, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივ მოკვდავთათვის. მათ ფსიქოლოგიაში და ხასიათებში იღვიძებენ ისეთი თვისებები, როგორიცაა კეთილშობილება, პატიოსნება, მოყვასისადმი სიყვარული, ზუსტად ისეთი თვისებები, რაც ასე აკლია თანამედროვე საზოგადოებას.
    ამიტომ ასეთი ადამიანები არამც თუ საშიშნი არ ხდებიან საზოგადოებისათვის, არამედ ცივილიზაციის ხელშემწყობნი ხდებიან იმ ცივილიზაციისა, რომელიც ყელამდეა ჩაძირული უზნეობასა და  სისასტიკეში. ამიტომ ეს დაეხმარება მათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, მდგომარეობიდან რომელსაც მორალურ-ეთიკური და ეკონომიური კრიზისები ახასიათებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ბავშვების აღზრდასაც.


*    მათ არ იციან "ოქროს საწმისის” - ადამიანის სრულყოფილების სისტემის თბილისში არსებობის შესახებ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბატონმა თ.თავაძემ 1982 წლიდან (ე.ი. 30 წელია გასული) დაიწყო უკვდავების მიზნის განხორციელება და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ვარჯიშების სისტემა ასევე სასწავლო ჯგუფები.

http://www.moscowuniversityclub.ru/home.asp?artId=12234


კატეგორია: სხვადასხვა РАЗНОЕ | დაამატა: yoga (06.12.2011)
ნანახია: 1262 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: