მთავარი » სტატიები » სხვადასხვა РАЗНОЕ

ფსიქიური ენერგია
  
 არსებობს ცოცხალი ეთიკის კარდინალური მცნება,- ფსიქიური ენერგია. აგნი იოგა ფსიქიურ ენერგიას უწოდებს იმ უნივერსალურ ძალას, რომელიც გამჭოლად აღავსებს მთელს სამყაროს და აისახება როგორც ბუნებაში, ასე ადამიანში. აი როგორ აღწერს ამ ძალას ე.ი.რერიხი თავის მემუარებში: "...ფსიქიური ენერგია ეწოდება პირველ საწყის ენერგიას, ამიტომ იგი შეიცავს ყველა იმ ენერგიებს, რომლებიც მხოლოდ მისივე დიფერენციაციაბს წარმოადგენენ.



     ფსიქიური ენერგია ამოუწურავია თავის თვისებათა და ნაირსახეობათა გამოვლინებებში. მრავალფ- ეროვნია იგი თავის ერთ მთლიან ასპექტში, ასევე როგორც ყოველი არსებული ამ გამოვლენილ სამყაროში, ანუ იგი ემსახურება როგორც სიკეთეს, ასევე ბოროტებასაც. ფსიქიური ენერგია ამოუწურავია თავის თვისებათა ნაირსახეობისა და გამოვლინებათა ნაირსახეობაში. იგი ორლესულია თავის ერთმთლიან ბუნებაში ისევე, როგორც ყოველი რაც კი არსებობს ამ გამოვლენილ სამყაროში, ანუ იგი ისევე ემსახურება სიკეთეს, როგორც ბოროტებას. ყველაფერი დამოკიდებული ადამიანის სულიერ განვითარებაზე, რაც საბოლოო შემთხვევაში წარმოადგენს ადამიანის გულის ხარისხს. (ე.ი. რერიხი. საიდუმლო ცოდნა. აგნი იოგას თეორია და პრაქტიკა м. эксмо. 2009)
  ადამიანი, როგორც გონებისა და ცნობიერების მატარებელი, ფლობს ფსიქიურად განვითარებული ენერგიების უფრო მეტ ხარისხს, ვიდრე ნებისმიერი ცხოველი ამ პლანეტაზე. ფსიქიური ენერგიის თვისებათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წარუშლელობა და აკუმულირების თვისება სამყაროს სივრცის ნებისმიერი გეგმილის სივრცეში,- გნებავთ ფიზიკურ გეგმილზე, გნებავთ წვრილ სამყაროთა სივრცეში. ფსიქიურ ენერგიათა გამოვლინებას წარმოადგენენ ადამიანის აზრები და ემოციები. ადამიანის აზრები და ემოციები ენერგიების გამოვლინებას წარმოადგენენ; მათი ენერგოინფორმაციული შინაარსი უკვალოდ არასოდეს არ ქრებიან და შემოგარენ სივრცეში ილექებიან. აგნი იოგა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული სივრცე, განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს როგორც სრულიად საკაცობრიო ჯანმრთელობაზე, ასევე პლანეტის მთელ ეკოლოგიურ სისტემაზეც.    
ფსიქიური ენერგიის მცნებასთან მჭიდროთაა დაკავშირებული კარმის მცნებაც, რომელიც მტკიცედ დამკვიდრდა თანამედროვე ლექსიკონში. თუმცა მან მაინც ვერ აიცილა ისეთი რამ მისი ძირითადი შინაარსის მიმართ, რასაც პროფანირება და ვულგარული ახსნა ჰქვიან. როგორც აგნი იოგაშია ნათქვამი, რომ კარმის საფუძველს წარმოადგენს ის ფსიქიური ენერგია, რომელიც ადრე რომელიღაც საქმიანობისას, ემოციათა გამოვლენისას თუ აზროვნების დროს დაუხარჯავს კარმის მფლობელს. აამ ენერგიათა შედეგები უბრუნდებიან ინდივიდს მისი ბედისწერის თუ მოვლენათა კონკრეტულ გარემოებათა სახით,-პოზიტიურისა თუ მისი კარმა დადებითია, და უარყოფითისა, თუკი კარმა უარყოფითი იყო. ეგოისტური, მორალური თვალსაზრისით, მდაბიო საქციელი და აზრები უარყოფით კარმას ქმნიან, რასაც წარუმატებლობა და ტანჯვა მოაქვთ ადამიანისათვის, იმ დროს როდესაც ალთრუიზმი, ზნეკეთილობა და კეთილმოსურნეობა სხვათა მიმართ, აყალიბებენ ადამიანის პოზიტიურ კარმას და, შესაბამისად წარმართავენ მის სიცოცხლეს ჰარმონიისა და სიკეთისაკენ.        
    კარმის შინაარსი ყოველმხრივაა განხილული ე.ი.რერიხის ცოცხალი ეთიკის მიმდევართა მიმართ დაწერილ წერილებში. კარმის კანონის შინაგანი მექანიზმების მიმართ ელენე რერიხი წერდა: "... ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი კარმა იქმნება, მძიმდება და მსუბუქდება უმთავრესად ჩვენი აზრებით.” ზუსტად რომ აზრები და ჩვენი შინაგანი ზრახვები ქსოვენ ჩვენს აურას,_ანუ იმ მაგნიტურ ველს, რომელიც მიიზიდავს, ან აგვაცილებს შესაბამის შესაძლებლობებს. ზუსტად ზრახვის შემცველი აზრი წარმოადგენს ჩვენი კარმის გადამწყვეტ ფაქტორს და ამ გარემოებას ასე ხშირად როდი ითვალისწინებენ ადამიანები კარმაზე მსჯელობისას. მაგრამ სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მაშინ არც არანაირი საშუალება არ იქნებოდა მიზეზ-შედეგობრივი, ჯადოდ ქცეული ბედისწერის წრის  გახლეჩისა და არც გადარჩენის არანაირი შესაძლებლობაც. ყველაფერი კარმაა და  კარმაზე დგას. თუმცა ვამთავრებთ რა რომელიმე კონკრეტული წრის კარმას, ჩვენ იქვე ვიწყებთ სხვა გეგმილებისა თუ სამყაროების კარმიულ წრეებს და ასე უსასრულოდ, თუკი საუბარია გარკვეული ციკლის თუ პლანეტის და ა.შ. კარმის დასრულებაზე. ადამიანისაგან ჩვენ პლანეტაზე კარმის დასრულება ნიშნავს იმას, რომ მისი შინაგანი არსი იმდენად განიწმინდა და იმდენად დიდი ტრანსმუტირება განიცადა, რომ მისი დედამიწაზე შემდგომი არსებობა აღარაფერს შემატებს მას; მასში შემავალი ყოველი ელემენტი და ენერგია იმ სრულყოფილებას აღნიშნავს, რომელიც მაქსიმალურია ამ პლანეტისათვის. სული, დავალების შინაარსის თანახმად ამ დედამიწის ზედა სფეროებში რჩება, ან უზენაეს სამყაროებს მიაშურებს. ამგვარად აზრი წარმოადგენს ქმნილების გვირგვინს და პირველსაწყის მიზეზს. აზრები მართავენ სამყაროს, მაშასადამე მართავენ კარმასაც (ე. რერიხის წერილიდან 24.09.35)
ანალოგიური აზრია გამოხატული ე.რერიხის 09.07.35-ში დაწერილ წერილში: " ამგვარად მხოლოდ ენერგიათა ტრანსმუტაციას,- გრძნობათა და აზრთა გაკეთილშობილებას შეუძლია ადამიანის მოჯადოებული წრიდან გამოყვანა. ამიტომ ავამაღლოთ ჩვენი ვიბრაციები მაღალი ემოციებით”.
კარმის დოქტრინა, ისევე როგორც აღმოსავლური ეზოთერიზმის სხვა მსოფლმხედველობითი პრინციპები, დიდ ინტერსს იწვევენ თანამედროვე მეცნიერთა სივრცეშიც. რიგმა მეცნიერებისა მიიღეს კარმის თეორია სამუშაო ჰიპოთეზად ცხოვრების მოვლენათა და მისი ასპექტების ასახსნელად.
    ფსიქიური ენერგიების წარმოდგენები მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ძველი აღმოსავლეთის მედიცინაში, და ეს წარმოდგენები ვრცლადაა მოცემული აგნი იოგას ფილოსოფიურ მოძღვრებაში. მოძღვრების თანახმად, ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა (იმუნიტეტი) უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება მისი ფსიქიური ენერგიების ხარისხით. ყველაზე მძიმე და ძნელად მოსარჩენი სნეულებანი (ონკოლოგია), წარმოადგენენ ორგანიზმის ფსიქიური ენერგიისაგან სერიოზულ გამოფიტვას. მაგრამ ფსიქიური  ენერგიების მდგომარეობა იმდენად როდია დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების პირობებზე (თუმცა ეკოლოგიას და სწორ კვებას ცოცხალი ეთიკა მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს), რამდენადაც დამოკიდებულია იგი მის ზნეობრივ სულიერ მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ კარმიულ დანალექებზე. აგნი იოგა მუდმივად აღინშნავს იმ ფაქტს, რომ ადამიანის აზრები და ემოციები წარმოადგენენ იმ გარკვეულ ენერგეტიკას, რომელიც მოქმედებს გარემოზე და უპირველეს ყოვლისა მათ მატარებელზე,- ადამიანზე, შესაბამისად მის მორალურ თვისებათა შემადგენლობაზე. მდაბიო ეგოისტური აზრები და ემოციები წარმოადგენენ მდაბალ ვიბრაციულ დამანგრეველ  ძალებს, რომლებიც ადამიანში და მის გარშემოც ქმნიან ნეგატიურ ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს როგორც მის მატარებელზე, ასე მის გარშემო მყოფ ადამიანებზეც. ალთრუისტული, მაღალზნეობრივი, მორალური აზრები და ემოციები წარმოადგენენ პოზიტიურ ენერგიებს, რომლებსაც ჰარმონიაში მოჰყავთ არა მხოლოდ ადამიანის აურა, არამედ ყველაფერი, რაც კი მის გარშემოა. ზუსტად ამიტომ, ჯანმრთელობის შენარჩუნების ფაქტორს და მასთან ეთად, სულიერ სიმშვიდეს, აგნი იოგას ავტორების აზრით, ქმნიან სულიერება, ალთრუიზმი, აზრთა და ემოციათა პოზიტიური შინაარსი, რაც ადამიანის ბიოველში იწვევენ დადებითი ფსიქიური ენერგიების გენერაციას.

  
კატეგორია: სხვადასხვა РАЗНОЕ | დაამატა: yoga (06.09.2011)
ნანახია: 1241 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: